Home რუბრიკები საზოგადოება რა ბერკეტები უნდა ამოქმედდეს მატყუარა და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიმართ

რა ბერკეტები უნდა ამოქმედდეს მატყუარა და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსების მიმართ

552

ნაციონალური მოძრაობა”, რომელმაც 9 წლის განმავლობაში უამრავი დანაშაული ჩაიდინა ქართველი ხალხის წინაშე, მაგრამ პასუხი არ უგია, აქტიურად აწარმოებს წინასაარჩევნო კამპანიას და თვალში ნაცარს აყრის ქართველ ხალხს. საკითხავია, რატომ უნდა ენდოს ამომრჩეველი ქვეყანაში ძალადობისა და უამრავი დანაშაულის ჩამდენებს?

 საზოგადოდ, არა მხოლოდ სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი საქართველოში ძალზედ მწვავეა. მრავალ მიზეზთა გამო საზოგადოება, სამწუხაროდ, ვერ ახერხებს, თუნდაც პოლიტიკურად აგებინოს პასუხი იმ პარტიებსა და მათ ლიდერებს, რომლებიც ფუყე წინასაარჩევნო დაპირებებით კვებავენ ამომრჩეველს. გამოსავალი, ალბათ, პირად პასუხისმგებლობაშია, ალბათ, უნდა არსებობდეს ცრუპენტელა მაჟორიტარი დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეჩერების ქმედითი მექანიზმები, აგრეთვე, უქნარა პოლიტიკური პარტიებისთვის მანდატის ჩამორთმევის მარტივი სამართლებრივი პროცედურა, რათა არჩევნებიდან არჩევნებამდე არ გვიწევდეს მატყუარა პოლიტიკური სუბიექტების ცრუდაპირებების მოთმენა და მათაც იცოდნენ, რომ არ აქვთ გარანტირებული 4 არხეინი წელიწადი და ფუჭი დაპირებების ან დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში გაცილებით ადრე დაემშვიდობებიან თავიანთ მანდატს.

 დღეს ფრიად აქტუალურიაქართული ოცნებისმიერ გაცემული და შეუსრულებელი დაპირებების თემა. თავიდანვე ცხადი იყო, რომ უამრავ დაპირებას, რომლებსაც ასე უხვად გასცემდნენ ივანიშვილი და მისი გუნდი, ასრულება არ ეწერა, ალბათ, იმიტომაც გადადგა ივანიშვილი პრემიერის პოსტიდან, თუნდაც ფორმალური პასუხისმგებლობა რომ არ ჰქონოდა ამომრჩევლის წინაშე. დღეს კი მოსახლეობამ არ იცის, ვის მოსთხოვოს პასუხი აღუდგენელ სამართლიანობაზე, აუღორძინებელ ეკონომიკაზე, ვერშექმნილ სამუშაო ადგილებზე და .. აქედან გამომდინარე, ბევრმა არ იცის, ვის მისცეს ხმა. სწორედ ეს ყოყმანი აძლევთ რევანშის იმედსნაციონალური მოძრაობისმესვეურებს და წარამარა ივანიშვილისკენ იშვერენ ხელს _ აი რამდენ რამეს დაგპირდათ და არ შეგისრულათო.

 პოლიტიკური და პირადი პასუხისმგებლობის ქმედითი მექანიზმების არარსებობის პირობებში მორიგი იმედგაცრუების საფრთხეზესაქართველო და მსოფლიოსთანინტერვიუში პოლიტიკოსი ალექსანდრე ჭაჭია საზოგადოებას ჯერ კიდევ 2013 წელს აფრთხილებდა:

“უბედურება სწორედ ისაა, რომ ჩვენი მმართველები, თავიანთი შეუსრულებელი დაპირებების გამო, პასუხს არ აგებენ და ვერც აგებენ, რადგან მსგავსი პასუხისმგებლობის არანაირი მექანიზმი არ არსებობს. განაცხადოს ივანიშვილმა ის პოლიტიკური და სოციალურეკონომიკური პარამეტრები, რომლებიც მისმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სამი წლის შემდეგ, მერე კი საჯაროდ თქვას და ნოტარიალურადაც დაამოწმოს, რომ ამ პარამეტრების შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი, როგორც სამთავრობო გუნდის საქმიანობაზე პასუხისმგებელი პირი, ამ პასუხისმგებლობის ფარგლებში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გადაურიცხავს ათას დოლარს. სულ 4 მილიარდი დოლარი გამოდის. აი, ეს იქნება მისი პირადი პასუხისმგებლობის რეალური ზომა. მზად არის ივანიშვილი ასეთი პასუხისმგებლობისთვის?

