Home რუბრიკები პოლიტიკა ტრამპმა კლინტონს “ისლამური სახელმწიფოს” დამაარსებელი უწოდა

ტრამპმა კლინტონს “ისლამური სახელმწიფოს” დამაარსებელი უწოდა

599

ტელეარხმა ABC ტრანსლაცია შეწყვიტა

შეხედეთ ორლანდოს, სანბერნარდინოს, მსოფლიოს სავაჭრო ცენტრს; ნახეთ, რა ხდება მსოფლიოში და ჩვენ უფლება მივეცითისლამურ სახელმწიფოსეს პოზიცია დაეკავებინა. ეს გააკეთა ჰილარი კლინტონმა. მათ ის უნდა დააჯილდოვონ, როგორცისლამური სახელმწიფოსდამაარსებელი

ამერიკულმა ტელეარხმა ABC-მ შეწყვიტა აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატის დონალდ ტრამპის გამოსვლის ტრანსლაცია, როდესაც მან ლაპარაკი დაიწყო ექსტრემიზმის აყვავებაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის პოსტზე ჰილარი კლინტონის ყოფნისას.

რესპუბლიკელთა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტობისთვის ბრძოლაში თავისი მოწინააღმდეგის მოღვაწეობასა და ახლო აღმოსავლეთში ისლამისტების პოზიციების გამყარებას შორის კავშირზე მიუთითა და სწორედ ამ მომენტში შეწყდა ტრანსლაცია.

შეხედეთ ორლანდოს, სანბერნარდინოს, მსოფლიოს სავაჭრო ცენტრს; ნახეთ, რა ხდება მსოფლიოში და ჩვენ უფლება მივეცითისლამურ სახელმწიფოსეს პოზიცია დაეკავებინა. ეს გააკეთა ჰილარი კლინტონმა. მათ ის უნდა დააჯილდოვონ, როგორცისლამური სახელმწიფოსდამაარსებელი”, _ ამის თქმა მოასწრო ტრამპმა ტრანსლაციის შეწყვეტამდე.

ეს არ არის ტრამპის პირველი განცხადება ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” შექმნასთან ჰილარი კლინტონის კავშირზე.

უფრო ადრე ტელეკომპანია ABC-სთვის მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან განაცხადა, რომ კლინტონმა “თავისი სულელური პოლიტიკით შექმნა “ისლამური სახელმწიფო” და ამისთვის პასუხი უნდა აგოს”.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here