Home რუბრიკები საზოგადოება გერმანელები მუსლიმანს რომ ხედავენ, ერიდებიან

გერმანელები მუსლიმანს რომ ხედავენ, ერიდებიან

798

გიორგი ონიანი წარმატებული ქართველი ტენორია, 2008 წლიდან გერმანიაში ცხოვრობს, ქალაქ ბონში. მანამდე კი 3 წლის განმავლობაში იტალიაში ცხოვრობდა. მიუხედავად იმისა, რომ 11 წელია, ემიგრაციაშია, საქართველოზე დიდი სიყვარულით საუბრობს.

_ ბატონო გიორგი, რატომ წახვედით საქართველოდან?

_ მინდოდა, ჩემი შესაძლებლობები უცხოეთში მომესინჯა და კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ სწავლა მიუნხენის მუსიკისა და თეატრის უმაღლესი სასწავლებლის ასპირანტურაში განვაგრძე. მიუნხენიდან გადავბარგდი მილანში, სადაც ორწლიანი სტაჟირება გავიარე ლეგენდარულ თეატრ ლა სკალაში. იტალიაში 3 წელი ვიცხოვრე, მაგრამ ვერაფრით შევეგუე იქაურ ბიუროკრატიულ სისტემას, უცხოელების მიმართ დამოკიდებულებას. რთული იყო თვითდამკვიდრება, თანაც იმხანად ძალიან ცოტა ქართველი ვიმყოფებოდით იტალიაში. გერმანიაში გაცილებით უკეთესი სიტუაცია დამხვდა, თავი კომფორტულად ვიგრძენი. მომწონს გერმანული ცხოვრების წესი. ქართველები ყველგან მომრავლდნენ, ქალაქ დუსელდორფში, ჩემს სახლთან ახლოსაა ქართული ეკლესია, რომელიც უდიდეს როლს ასრულებს არა მხოლოდ სულიერების, არამედ, საერთოდ, ქართველობის შენარჩუნების საქმეში, ბევრ ქართველს ეხმარება ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაში.

_ გერმანიაში მცხოვრები ქართველები საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს თუ ადევნებთ თვალყურს?

_ უცხოეთში ყოფნა არ ნიშნავს, რომ გული არ შეგვტკივა საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. ჩვენც ისევე გვტკივა და გვიხარია, რაც ქვეყანაში ხდება, როგორ თქვენ. ქართული ტელეარხებით ყოველდღიურად თვალს ვადევნებ მოვლენებს. აპოლიტიკური პიროვნება ვარ, ვხედავ და სათანადოდ ვაფასებ ყველაფერს, გაკეთებულს თუ გაფუჭებულს.

_ თქვით, ქვეყანაში ჩანს გაკეთეებულიც და გაფუჭებულიცო. რას გულისხმობთ?

_ იმას, რაც არ გააკეთეს, ან გააკეთეს ცუდად, უხარისხოდ და ფასადურად. საქმის კეთებისას შეცდომა ყველას მოსდის, მაგრამ სახელმწიფომ და ხალხმა არ უნდა იზარალოს. არ მომწონს გაუაზრებლად აშენებული უხარისხო კორპუსები თაბუკაშვილის ქუჩაზე თუ სპორტის სასახლის უკანა ტერიტორიაზე. არ მომწონს, ავტომანქანებს ტექნიკური დათვალიერების გარეშე რომ აძლევენ მოძრაობის უფლებას.

_ როგორი დამოკიდებულება აქვთ გერმანელებს ერთნაირსქესიანთა ქორწინების მიმართ და თქვენ რას ფიქრობთ ამ საკითხზე?

_ როგორც მსოფლიოს მოსახლეობის უმრავლესობა, მეც არ ვემხრობი ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას. ჩემთვის, როგორც მართმადიდებელი ქრისტიანისთვის, სრულფასოვანი ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობაა.

_ ევროპას ბევრი ლტოლვილი მიაწყდარა ხდება გერმანიაში?

_ ლტოლვილები დიდ პრობლემას ქმნიან გერმანიაში. რატომღაც ყველას გერმანიაში უნდა ცხოვრება. იგრძნობა მათი სიმრავლე. უბედურება არის ის, რომ ბევრი ლტოლვილიისლამური სახელმწიფოსმებრძოლია და ლტოლვილის სტატუსს არის ამოფარებული. სამწუხაროდ, ახლახან ერთერთმა მოახერხა ტერორისტული აქტის მოწყობა ქალაქ ვიურცბურგში მიმავალი მატარებლის მგზავრებზე. ცხოვრება აღარ არის უსაფრთხო. იმედია, გერმანიის მთავრობა ამოქმედდება. აღსანიშნავია, რომ გერმანიის მოსახლეობას ხელფასიდან ლტოლვილების დასახმარებელი თანხა გვექვითება.