შევარდნაძეს 10 წელი მიჰყავდა საქართველო კატასტროფების გზით და ყოველი ახალი კატასტროფის წინ აცხადებდა: “მთელ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ”. ეს ფრაზა სააკაშვილისგანაც ძალიან ხშირად გვესმოდა. ქვეყანა დააქციეს და დაშალეს, ეკონომიკა დაასამარეს, ხალხი გაძარცვეს და ვინმემ აგო პასუხი?” _ აცხადებდა ბატონი ალექსანდრე.

როგორც ხედავთ, დღეს მართლაც მივიღეთ სურათი, როდესაც არავინ არაფერზეა პასუხისმგებელი, რასაც ოსტატურად იყენებს “ნაცმოძრაობა” და, უცხოელი კურატორების დახმარებით, ყველა ღონეს ხმარობს, ისარგებლოს ამომრჩევლის იმედგაცრუებით, “ოცნების” უპასუხისმგებლობით და დაბრუნდეს ხელისუფლებაში.

“ქართულ ოცნებაზე” თუნდაც სამართლიანად იმედგაცრუებულ იმ ამომრჩეველს, რომელსაც ჯერაც ვერ გადაუწყვეტია, ვის მისცეს ხმა და რომელსაც “ნაცმოძრაობა” აქეზებს _ არიქა ივანიშვილმა დაპირებები არ შეგისრულათ და ჩვენ მოგვეცი ხმაო – შევახსენებთ მცირედს “ნაციონალური მოძრაობისა” და მათი ბელადის მიერ იმ უხვად გაცემული და “ხუთიანზე შესრულებული” წინასაარჩევნო დაპირებებიდან, რომლებსაც 2008-2012 წლების 50-თვიანი პროგრამა ითვალისწინებდა:

1. გავამთლიანებთ საქართველოს;

2. საქართველოს დავაბრუნებთ ევროპულ ოჯახში;

3. შევალთ ნატოში და ჩვენი საზღვრების ურღვევობას სადარაჯოზე დაუდგება მთელი ცივილიზებული სამყარო;

4. ეს იქნება საქართველოში ახალი ოქროს ხანის დასაწყისი და უმუშევრობის პრობლემა საქართველოში სამუდამოდ დამთავრდება;

5. ავამოქმედებთ ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, რომელშიც აშენდება 450-მდე ქარხანა და დასაქმდება 20 000-მდე ადამიანი;

6. ავაშენებთ ახალ პორტს, რომელიც არსებულზე 3-ჯერ უფრო დიდი იქნება და თავისუფალ სამრეწველო ზონასთან ერთად მთლიანად საქართველოში 35 000 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის;

7. ავაშენებთ და გავხსნით ევროპასთან შემაერთებელ რკინიგზას, რომელიც 10 000 ოჯახს გაუჩენს სტაბილურ შემოსავალს;

8. ჩვენი 50-თვიანი პროგრამის მიზანია, სიღარიბესთან ბრძოლაში დავეხმაროთ ჩვენს მოხუცებს, რათა სიბერე იყოს სიღარიბის გარეშე;

9. მომავალ წელს საპენსიო პაკეტი 100 დოლარი გახდება;

10. ჩვენი 50-თვიანი პროგრამის მიზანია, დავეხმაროთ ქართულ სოფელს, ფეხზე დავაყენოთ სოფლის მეურნეობა, გავაუმჯობესოთ სოფლის ცხოვრების პირობები;

11. ჩვენი პროგრამით ავამუშავებთ საშუალოდ სოფლის მეურნეობის 100 ახალ საწარმოს ყველა რეგიონში და დავასაქმებთ სოფელს;

12. მომავალი 25 თვის განმავლობაში გაზიფიცირებული იქნება 2 000 სოფელი, რაც ნიშნავს თითქმის მთელი საქართველოს სრულ გაზიფიკაციას;

13. უფრო მეტად დავეხმარებით ფერმერებს ხვნათესვაში, გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ სოფლებს ჰქონდეს გაზი, კარგი გზა, სარწყავი წყალი, თანამედროვე სკოლა და მედპუნქტი;

14. საშემოსავლო გადასახადს 15%-მდე შევამცირებთ, რაც საშუალებას მოგვცემს, შევქმნათ მეტი სამუშაო ადგილი;

15. 1 200-ზე მეტი კარგად აღჭურვილი გადამზადებული სოფლის ექიმი იზრუნებს სოფლის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე”.

