Home რუბრიკები პოლიტიკა ბრიტანეთის სპეცსამსახურების ელექტრონული ჯაშუშობა

ბრიტანეთის სპეცსამსახურების ელექტრონული ჯაშუშობა

615

2013 წლის ივნისში აშშ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილმა კონტრაქტორმა ედვარდ სნოუდენმა აშშისა და მისი მოკავშირეების საიდუმლო ოპერაციები გაამჟღავნა. სპეცსამსახურების გლობალური საიდუმლო საქმიანობის მხილება გრძელდება.

ზუსტად ერთი წლის წინათ ინტერნეტქსელით გავრცელდა ერთი სრულიად საიდუმლო ბრიტანული დოკუმენტი, რომელიც დათარიღებული იყო 2011 წლის 11 მარტით და ეხებოდა კონკრეტული დაზვერვის ქვედანაყოფის საქმიანობას _ ე.წ. ერთობლივი საშიშროების გამოკვლევის სადაზვერვო ჯგუფს _ სამთავრობო კავშირის ცენტრის ელექტრონული ჯაშუშობის ბრიტანეთის სამსახურს.

ამ ცენტრის (GCHQ) სპეციალური ქვედანაყოფის (JTRIG) არსებობის შესახებ ცნობა პირველად 2014 წლის თებერვალში გავრცელდა, რა თქმა უნდა, სნოუდენის წყალობით. ახლახან კი დაზუსტდა ამ დანაყოფის მიერ განხორციელებული სპეციალური ოპერაციების ზოგიერთი დეტალი, რომლებიც 2009-2013 წლებში ტარდებოდა და მიმართული იყო ირანისა და სირიის წინააღმდეგ.

დოკუმენტურად დადასტურდა ის, რისი საფუძვლიანი ეჭვიც უწინ ჰქონდათ: ბრიტანეთის ელექტრონული ჯაშუშობის დაზვერვის სამსახური აქტიურად მუშაობდა ირანში პრეზიდენტ მაჰმუდ აჰმადინეჯადის წინააღმდეგ საპროტესტო აქტიურობის პროვოცირებისთვის და _ არაბულ სამყაროში ე.წ. არაბული გაზაფხულის დროს. კერძოდ, გაირკვა, რომ ინტერნეტრესურსის (Luri.me) უკან იდგა ბრიტანეთის სპეცსამსახური GCHQ, რომელსაც ბრიტანეთის დაზვერვა აფინანსებდა და იყენებდა ინტერნეტით ძირგამომთხრელი ცნობების გასავრცელებლად, მათ შორის, ირანში ე. წ. მწვანე მოძრაობის ტალღის ასაგორებლად 2009 წელს ირანის პრეზიდენტის არჩევნების პერიოდში. მცირე შესვენების შემდეგ იგივე ვებგვერდი ბრიტანეთის დაზვერვამ აამოქმედა ჩრდილოეთ აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში “არაბული გაზაფხულის” დროს.

გამოჟონილი ცნობების თანახმად, ეს ვებგვერდი შემუშავებული იყო ერთი სპეციალისტის მიერ, რომელიც ზემოთ დასახელებულ ბრიტანულ სპეცდანაყოფში თანამშრომლობდა და მინიჭებული ჰქონდა კოდური სახელწოდება Deadpool.

განსაიდუმლოებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ ინტერნეტრესურსი უნდა გამოეყენებინათ ირანში პროტესტების შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად და საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა გასაკონტროლებლად. 2011 წლიდან კი აქცენტმა სირიაზე გადაინაცვლა. ამ ვებგვერდს ანტისამთავრობო აქტივისტები იყენებდნენ ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლის ასაცილებლად და ინსტრუქციების გასავრცელებლად ხელისუფლების მიერ დაბლოკილ სერვერებში შესაღწევად.

ბრიტანული GCHQ წარმატებით გამოიყენებდა ამ სერვერს მთავრობის მოწინააღმდეგეთა სათვალთვალოდ.

ამრიგად, ირანში “მწვანე მოძრაობისა” და ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში “არაბული გაზაფხულის” ინტერნეტაქტიურობის ორგანიზატორების საქმიანობა მთლიანად ბრიტანეთის დაზვერვის კონტროლით მიმდინარეობდა.

