Home რუბრიკები პოლიტიკა ლევან იზორია: თავდაცვის სამინისტროში ბევრი პრობლემა დამხვდა

ლევან იზორია: თავდაცვის სამინისტროში ბევრი პრობლემა დამხვდა

572

არის გარკვეული პრობლემები ყველა ნაწილში, სადაც ურთიერთობა მქონდა სამხედროებთან, _ განუცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ჟურნალისტებს

“თხოვნა მაქვს ჟურნალისტებთან, კონკრეტული ფაქტების მიმართ დაიწყოთ ჟურნალისტური გამოძიება, დოკუმენტურად ეს ყველაფერი არსებობს და ყველა კითხვაზე მიიღებთ პასუხს. მე არ მინდა, დისკუსიაში შევიდე “ოდეერებზე” გაკეთებულ განცხადებებზე, იმიტომ, რომ მაქვს ბევრი საქმე, დამხვდა ბევრი პრობლემა და ამიტომ ამ დისკუსიაში შესვლა იქნება ცუდი ჯარისთვის. სამხედროებსა და ჯარისკაცებს სჭირდებათ ის, რომ იგრძნონ სახელმწიფოსგან მზრუნველობა. როგორ იგრძნობენ ისინი ამ მზრუნველობას? _ ეს გამოიხატება იმაში, რომ მათ ჰქონდეთ ფორმა და ნორმალური კვება, ასევე იყვნენ ფიზიკურად მზად იმისთვის, რომ გაამართლონ საზოგადოების მოლოდინი. სამწუხაროდ, არის გარკვეული პრობლემები ყველა ნაწილში, სადაც ურთიერთობა მქონდა სამხედროებთან. ამაზე საუბრისგან თავს შევიკავებ, რადგან მთავარი ამოცანაა, იგრძნოს ჯარისკაცმა ის, რომ მინისტრი ჰყავს გვერდით”, _ განაცხადა ლევან იზორიამ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here