როგორც ხედავთ, ნაციონალებმა არც ერთი დაპირება არ შეასრულეს, მაგრამ დღეს მაინც ცდილობენ ამომრჩევლის გაბიაბრუებას. რა ბერკეტი უნდა ამუშავდეს მატყუარა პოლიტიკოსების დასასჯელად და რატომ აირიდა ივანიშვილმა თავიდან პასუხისმგებლობა? _ ამ საკითხებზე გვესაუბრებიან პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი და ექსპერტი გია ხუხაშვილი.

ქართველი საზოგადოება მზად არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად

ჰამლეტ ჭიპაშვილი:

_ სააკაშვილს ვალი აქვს საქართველოს წინაშე. ის, რაც მან თქვა, განა მხოლოდ ვერ შეასრულა, პირიქით _ გააუარესა სიტუაცია და ისეთ დონეზე დაიყვანა, რომ იმ ტერიტორიის თითქმის ნახევარი, რომელიც ჰქონდა საქართველოს, დაკარგა. სწორედ 2007 წლის დაპირებების შემდგომ იყო ცხინვალის ომი, რომელიც დასრულდა იმით, რომ საქართველომ დაკარგა თავისი ტერიტორიის 20%. იმ დანაშაულებს შორის, რომლებიც სააკაშვილმა და “ნაციონალურმა მოძრაობამ” ჩაიდინეს საქართველოში, ყველაზე დიდი დანაშაული ტერიტორიების დაკარგვაა. თანაც, არა იმიტომ, რომ ვიღაც თავს დაგვესხა და ჩვენ იძულებულები შევიქენით, თავი დაგვეცვა, არა, ასეთი რამ არ მომხდარა _ სააკაშვილი დაესხა თავს ცხინვალს, დაესხა თავს რუს მშვიდობისმყოფელებს, დახოცა ისინი და ფაქტობრივად, ომი გამოუცხადა არა მხოლოდ საქართველოს ტერიტორიულ ერთეულს, არამედ მეზობელ რუსეთსაც. აი ეს გამოიწვია საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის უგუნურმა პოლიტიკამ, ამბიციურმა გადაწყვეტილებებმა, ქარაფშუტულმა საქციელმა. ეს ამბავი მკაცრად უნდა შეეფასებინა საქართველოს მოსახლეობას, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ მკაცრი გადაწყვეტილება მიეღო, გამოსულიყო ქუჩაში და მოეთხოვა სააკაშვილის რეჟიმის დამხობა, სააკაშვილის მოწოდებით, გაიქცა პარლამენტის შენობის წინ, იცეკვა, იმღერა, თანაც წარმოუდგენელად ბღაოდამიშამიშას”. ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ ქართველი საზოგადოება არ არის მზად დამოუკიდებელი სახელმწიფოს შესაქმნელად.

_ “შევალთ ნატოში და ჩვენი საზღვრების ურღვევობას სადარაჯოზე დაუდგება მთელი ცივილიზებული სამყარო”, _ ეს იყონაციონალური მოძრაობისერთერთი დაპირება, მაგრამ საზღვრების რა ურღვევობაზეა ლაპარაკი, როდესაც სააკაშვილის უაზრო საქციელის გამო ტერიტორიები დავკარგეთ და საზღვრებმა ქვეყნის შიგნით შემოიწია. ამის შემდეგ რატომ უნდა ენდოს კიდევ საზოგადოებანაცმოძრაობას”?

_ ეს იყო ზღაპარი, სააკაშვილი ატყუებდა საზოგადოებას, ამერიკელმა პოლიტიკოსმა დენიელ ფრიდმა ახლახან მისცა ინტერვიუ რადიო “ამერიკის ხმას”, სადაც პირდაპირ დაადანაშაულა სააკაშვილი ომის დაწყებაში. 2012 წელს ქვეყანაში მოვიდა ისეთი ძალა, როგორიც არის ივანიშვილის მიერ შეკოწიწებული გაურკვეველიოცნება”, რომელმაც დაპირებებიდან, ფაქტობრივად, არაფერი შეასრულა. სწორედ ამ ხელისუფლებას უნდა გაეკეთებინა ყველაფერი იმისათვის, რომ გამოეაშკარავებინა სააკაშვილის სიბინძურეები, მაგრამ ამ ხელისუფლებამ, თავისი არაპროფესიონალიზმიდან გამომდინარე, ვერაფერი გააკეთა, ვერ დაარწმუნა საზოგადოება, ვერ დადო შესაბამისი დოკუმენტები, რომ სააკაშვილი და მისინაციონალური მოძრაობაგამოეცხადებინათ კანონგარეშედ. ამას ვერ ამტკიცებს აქედან სტრასბურგში გაგზავნილი ვერც ერთი დოკუმენტი, ვერც ერთი ვერ ასახავს იმ დანაშაულებს, რომლებიც ჩაიდინეს საკააშვილმა და “ნაციონალურმა მოძრაობამ”. აქ ისიც არის გასათვალისწინებელი, რომ ნაციონალურ მოძრაობასმხარს უჭერენ ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთ ევროპის გარკვეული პარტიები. გასაკვირია, ქართველი საზოგადოების ინერტულობა. მან ვერ გადადგა ის ნაბიჯები, რომლებიც გამოიწვევდა “ნაციონალური მოძრაობის” განსასჯელის სკამზე დასმას.

