Home რუბრიკები პოლიტიკა სახე-ახეული ქართული პოლიტიკა, ანუ უსახ-ური პარტიები და სახ-ტად დარჩენილი ამომრჩეველი

სახე-ახეული ქართული პოლიტიკა, ანუ უსახ-ური პარტიები და სახ-ტად დარჩენილი ამომრჩეველი

720

“ლესვაში დაიფარება” _ ეს ჯადოსნური სიტყვები ვისწავლე ბოლო პერიოდში, მას შემდეგ, რაც ჩემი პატარა კერძო სახლის მშენებლობა გადავწყვიტე და თვალყურს ვადევნებდი მისი შენების პროცესს. მშენებელს, კალატოზს, შემდუღებელსა თუ სხვა ხელოსანს, როდესაც მის მიერ დაშვებულ შეცდომაზე მივუთითებდი, იქნებოდა ეს ცოტა დახრილად დადებული ბლოკი, უადგილოდ გამოშვერილი “არმატურა” თუ კიდევ სხვა რამ, პასუხი მუდამ ერთი, მაგიური და ჯადოსნური იყო _ “არა უშავს, ლესვაში დაიფარება!”

რა კავშირშია ეს ყოველივე ქართულ პოლიტიკასთან? _ პირდაპირ კავშირში!

დავაკონკრეტოთ _ ეს დახრილად დადებული ბლოკი, უადგილოდ გამოშვერილი “არმატურა” და სხვა დეფექტი ძალიან მაგონებს სხვადასხვა პარტიის მიერ წინასაარჩევნოდ წარმოდგენილ ახალ სახეებს, რომელთა დეფექტურობას ქართველი ამომრჩეველი იმთავითვე ხვდება და გამოთქვამს კიდეც შესაბამის თვალსაზრისს სოციალურ ქსელებში, ხოლო პარტიული ბოსებისგან ხალხისთვის გაცემული სრულიად გაუგებარი და არაადეკვატური პასუხები ზუსტად ისეთივე შინაარსისაა, როგორც ცუდი ხელოსნის ნათქვამი _ ლესვაში დაიფარება”.

მთავარი ყურადღება, რა თქმა უნდა, იმ პარტიების ახალ სახეებზე არის გადატანილი, რომლებიც საკუთარ თავს ძირითად პარტიებს უწოდებენ, და კიდევ მათზე, ვინც ცდილობს, ძირითადი პარტიის ესოდენ საპატიო ტიტული მოიპოვოს ამომრჩევლისა და, საზოგადოდ, ხალხის თვალში.

ძირითად პარტიებად, რა თქმა უნდა, “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” განიხილება, ძირითადობის პრეტენდენტებად კი _ პაატა ბურჭულაძის “სახელმწიფო ხალხისათვის”, ირაკლი ალასანიას “თავისუფალი დემოკრატები” და ღმერთმა უწყის ვისი რესპუბლიკელები.

მთელ ამ ქართულ პოლიტიკურ ბალაგანს ემატება თავის დროზე “მოქალაქეთა კავშირიდან” გამოყოფილი “ნაციონალური მოძრაობის” დაშლის შედაგად წარმოქმნილი “გირჩი” და ე. წ. ვაშაძეები.

ამ პარტიებს შორის რა პრინციპული განსხვავებაა, ამაზე, ალბათ, ყველაზე მონდომებული პოლიტიკური ექსპერტიც კი ვერ გაგცემთ პასუხს. ძირითადად, მათი როგორც საშინაო, ასევე საგარეო თვალსაზრისი ზუსტად ერთნაირი და იდენტურია.

ერთი ეგაა: როდესაც მათი წარმომადგენლები ერთმანეთს ედებატებიან, მხოლოდ იმაზე დავობენ _ შენ იტყუები, შენ არ შეგიძლია და ვერ გააკეთებ იმას, რასაც ჰპირდები ხალხს და აი, მე კი შემიძლია და გავაკეთებო! რაც შეეხება თვითონ დაპირებებს, მათ შორის იოტიოსოდენა განსხვავებაც არ არის და მთელი ეს პოლიტიკური პარტიების ჯოგი ზუსტად ერთსა და იმავეს ჰპირდება ამომრჩეველს: შინ _ პენსიების გაზრდას და გარეთ _ ნატოში შესვლას!

სულ ეს არის. 30 წელიწადია, მათი ფანტაზია ამის იქით ვერ წავიდა.

პრინციპში, არც არის გასაკვირი _ ყველანი ერთმანეთისგან “გაყოფილ-გამოყოფილი”, აწეწილ-დაწეწილი, სულ ძირში კი “დიადი მოქალაქეთა კავშირიდან” დაფრთიანებული წიწილები არიან.

