Home რუბრიკები პოლიტიკა თინა ხიდაშელმა თინა ხიდაშელს თინა ხიდაშელი გადასცა

თინა ხიდაშელმა თინა ხიდაშელს თინა ხიდაშელი გადასცა

587

სრულიად საქართველო გააოგნა თავდაცვის ყოფილი მინისტრის განცხადებამ _ “ქართულ ოცნებასთავდაცვის მინისტრის კანდიდატურის სწორად შერჩევა არ შეუძლიაო! ეს განცხადება თინა ხიდაშელმა ახალი თავდაცვის მინისტრის _ ლევან იზორიას წარდგენის შემდეგ გააკეთა და, რა თქმა უნდა, თავისთავად იგულისხმა, რომოცნებამმხოლოდ მაშინ იცოდა თავდაცვის მინისტრის კანდიდატურის სწორად შერჩევა, როდესაც თავდაცვის მინისტრად თინა ხიდაშელი შეარჩიეს.

ფაქტია, რომ ყოველთვის სწორად არჩევს ყველგან ყველაფრის კანდიდატურას ის, ვინც ირჩევს თინა ხიდაშელს. სხვამ არავინ არაფრის კანდიდატურის სწორად შერჩევა არ იცის.

აბა, წარმოგიდგენიათ რომელიმე სფერო თინა ხიდაშელის გარეშე.

თინა ხიდაშელია ყველგან, ყოველთვის, ყველაფრის საუკეთესო კანდიდატურა.

ჩვენ ოფიციალური შეკითხვით მივმართეთ სტატისტიკის დეპარტამენტს და, ჩვენდა სამწუხაროდ, გაირკვა, რომ საქართველოში ერთადერთი თინა ხიდაშელია და არა, დავუშვათ, ასი. არა, მართალია, არც ასი გვეყოფოდა და, ალბათ, არც ათასობით თინა ხიდაშელი ეყოფოდა ჩვენს ქვეყანას, მაგრამ ორი მაინც ყოფილიყო, რა იქნებოდა?!

არა! ის ერთადერთია და, ალბათ, ასე ინება განგებამ, რათა უფრო მეტად დავაფასოთ, მოვუფრთხილდეთ და ხელის გულზე ვატაროთ!

შეუძლებელია, არ ვახსენოთ საქართველოს პარლამენტის უკვე, ფაქტობრივად, ყოფილი თავმჯდომარე, ბატონი დავით უსუფაშვილი. კაცი, რომელსაც შეიძლება გაბედულად მივანიჭოთ “საუკეთესო შემრჩევის” წოდება _ მან ხომ ცოლად თვით თინა ხიდაშელი შეარჩია!

განა არ იყო ეს ბრძნული არჩევანი?! აბა, წარმოიდგინეთ ვინმე სხვა მის გვერდით, გარდა თინა ხიდაშელისა! წარმოიდგენთ? მე _ ვერა!

სწორედ დავით უსუფაშვილსა და თინა ხიდაშელზეა ნათქვამი “ფერი ფერსო” (უკაცრავად, აქ ღმერთს ვერ ვახსენებ, რადგან ღმერთი მიწყენს).

დიახ, ასეა! განა მხოლოდ “ახალგაზრდა იურისტად”, დიად რესპუბლიკელად, უნარიან პარლამენტარად ან გენიოს თავდაცვის მინისტრად, თინა ხიდაშელი საუკეთესო კანდიდატურაა ყველგან, ყოველთვის და ყველაფერში, მით უფრო იქ, სადაც ამერიკის ხსენება და გავლენა მეფობს. ამერიკის კინოაკადემიის უმთავრესი ჯილდოს მფლობელის როლშიც კი ყველაზე ღირსეულ კანდიდატად სწორედ თინა ხიდაშელი მიგვაჩნია.

ვისზე ნაკლები მსახიობია ვითომ? _ პატრიოტიზმის თამაში იოლი გგონიათ იმ ადამიანისთვის, რომელსაც სინამდვილეში მთელი სიგრძესიგანით სულ ერთ ადგილზე ახატია სამშობლო? ეს ქალი კი, აგერ უკვე თითქმის 20 წელიწადია, წარმატებით ახერხებს პატრიოტის როლის მორგებას!

ამიტომ წარმოუდგენელი არ არის, თინა ხიდაშელი მალე მართლაც მოხვდეს “ოსკარის” დაჯილდოების ცერემონიაზე.

ოღონდ ამ შემთხვევაში მთავარ პრიზს, ანუ “ოსკარს” აუცილებლად უნდა გადაერქვას სახელი და დაერქვას “თინა ხიდაშელი”.

გარდა ამისა, ნომინაციასაც უნდა ეწოდოსსაუკეთესო თინა ხიდაშელი”, ხოლო მასში გამარჯვებულ თინა ხიდაშელსოქროს თინა ხიდაშელიაუცილებლად თინა ხიდაშელმა უნდა გადასცეს და დარბაზიდანაც თინა ხიდაშელმა უნდა დაუკრას ტაში!

ასეა, ბატონო, აბა! ვინმე სადმე შეარჩევს თინა ხიდაშელზე უკეთეს წამყვანს, თინა ხიდაშელზე უკეთეს შემსრულებელს, თინა ხიდაშელზე უკეთეს პრიზს, თინა ხიდაშელზე უკეთეს მაყურებელს?

ან განა არის სადმე თინა ხიდაშელზე უკეთესი თინა ხიდაშელი?

მასე აბარავა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here