_ ბიძინა ივანიშვილმა რომ მოიყვანა ეს მთავრობა, შეგვატოვა და გაითავისუფლა თავი ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, განა ეს იყო პოლიტიკურად მართებული?

_ პოლტიკოსების დასჯა არის ის, რომ მას არ უნდა მისცე ხმა არჩევნებში, ეს არის ყველაზე ულმობელი ნაბიჯი საზოგადოების მხრიდან. საზოგადოება არჩევანით აგრძნობინებს პოლიტიკოსს, რომ მას, ვინც არ იმუშავებს, მხარს არ დაუჭერს. დარწმუნებული ვარ, ამ არჩევნებში ნაციონალები ბევრ ხმას აიღებენ. ოთხი წლის შემდეგ რომ გაიმართება არჩევნები, “ნაცმოძრაობას” საზოგადოების დიდი ნაწილი მისცემს ხმას _ აი ეს არის კატასტროფა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/giaxuxashsvili.jpg

პოლიტიკოსებს ჰგონიათ, რომ საზოგადოებას ამნეზია დაემართება და დაავიწყდება

ცრუ დაპირებები

გია ხუხაშვილი:

_ ბატონო გია, 2007 წელს სააკაშვილის დაპირებები ასეთი იყო: “ჩემს შემდეგ პრეზიდენტს დავუტოვებ გაერთიანებულ საქართველოს”. “ჩვენ დავბრუნდებით სოხუმში, მე ამის გარანტიას გაძლევთ”, მაგრამ ამ დაპირებების შემდგომ საქართველომ იწვნია 2008 აგვისტოს ომივინ აგებს პასუხს პოლიტიკოსების შეუსრულებელ დაპირებებზე?

_ რა თქმა უნდა, ვინც ცრუ დაპირებას გასცემს, პასუხისმგებელიც ის უნდა იყოს საზოგადოების წინაშე. ადრე თუ გვიან საზოგადოებას შესაბამისი ვერდიქტი გამოაქვს, ეს უნდა ხდებოდეს არჩევნების გზით და არა რევოლუციურად. პოლიტიკოსებს არასწორი წარმოდგენა აქვთ ამომრჩეველზე და ჰგონიათ, რომ ხალხი ნებისმიერ ტყუილს დაიჯერებს; იმედოვნებენ, რომ საზოგადოებას ამნეზია დაემართება და დაავიწყდება ცრუ დაპირებები, მაგრამ ასე არ ხდება, სამწუხაროდ, ჭკუას ვერ სწავლობენ. პოლიტიკური პარტიები გრძელვადიან ამოცანებს არ ისახავენ მიზნად. მათთვის მთავარია, ერთჯერადი დაპირებებით მოვიდნენ და არ ფიქრობენ ხვალინდელ დღეზე, ამ დაპირებების შესრულებაზე. ეს არის ჩვენი პოლიტიკური ელიტის უბედურება, უახლესი ისტორიის განმავლობაში პოლიტიკოსები ცინიკურად უდგებოდნენ ამომრჩეველს. სააკაშვილი ყველაზე დახვეწილი იყო ტყუილებში, თუმცა პოლიტიკური ელიტის დიდი ნაწილიც ამ დაავადებით არის შეპყრობილი. “ნაციონალური მოძრაობისკისერზე ბევრი დანაშაულია. მათი რიტორიკა ადამიანის უფლებებზე აბსტრაქციად იქცა, ადამიანის უფლებებისთვის ბრძოლის უკან ცოცხალ ადამიანს ვერასოდეს ხედავდნენ, ამის უამრავი ტრაგიკული მაგალითი გვაქვს.

