Home რუბრიკები საზოგადოება ცესკომ ქორწინების დეფინიციის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე პრეზიდენტს მიმართა

ცესკომ ქორწინების დეფინიციის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე პრეზიდენტს მიმართა

450

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ქორწინების ზუსტად განსასაზღვრად რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნა, საკუთარ დასკვნასთან ერთად, პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს გაუგზავნა.

პრეზიდენტს 30-დღიანი ვადა აქვს, მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება რეფერენდუმის დანიშვნის ან მოტივირებული უარის თქმის შესახებ. პრეზიდენტის მიერ დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, მის ბრძანებულებას პრემიერმინისტრის კონტრასიგნაცია სჭირდება. რეფერენდუმის ჩატარება კონსტიტუციაში ქორწინების შესახებ ჩანაწერის განსაზღვრის მიზნით სურს ალექსანდრე ბრეგაძის, სოსო მანჯავიძისა და ზვიად ტომარაძის შემადგენლობით შექმნილ საინიციატივო ჯგუფს.

რეფერენდუმი შემდეგ კითხვაზე პასუხის გასაცემად უნდა ჩატარდეს: „თანახმა ხართ თუ არა, რომ სამოქალაქო ქორწინება განისაზღვროს, როგორც ოჯახის შექმნის მიზნით კავშირი მამაკაცსა და ქალს შორის?“.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here