Home რუბრიკები საზოგადოება ელიზბარ ჯაველიძე: სანამ არ მოვიშლით, რომ აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო ევროკავშირი...

ელიზბარ ჯაველიძე: სანამ არ მოვიშლით, რომ აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო ევროკავშირი ისტორიული არჩევანი, არაფერი გვეშველება!!

628

არჩევნებამდე ორი თვით ადრე ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა და იმ სამომავლო პოლიტიკური კონფიგურაციის ერთგვარი პრეზენტაცია მოახდინა, რომელსაც 8 ოქტომბრის შემდეგ, დიდი ალბათობით, ვიხილავთ. 

ამ კვლევის თანახმად, ხვალ რომ არჩევები ტარდებოდეს, მოსახლეობის 17 პროცენტიქართულ ოცნებასმისცემდა ხმას, 13 პროცენტი _ “ნაციონალურ მოძრაობას”, 4 პროცენტი _ პაატა ბურჭულაძის პარტიას და ასევე 4 პროცენტი _ “პატრიოტთა ალიანსს”. გამოკითხულთა 57 პროცენტს არ აქვს საბოლოოდ ჩამოყალიბებული პოციზია, რომელ პოლიტიკურ სუბიექტს დაუჭერდა მხარს, ხოლო შეკითხვაზე: “რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს”, პასუხები შემდეგნაირად გადანაწილდა: 19 პროცენტი _ “ქართული ოცნება”, 15 პროცენტი _ “ნაციონალური მოძრაობა”, 5 პროცენტი _ “სახელმწიფო ხალხისთვის”, 5 პროცენტი _ “პატრიოტთა ალიანსი”, და 4 პროცენტი _ “თავისუფალი დემოკრატები”. რეალურია ზემოაღნიშნული ციფრები, აქვს თუ არანაცმოძრაობასმოსახლეობის 13 პროცენტის მხარდაჭერა და რას უნდა ველოდოთ მომავალი არჩევნებისგან _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება პუბლიცისტი და მეცნიერი, აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე.

_ ბატონო ელიზბარ, როგორ ფიქრობთ, სანდოა ენდიაის მიერ წინა კვირას გამოქვეყნებული კვლევის შედეგები?

_ ენ-დი-აი რაც არის, ყველამ ვიცით _ ეს არის დასავლური ფსევდოლიბერალური სექტა, რომლიც, რასაც დაუკვეთავენ, უსიტყვოდ ასრულებს.

რაც შეეხება წინა კვირას გამოქვეყნებულ ციფრებს, ამით ამერიკა ცდილობს, ხალხს დაანახვოს, რომნაციონალური მოძრაობაარის მეორე ძალა, რომ მას აქვს ყველაზე მეტი მხარდაჭერა ოპოზიციურ სპექტრში და ამიტომ პატივი უნდა ვცეთ. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ისინი, ამერიკელები, თავიანთ პოლიტიკურ ჰეგემონიას საქართველოში თვითონვე უთხრიან სამარეს, ანუ მათ ან ყურადღების მიღმა რჩებათ, ან არ სურთ, გაიგონ, რომნაციონალური მოძრაობა”, როგორც პარტია, დიდი ხანია, მკვდარია, დიდი ხანია, გასტუმრებულია პოლიტიკურ სანაგვეზე და, რაც უფრო შეეცდებიან მის გაცოცხლებას, მით უფრო გაამძაფრებენ მისდამი საზოგადოების სიძულვილს.

_ თქვენი აზრით, ის 13 პროცენტი გაბერილი მონაცემია და სინამდვილეში ნაცებს ამდენი ადამიანის მხარდაჭერა არ აქვთ?

_ სოციოლოგიურ კვლევას აქვს უამრავი ნიუანსი, რომელიც გარკვეული მანიპულაციების საშუალებას იძლევა. მაგალითად, გამოკითხვა სრულიად შეგნებულად შეიძლება ისე ჩაატარო, რომ იგი გაყალბებული არ იყოს და მიიღო არარეალური ციფრები. “ენ-დი-აი” ზუსტად ამას აკეთებს, ისინი გამოკითხვას ისეთ სეგმენტში ატარებენ, შედეგები წინასწარვე იციან. იქ ასევე არის სხვა ეშმაკობაც და საბოლოო ჯამში ვიღებთ ასეთ სურათს _ რამე კონკრეტულ არგუმენტებზე დაყრდნობით ვერავინ იტყვის, რომ გამოკითხვა გაყალბებულია, მაგრამ აქვეყნებენ მათთვის სასურველ ციფრებს, რომლებსაც რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.

_ ამ ორგანიზაციის მიმართ საზოგადოება სკეპტიკურადაა განწყობილი და ყველამ იცის, რომ მისი ნებისმიერი კვლევა რეალობისგან შორსაა. როგორ ფიქრობთ, რა აზრი აქვს ასეთი მარგინალური ორგანიზაციის მიერ ციფრების გამოქვეყნებას, როცა ის საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ვერ ახდენს?