2012 წელს საზოგადოებამ “ნაციონალურ მოძრაობას” სწორედ ამ შეუსრულებელი დაპირებებისა და სხვა ქმედებების გამო გამოუტანა ვერდიქტი. 2016 წელს, როდესაც ისინი ხელისუფლებაში არ არიან, რა თქმა უნდა, საზოგადოების ნდობა მათ მიმართ დაბალია. ნაციონალური მოძრაობაპატიმარია და მათი დანაშაული ყველამ კარგად ვიცით.

_ ამჟამინდელი ხელისუფლება ივანიშვილმა მოიყვანა ქვეყნის სათავეში, მაგრამ სწრაფად გაეცალა _ დატოვა პრემიერის პოსტი. შეიძლება ითქვას, რომ მან თავიდან აიცილა პასუხისმგებლობა?

_ დღევანდელი გადმოსახედიდან ვთვლი, რომ ივანიშვილის მიერ პრემიერის პოსტის დატოვება ძალიან დიდი შეცდომა იყო. ყველაფერი, რაც ამ ოთხი წლის განმავლობაში მოხდა, ივანიშვილს ბრალდება. შესაბამისად, პასუხისმგებლობა მაინც ვერ აიცილა, საზოგადოების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ პოლიტიკურ პროცესებს ივანიშვილი მართავს. ეს აზარალებს ქვეყანას. გაჩნდა სხვა ტიპის რისკებიც: საფრთხე შეექმნა ინსტიტუტების სტაბილურობას. არაფორმალური მმართველის არსებობა ქვეყანას ძალიან სერიოზულად ურტყამს და, საბოლოო ჯამში, ჩვენ ვერ ვყალიბდებით თანამედროვე ცივილიზებულ სახელმწიფოდ, სახელმწიფოს ერთერთი ფუნდამენტი კი ინსტიტუტების პატივისცემა და ურთიერთბალანსია.

მოამზადეს  ქრისტინე ტოგონიძემ

და ნანა ფოფხაძემ

1 COMMENT

  1. ავამოქმედებთ ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონას, რომელშიც აშენდება 450-მდე ქარხანა და დასაქმდება 20 000-მდე ადამიანი! საინტერესოა 44 კაციანი ქარხნები და რა უნდა გამოუშვას ამდენმა ქარხანამ (ეს პირობითად გადავიანგარიშე). 1989 წლის შემდეგ გვატყუებენ, დროს გვპარავენ, გვძარცვავენ ნელნელა, უწესობას უწევენ პროპაგანდას, თვალში ნაცარს გვაყრიან, ის რაც ყველაზე ძვირფასია, ვისი ხელებითაც საქართველო უნდა აშენდეს და გამთლიანდეს, საზღვარგარეთ მიდის, იქ ფუძნდება და იმ ქვეყანას აშენებს.
    1 200-ზე მეტი კარგად აღჭურვილი გადამზადებული სოფლის ექიმი იზრუნებს სოფლის მოსახლეობის ჯანმრთელობაზე”. სადღაა სოფელი, მეტ წილად ორი ოჯახი არის ადგილობრივი, ვის უნდა უმკურნალონ ამდენმა ექიმმა. 1500 სოფელი დაცლიალია.

  2. სიმართლეა ჰამლეტისა და გიას პასუხებში.მაგრამ ქართველების უბედურების სათავე მაინც ჩვენი–ქართველების უკულტურობა უგანათლებულობა და ინერტულობაა

  3. ოთხი წელი იგულავა პარლამენტარებმა,მაგრამ ვ ა ი რომ დრო ულმობელია და სწრაფად გარბის???? (ჭრიჭინასი არ იყოს) ,ახლა დადგა მომენტი,რომ პარლამენტმა იზრუნოს შემდეგ ოთხ უზრუნველ წელიწადზე,(ესაა მათი შემოსავლის წყარო).ამიტომ მათი მომავალი ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ ოსტატურად მოატყუებენ(შეპირდებიან)მოსახლეობას,ანუ ნიჭი და ტყუილის ოსტატობა მაქსიმალურად და თავდაჯერებულად უნდა გამოიყენონ,რომ შემდეგ ფეხი-ფეხ გადადებული ოთხი წელიწადი უზრუნველად არაფრის კეთებაში იცხოვრონ .აბა ხალხო თქვენ იცით,რა არჩევანს გააკეთებთ

  4. კომუნისტების დროს ყველა ეს პრობლემა ხომ იყო გადაჭრილი? ქართველი ერის განადგურების საშიშროება ხომ არ იდგა? ჰოდა საჭირო ყოფილა მათი დაბრუნება, რა არის ამაში უცნაური?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here