სხვათა შორის, 2016 წლის წინასაარჩევნო პერიოდმა წარმოაჩინა, რომ ამ პარტიებს არა მხოლოდ საშინაო და საგარეო პოლიტიკური ამოცანები, არამედ ამომრჩეველზე ზემოქმედების მეთოდები და პიარტექნოლოგიებიც ზუსტად ერთნაირი აქვთ.

ყველაზე მეტად ეს ეხება ამ საარჩევნოდ ამომრჩევლისთვის მიწოდებულ ყველაზე მყვირალა გზავნილს _ ახალ სახეებს.

თითქოს შეთანხმებულნი იყვნენო, ყველა ჩამოთვლილმა პარტიამ გასული ორი კვირის განმავლობაში ამომრჩეველს დიდის ამბით ამცნო _ “ჩვენ ამ არჩევნებზე წარვდგებით სრულიად ახალი პოლიტიკური სახეებით! ჩვენ შემოგვყავს პოლიტიკაში ახალი ადამიანები, ახალი, ნოვატორული იდეებით! ჩვენ მოვალთ სუფთა ხელებით და ახლებურად მოაზროვნე ახალი პერსონებით!”

ანუ, პირდაპირ რომ ვთქვათ, ჩამოთვლილი პარტიების ძირითადი წინასაარჩევნომესიჯებიზუსტად ისევე არ განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც მათი 30-წლიანი დაპირებაპენსიების გაზრდისა და ნატოში შესვლისშესახებ.

სხვათა შორის, ეჭვი მაქვს, არც ეს ახალი სახეები განსხვავდებიან რამით .. ძველი სახეებისგან.

თავის დროზე ხომ ის ძველი სახეებიც სწორედ ასეთიტრიუმფითადა, შესაძლოა, კიდევ უფრო პომპეზური წარდგინებით მოევლინენ ბედკრულ ქართულ პოლიტიკას. მაშინ ისინი იყვნენახალი სახეები”, “ახალი ხედვებითდაახალი იდებითგაჟღენთილნი.

აი, “ახალ ხედვებსა” და “ახალ იდებს” კი რას უწოდებენ ეს მარადახალი სახეები, ნამდვილად ვერ მივხვდი. 30 წელიწადია, “სწრაფვა ევროსტრუქტურებისკენ და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრებისკენ განუხრელი სვლა” _ ეს არის ყველა ახალი სახის უახლესი იდეა და ძალიან ნოვატორული ხედვა.

ჰო, პლუს ამას, შიდა მოხმარებისთვის _ პენსიების გაზრდის მუდმივი და, ასე ვთქვათ, “მცოცავი დაპირება”, რომელიც წელიწადში, საშუალოდ, 5 ლარითსრულდებახოლმე მზარდი ინფლაციის ფონზე.

ახლა იდეებს შევეშვათ და თვითონ ამ ახალ სახეებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა. ვინ არიან ისინი? აქ სამი კატეგორიის გამორჩევა შეიძლება:

1. სახეები, რომლებსაც ერთმანეთში ცვლიან ხოლმე ერთი წიაღიდან _ “მოქალაქეთა კავშირიდან” _ ამოზრდილი პარტიები, ანუ “ბიძაშვილი პარტიის” უკვე კარგად მოძველებულ სახეს, ახალ პარტიაში გადასვლის შემთხვევაში, უკვე ახალ სახედ ასაღებს მისი ახალი პარტია;

2. სახეები, რომლებიც ვერავინ ვერასოდეს გაარკვია, რატომ არიან ახალი. უბრალოდ, ხდება ის, რომ ადამიანი, რომელიც აქამდე ათეული წელიწადი აშკარად და უპირობოდ მხარს უჭერდა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას, გამოხატავდა მის ინტერესებს, ყოველ ტელედებატში კბილებით იცავდა ამ პარტიის ნებისმიერ მიუღებელ მოქმედებას, გამოდიოდა რომელიმე არასამთავრობოს ეგიდით, სინამდვილეში კი ამ კონკრეტული პარტიის ხილული აქტივისტი იყო, ახლა ხდება ამავე პარტიის ოფიციალური წევრი და აცხადებს, რომ იგი ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეა, ანუ აქ საქმე გვაქვს წარმოუდგენელ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ უტიფრობასთან;

3. სახეები, რომლებიც რეალურად არიან ახლები, მაგრამ ვერ ვისმენთ ვერანაირ არგუმენტს საიმისოდ, რატომ უნდა მივცეთ მათ ხმა? რით არიან ისინი ძველებზე უკეთესნი? ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მათთვის ხმის მიცემას მოგვიწოდებენ, არის ის, რომ ახალია!

სამივე ეს ფენომენი, უკვე დიდი ხანია, მოქმედებს ქართულ პოლიტიკაში, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღების მიპყრობის ღირსად მესამე მიმაჩნია.