_ ქალბატონი, რომელიც ამ კვლევებს ატარებს, გამოკვეთილი ნაცია. ასე რომ, საზოგადოების რეალური აზრი მისთვის ჩვენზე უკეთაა ცნობილი. მათ იციან, რომ ვერანაირი ციფრებითა და რეიტინგებით სააკაშვილის ხროვას ვერ გააცოცხლებენ, მაგრამ მთავარი ეს არ არის. ამ და სხვა მსგავსი კვლევების უპირველესი ამოცანაა ამერიკელებისთვის ხელსაყრელი პოლიტიკური კონფიგურაციისთვის გარკვეული წინაპირობების შექმნა და ეს არის ერთგვარი პოლიტიკური პრელუდია იმისთვის, რაც განზრახული აქვთ მომავალი არჩევნებისთვის. მარტივად რომ ვთქვათ, ეს კვლევა არის ამერიკის სურვილების გაცხადება, მისი დირექტივა და მითითება, რომელსაც ხელისუფლებამ არ უნდა გადაუხვიოს.

რაც შეეხება “ოცნებას”, მისი რეიტინგი რომ მკვეთრად დაეცა, ფაქტია და ამას განსაკუთრებით შეუწყო ხელი კვირიკაშვილის მიერ წარდგენილმა ახალმა “ნეოლიბერასტმა” კანდიდატებმა. შეიძლება ითქვას, ეს იყო ბოლო წვეთი, რომელმაც ხალხში ჩაკლა ყოველგვარი იმედი და მოლოდინი, რომ ეს არჩევნები მაინც გაწმენდდა პოლიტიკურ ასპარეზს გარედან მართული ანტიეროვნული ძალებისგან.

_ როგორ ფიქრობთ, რის საფუძველზე გაუჩნდა საზოგადოებას ეს მოლოდინი?

_ როცა ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა გარკვეული კრიტიკული მინიშნებები რესპუბლიკელების მისამართით, როცა გამწვავდა ურთიერთობა მასა და მარგველაშვილს შორის, როცა კოალიცია ერთიმეორის მიყოლებით დატოვეს ფსევდოლიბერალურმა სუბიექტებმა და შემდეგ ხელაღებით დაიწყეს მათი პოლიტიკური მამა-მარჩენლის _ ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა, ბევრმა ჩათვალა, რომ მათ ადგილს ამ გაერთიანებაში ნორმალურად მოაზროვნე ხალხი დაიკავებდა. ამის ნაცვლად მოხდა რა _ 15 ახალი სახე წარადგინა პრემიერმა კვირიკაშვილმა და თხუთმეტივე პირწავარდნილილიბერასტი”. რეალურად რა მივიღეთ: ერთი გაგდებული რესპუბლიკელის ნაცვლად პარტიაში 15 ხიდაშელი და უსუფაშვილი შევიდა.

_ ამერიკამ და ევროპამ ბოლო პერიოდში დემოკრატიის სახელით ბევრი მიუღებელი რამ მოგვახვია თავს, მათ შორის ყბადაღებული კოაბიტაცია და .. როგორ ფიქრობთ, საზოგადოება უფრო პრინციპული ხომ არ უნდა ყოფილიყო?

_ ცხადია. არაერთხელ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ, რომ სააკაშვილის გადამრჩენელ ამერიკას აშინებს და აფრთხობს მხოლოდ ხალხის სიმრავლე. ამიტომ ცდილობენ ისინი საზოგადოების დაქუცმაცებას და ისეთ მდგომარეობამდე მიყვანას, რომ ერთ ადამიანს, მოქალაქეს მეორის გასაჭირი ღობის ჩხირად მიაჩნდეს. დარწმუნებული ვარ, რომ, თუ საზოგადოება ხმას არ ამოიღებს, თუ ხალხი არ გამოვა ქუჩაში და არ დაირაზმება, ესენი ქვეყანას თავზე დაგვამხობენ.

რაც შეხება არჩევნებს, თუკი ამერიკელების სურვილი ასრულდება და 8 ოქტომბერს ის ციფრები დაიწერება, რომლებსაც ენდიაი კვლევებით წინდაწინვე გვაჩვევენ, მივიღებთ პარლამენტს, რომელიც, ლოგიკურად დაასრულებს უსუფაშვილის პარლამენტის მიერ დაწყებულ ყველა ანტიქართულ, ანტიეროვნულ საქმეს. მათი ამოცანაა, წერტილი დაესვას ქართულ მენტალიტეტს, ქართულ აზროვნებას, ოჯახსა და მართლმადიდებლობას, ამიტომ ყველაფერს იკადრებენ და, რა მითითებაც უნდა მიიღონ იქიდან, “თეთრ სახლსვგულისხმობ, უსიტყვოდ შეასრულებენ

_ დღეს საზოგადოებაში პოლიტიკური ნიჰილიზმი სუფევს, მოსახლეობის დიდ ნაწილს ვერ გადაუწყვეტია, რომელ ძალას მიემხროს და, საერთოდ, აქვს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას აზრი. როგორ ფიქრობთ, ეს ნიჰილიზმი როგორ აისახება საბოლოო შედეგებზე?