გამჟღავნდა, რომ ბრიტანული დაზვერვის სპეციალური დანაყოფი სხვა ცივილიზაციების წინააღმდეგ დასავლეთის გლობალური ომის ყველაზე უფრო მოწინავე ფრონტზე მუშაობდა. ეს სამსახური 2011 წელს 120 თანამშრომელს აერთიანებდა, რომლებიც სამ ოპერატიულ ჯგუფად იყვნენ დაყოფილნი. ერთი ჯგუფის მიზანი იყო “დანარჩენი მსოფლიო”; მეორის _ “CT ჯგუფის” _ ბრძოლა ტერორიზმთან; მესამეს, რომლის სახელწოდებაა “SMO ჯგუფი”, დიდი ბრიტანეთის მიერ წარმოებული სამხედრო ოპერაციების მხარდაჭერა ევალებოდა.

გუნდი, რომელიც კონცენტრირებული იყო ირანზე, მუშაობდა ამ ქვეყნის ხელმძღვანელობისა და მისი ბირთვული პროგრამის დისკრედიტაციაზე. აფრიკაში კი “დანარჩენი მსოფლიოს” გუნდს უნდა ეზრუნა ზიმბაბვეს რეჟიმის შესაცვლელად ამ ქვეყნის ხელმძღვანელობისა და მის მიერ განხორციელებული პოლიტიკის დისკრედიტაციის გზით.

აქტიური ოპერაციები, რომლებიც მიმართული იყო სუვერენული სახელმწიფოების წინააღმდეგ, განსაიდუმლოებულ დოკუმენტებში ხასიათდებოდა, როგორც “დისკრედიტაცია”, “უნდობლობისთვის ხელშეწყობა”, “გადარწმუნება”, “მოტყუება”, “განადგურება”, “შეკავება”, “უარყოფა”, “გაშავება”, “დეგრადაცია” და “დაბრკოლება”. ყველა შეტევითი ოპერაცია ხორციელდებოდა კიბერტექნოლოგიების გამოყენებით, “იუთუბის” ვიდეოკონტენტით დატვირთვით, სოციალურ ქსელებში ჯგუფებისა და ფორუმების კონტროლით, ინტერნეტფსევდონიმებისა და გამოგონილი პიროვნებების შექმნით, რომლებიც თავიანთი კომენტარებით მხარს დაუჭერდნენ “იუთუბისა” და “ფეისბუქის” პუბლიკაციებს, ასევე, _ ფორუმებითა და ბლოგებით.

გაირკვა, რომ ბრიტანეთის სპეცსამსახურის _ GCHQ-ს JTRIG-ის დანაყოფი დასპეციალებული იყო კიბერსივრცეში “აქტიური ღონისძიებების” განსახორციელებლად “ფსიქოლოგიური ოპერაციების” გზით, რომლებიც სახელს უტეხდა დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის მოწინააღმდეგეებს კარგად დამუშავებული დეზინფორმაციული ოპერაციების გზითა და საშუალებით.

თავის მუშაობაში JTRIG ითვალისწინებდა სოციალური ფსიქოლოგიის მიღწევებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ფსიქოლოგიური ურთიერთობა, ნდობა და უნდობლობა, ფსიქოლოგიური პროფილირება, მაგიერი პირების დამუშავება, სოციალურ ურთიერთობებზე კულტურების გავლენა, შეგნების ფსიქოლოგია, ცნობების მასობრივი გაცვლა, მარკეტინგი და ბრენდინგი ვიდეოსა დაიუთუბიზე”, “ანკესზეეფექტიანი წამოგება კონტაქტის მიზნით, ინტერნეტში დანაშაულებრივი ქცევის თავისებურებანი, კერძოდ, ბავშვების ექსპლუატაცია და თაღლითობა, ახალგაზრდების ქცევა სოცქსელებში და ინტერნეტ ბიზნესოპერაციები.

1 COMMENT

  1. საქართველოს წინააღმდეგ უფრო დახვეწილ მეთოდებსაც იყენებენ. ჩვენი ინტერნეტი სრულიად კონტროლდება საელჩოებისა და მათი სამსახურების მიერ. ჩვენმა უსუსურებმა ორმაგი კონტროლის მექანიზმი შექმნეს რომ ჩვენმა სამსახურებმა ვერ იკითხონ, უცხოელები გულაობენ როგორც სურთ.

  2. ამ ამბებს უნდა უფრთხილდეთ რადგან, ინტერნეტი თქვენი კონტროლის მიზნით შეიქმნა, ჩემო თინა . და ეს ლუბრიყვო ქალია ვისაც საქართველოს ბედს ვაბარებთ? უცხო საელჩოები სეირნობენ ჩვენს ინფორმაციებში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here