პირველი ორის შემთხვევაში ამომრჩეველმა ის მაინც იცის, ვინ არის და რას წარმოადგენს კანდიდატი და, რაც უნდა უმტკიცოს მავანმა პოლიტიკურმა ძალამ _ ეს კაცი ადრე ისეთი კი იყო, მაგრამ ახლა გაახლდა და უკვე ასეთიაო, სასურველ შედეგს მაინც ვერ მიიღებს.

ამიტომ პუბლიკაციის ბოლოს სწორედ ამ ნამდვილად ახალ სახეებზე შევჩერდეთ.

რა ვიცით მათ შესახებ? _ მხოლოდ ის, რომ ისინი ახლები არიან.

სხვა? _ უი, უკაცრავად, კიდევ ის ვიცით, რომ მათ უცხოეთში მიიღეს განათლება.

და განა ეს საკმარისია, რომ ადამიანს ქვეყნის, სახელმწიფოს ბედი ვანდოთ?

როგორც ჩანს, საკმარისია!

რადგან, რასაც მე ვუყურებ, აგერ უკვე 30 წელიწადია, სხვა არაფერი არასოდეს მომისმენია ყოველი ახალი სახის წარდგენისას ამა თუ იმ პარტიის მიერ ამა თუ იმ არჩევნებზე.

ახალი სახეა, ახალი იდეებით, ახალი ხედვებით და უცხოეთში აქვს განათლება მიღებული!” _ გვტენიან და გვტენიან ამ ჯადოსნური, მაგიური, ერთადერთი არგუმენტით ამ მარადახალ სახეებს ევროსტრუქტურებსა და ნატოში გაწევრების მარად ახალი იდეებით და ჰგავს კიდეც ჩვენი სახელმწიფო უშნოდ ნაგებ, უხეიროდ დაწყობილი ბლოკებით წაქცევამდე გადახრილ და ბევრ ადგილზეარმატურებგამოჩრილმშენებარე სახლს

არავინ არაფერს გვეუბნება, რით ჯობია ახალი ძველს?

აკი, ის ძველებიც თავის დროზე ახლები იყვნენ და მათთვისაც ქვეყნის ბედის ჩასაბარებლად ერთადერთი არგუმენტი მათი უცხოეთში მიღებული განათლება იყო.

რა შედეგი მივიღეთ? _ მხოლოდ და მხოლოდ უკუსვლა, ტერიტორიების დაკარგვა, სიღატაკე და სახელმწიფოსა და საზოგადოების ვერგანვითარება!

ესე იგი, გამოდის, განათლების უცხოეთში მიღება დიდი ვერაფერი არგუმენტი უნდა იყოს საიმისოდ, რომ ადამიანებს სახელმწიფოს მართვა მივანდოთ, მით უფრო ასეთი, ჯერ ჩამოუყალიბებელი, ბეწვის ხიდზე მავალი, კონფლიქტის ზონებით დახუნძლული სახელმწიფოსი.

როდის უნდა გააცნობიეროს ეს ქართველმა საზოგადოებამ? ან როდის უნდა მოძებნოს ვინმემ რეალური გამოსავალი? ერთადერთი, რასაც ეს ერთმანეთის “ბიძაშვილი”, ერთი წიაღიდან ამოსული პარტიები გვეუბნებიან, როდესაც მათ თვალშისაცემ ხარვეზებზე მივუთითებთ, არის მხოლოდ ის ჯადოსნური სიტყვები, რომლებიც პუბლიკაციის დასაწყისში ვახსენე _ “ლესვაში დაიფარება”.

კარგი, ჯანდაბას, მაგასაც დაგიჯერებთ, მაგრამ

მლესავიც რომ არსად ჩანს?..

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. კაი, კედელი ლესვაში გამოვა, მაგრამ საძირკველს რა ვუყოთ ქვიშაზე, სიყალბეზე რომაა ნაშენები ეს სახელმწიფოც, მისი კონსტიტუციაცა და არჩევნებიც?

  2. არცერთ პარტიაზე არ მიგივა გული, სავსეა ამაზრზენი ხალხით. სრულიად არაფერი არ აერთიანებს ამ ხალხს ერთმანეთთან ვინც ამ პარტიებშია გაწევრიანებული. განსაკუთრებით \\\”ქართული ოცნება\\\” სადაც ხალხი გაერთიანებული ერთი დიდი ფულის ტომრის ირგვლივ და მეტი არაფერი, საშინელი და პროვინციული სახეები, განვითარება ნული, დროის და პროგრესის ვერ შეგრძნება და გონება დახუთულობა, აი ეს ხალხია სულ.

  3. მაგრამ დილემას რა ვუყოთ? ალბათ ვიფიქრებთ ნაკლებად მავნებელ (ქვეყნისთვის) კანდიდატებზე და პარტიებზე! ხომ უნდა მივიდეთ არჩევნებზე

  4. რა კარგად გამოთქვამთ სათქმელს და წარმოაჩენთ პრობლემას! როგორი მართალი ხართ ყოველთვის!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here