_ სიმართლე გითხრათ, მეც ნიჰილისტურად განწყობილ ნაწილს მივეკუთვნები, მაგრამ ერთი რამ ყველასთვის ცხადი უნდა იყოს: არავითარ შემთხვევაში ბრმად არ უნდა დავუჭიროთ მხარი არც ერთ პარტიას და განსაკუთრებით მათ, ვინც ამერიკელებს კუდით ჰყავთ დაჭერილი. საქართველომ თავი უნდა დააღწიოს ამერიკის მონობას, ეს არის და ეს. სხვანაირად ჩვენ ვერ გამოვალთ ამ ჩიხიდან. ახლა ვიცი, ამის გამო ვიღაცები აკაკანდებიან და პუტინის აგენტობას დამაბრალებენ, მაგრამ ნეტავ პუტინისნაირი პრეზიდენტი გვყავდეს ქართველებს. მას თავისი სამშობლო უყვარს და ყველაფერი გააკეთა მის გადასარჩენად, ყველანაირ ზეწოლას გაუძლო. ჩვენ ვინ გვყავს? _ ოც წელზე მეტია, თაღლითები თავზე გვასხედან და გვატყუებენ. მერე ერთმანეთს ენაცვლებიან ამ მატყუარობაში. ქვეყანა საძოვარი ჰგონიათ…

_ რაც შეხებაქართული ოცნების” 15 ახალ კანდიდატს, რომლებიც კვირიკაშვილმა საგურამოში წარადგინა, თქვით, რომ მათ კიდევ უფრო ძირს დასცეს მმართველი გუნდის რეიტინგი, კონკრეტულად რა არის ამ კანდიდატებში მიუღებელი საზოგადოებისთვის?

_ ისინი არიან ადამიანები, რომლებსაც ბიოგრაფია არ აქვთ, საკუთარი თვალსაზრისი არ გააჩნიათ. ბიოგრაფია აქვს კაცს, რომელმაც შექმნა რაღაც ღირებული ხალხისთვის, ქვეყნისთვის, რომელმაც რაღაც სარგებელი მოუტანა ერს და საზოგადოებას… ესენი, არ ვიცი, სად გამოიჩეკნენ, სად გაიზარდნენ და ჩამოყალიბდნენ, მაგრამ ყველას ერთი სახე აქვს, ზოგჯერ მიჭირს მათი გარჩევაც. დააკვირდით თუნდაც მათ ლაპარაკს, ყველა ერთი ტერმინოლოგიითა და ლექსიკით ლაპარაკობს. გეგონება, დაზეპირებულს იმეორებენ. ეს, ალბათ, არცაა გასაკვირი, მათ, ყველას, გავლილი აქვთ ერთი მომზადება და ყველას ერთი პროგრამა უდევს თავში. ესენი არიან .. ნეოლიბერალური იდეოლოგიის ზომბები, რომლებიც მეტასტაზებივით ედებიან ქვეყანას და წამლავენ ყველაფერს, რასაც ეხებიან

_ როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ პოლიტიკური სპექტრი მონოპოლიზებული არ ჰქონდეთ მსგავს ძალებს და ხელისუფლების სათავისკენ მიმავალი გზა პირდაპირ სოროსის გრანტით ნასაზრდოებ .. არასამთავრობო ორგანიზაციებზე არ გადიოდეს?

_ სანამ ამერიკას მონურ მორჩილებაში ვეყოლებით და არ მოვიშლით იმ უაზრო, ყალბ და არაფრისმომცემ რიტორიკას, რომ თურმე ეს ქვეყანა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია, ხოლო ევროკავშირი _ ისტორიული არჩევანი, არაფერი გვეშველება. რაც უნდა გავაკეთოთ, რა დემოკრატიული არჩევნებიც უნდა ჩავატაროთ, შედეგი მაინც ერთი იქნება _ სათავეში მოვლენ დასავლეთში “განათლებამიღებული”, დატრენინგებული “ნეოლიბერასტი” ზომბები, რომლებსაც არც სამშობლო აქვთ და არც ეროვნება…

_ არიან დღეს რეალურად საქართველოში ძირეული პოლიტიკური ცვლილებების განმახორციელებელი ძალები?

_ არის რამდენიმე სუბიექტი, რომელსაც მეტ-ნაკლებად ვენდობი და, რაც მთავარია, არიან ინდივიდები. მათგან ზოგიერთი დღეს საქართველოში არ არის, მაგრამ ვფიქრობ, რომ, თუ ეს ძალები გაერთიანდებიან, სერიოზული პოლიტიკური ბირთვი გამოვა. ყოველ შემთხვევაში, “ნეოლიბერალ” ზომბებს მონოპოლია არ ექნებათ და რაღაც ალტერნატივა გაჩნდება. სხვა თუ არაფერი, არჩევნებზე წასვლას მაინც ექნება აზრი და ყველაფერი წინასწარ არ იქნება გადაწყვეტილი, როგორც დღესაა.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here