Home რუბრიკები პოლიტიკა მკვლელი, ქართველი პინოჩეტი, გლდანტანამო

მკვლელი, ქართველი პინოჩეტი, გლდანტანამო

559

“ვიცით, რაც ხდებოდა სააკაშვილის პერიოდში, რამდენი ადამიანი მოკლა!” _ პოლონელმა ანარქისტებმა ვარშავაში სააკაშვილის ვიზიტი გააპროტესტეს

საინფორმაციო სააგენტო ტიმერ.გე ოდესის ოლქის გუბერნატორ მიხეილ სააკაშვილის ვარშავაში ვიზიტზე წერს, რომ სააკაშვილსა და ვარშავის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტებს შორის ინციდენტი მოხდა: “ოდესის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე დღის წინათ ვარშავის უნივერსიტეტში შეხვედრა გამართა. მან თავის გამოსვლაში პოლონელი და ქართველი ხალხის ახლო ურთიერთობებზე ისაუბრა და ავიაკატასტროფაში დაღუპული პოლონეთის პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის განსაკუთრებული დამოკიდებულება გაიხსენა ქართველი ხალხისადმი. შეხვედრის დასაწყისში ვარშაველმა ანარქისტებმა მიხეილ სააკაშვილს შეახსენეს მისი მმართველობის პერიოდში საქართველოში ჩატარებული რეფორმები და კრიმინალური წარსული. უნივერსიტეტის ფოიეში ნაჩვენები იყო დოკუმენტური ფილმი “სააკაშვილის 9-წლიანი სისხლიანი მმართველობა”. სააკაშვილს ანარქისტთა ჯგუფმა რამდენჯერმე შეაწყვეტინა სიტყვით გამოსვლა, ისინი სააკაშვილს ქართულად ეძახდნენ “მკვლელს”, “ქართველ პინოჩეტს” და სკანდირებდნენ “გლდანტანამოს”.

“სააკაშვილი ევროპაში დღემდე გმირი ჰგონიათ, იმიტომ, რომ მასზე იმ ინფორმაციის მეტი, რომელიც მისი მმართველობის პერიოდში ვრცელდებოდა, არ შემოდის ევროპისათვის გასაგებ ენაზე. ჩვენ კარგად ვიცით, რაც ხდებოდა სააკაშვილის დროს; ვიცით, რამდენი ადამიანი მოკლა; რა ტიპის რეფორმები გაატარა. სამწუხაროდ, მისი ვიზიტის შესახებ ძალიან გვიან შევიტყვეთ, რამაც საშუალება არ მოგვცა, უფრო მასშტაბური ყოფილიყო ჩვენი პროტესტი”, _ განაცხადა აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here