_ ქალაქ მიუნხენში, სავაჭრო ცენტროლიმპიაში”, ტეროროსტმა 19 ადამიანი მოკლა. ეს იყო მესამე ტერაქტი, რომელიც ერთი კვირის განმავლობაში განახორციელეს ტერორისტებმა. რას აბრალებენ მომხდარს და რა მდგომარეობაა ამჟამად, ვის შეიძლება მივაწეროთ ეს ყველაფერი?

_ ალბათ, ნატოს ჯარების აქტიურობას აზიაში. ვითომ დემოკრატიის დამყარება უნდათ. რა დემოკრატიაზეა ლაპარაკი?! არ მინდა, რომ ჩვენი ჯარისკაცები მონაწილეობდნენ ე.წ. სამშვიდობო მისიებში. რამდენი დაიღუპა და რისთვის? სანამ საქართველოს ნატოში მიიღებენ, რაც მგონი, არასოდეს მოხდება, ნატოც დაიშლება. უკვე არის ამის ნიშნები. არ მინდა, ჩვენი ბიჭები სხვის უაზრო ბრძოლაში იღუპებოდნენ. საქართველო მაშინ იყო ყველაზე ძლიერი, როცა ჩვენვე ვიყავით საკუთარი თავის ბატონპატრონი. გერმანიაში ხალხი პანიკაშია. 5 წუთით რომ დადო ჩანთა, პარკი ან რაიმე ნივთი, განგაში ცხადდება. ერთხელ ბონის რკინიგზის სადგურზე დატოვა ვიღაცამ ჩანთა და მყისვე დაიწყეს ხალხის ევაკუაცია. ჩანთაში ბომბი იდო. ვღელავ და განვიცდი, მაგრამ ვერაფერს შევცვლი. ხალხმრავალ ადგილებში ვერიდები წასვლას, მაგრამ არც სხვაგან ხარ დაზღვეული. გერმანელები ჭკვიანი ხალხია და იმედია, რამეს მოიფიქრებენ. ალბათ, გადახედავენ ლტოლვილების ინტეგრაციის საკითხს. გერმანელები მუსლიმანს რომ ხედავენ, ერიდებიან.

_ ბატონო გიორგი, ამდენი ხანია, გერმანიაში ცხოვრობთ. რა არის მთავარი განსხვავება ქართველებსა და გერმანელებს შორის, საქართველოსა და გერმანიის ხელისუფლებას შორის?

_ ჩვენ 1990-იან წლებში მოგვიწია ცხოვრება და მეც ყველა უბედურება საკუთარ თავზე გამოვცადე. ხელოვნებისთვის არავის ეცალა, ახლა თითქოს დაიწყეს ნელ-ნელა მიხედვა, რასაც მივესალმები, მაგრამ მხოლოდ შენობების გარემონტება ვერ გამოასწორებს სიტუაციას. მეტი ფინანსები უნდა დაიხარჯოს სახელმწიფოს და კერძო სპონსორების მხრიდან, რათა ქართველმა ხელოვანებმა შეძლონ პროფესიული განვითარება, პატრონი სჭირდება ასეთი ნიჭით დაჯილდოებულ ერს, თითოეულ ქართველში ხომ ხელოვანი ცოცხლობს. თუ ვინმემ რამეს მივაღწიეთ უცხოეთში, ყველაფერს საკუთარი ძალებითა და წვალებით, სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა არ გვქონია. შემდეგ კი იწონებენ თავს წარმატებული ქართველების მიღწევებით. თბილისის კონსერვატორიაში რამდენიმე ძალიან ნიჭიერი სტუდენტია, რომლებმაც, შესაძლოა, ვეღარ განაგრძონ წინსვლა ფინანსური პრობლემების გამო. არ გვყავს დასაკარგი ტალანტები. სტუდენტობისას მეც ამომიდგა მხარში ერთ-ერთი ორგანიზაცია _ “მეტეხის ქალთა საბჭო” და მის მიერ დანიშნული სტიპენდიის წყალობით შევძელი სწავლის დასრულება, რისთვისაც უზომოდ მადლიერი ვარ. გერმანიაში თავს გაცილებით კომფორტულად ვგრძნობ, ვიდრე ნებისმიერ სხვა ქვეყანაში. აქ სიტყვა ფასობს, კანონი უზენაესია და ყველანაირად დაცული ხარ. შინაგანად ყოველთვის პუნქტუალური და საქმის ერთგული ვიყავი, ამიტომ ვიგრძენი გერმანიაში თავი კომფორტულად. საქართველოში ყველა ექსპერტობს, ვისაც არ ეზარება. გერმანიაში ასე არ არის. პოლიტიკოსები სულაც არ არიან პოპულარულები და ერთეულების სიძლიერე თუ სისუსტე ქვეყნის განვითარებაზე გავლენას ვერ ახდენს. გერმანიაში კანონის უზენაესობის გამო განვითარების ტემპი არ იცვლება. გამართული ეკონომიკა და სოციალური პროგრამები აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.

ესაუბრა ქრისტინე ტოგონიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here