Home რუბრიკები საზოგადოება ღია წერილი საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

ღია წერილი საქართველოს პრემიერმინისტრს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს

599

ბატონო გიორგი,
მოგეხსენებათ, 2007 წლის 2 ივლისს, იმჟამინდელი ხელისუფლების გაუაზრებელი გადაწყვეტილებით, გაუქმდა საქართველოში ერთადერთი სასპორტო უმაღლესი სასწავლებელი: “საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია”, რომლის ფუნქციობაც შეწყვეტილი იყო 2013 წლამდე. ახალარჩეულმა ხელისუფლებამ მთავრობის დადგენილებით (N64, 28 მარტი, 2013 წ.) სპორტის აკადემიის ბაზაზე, “მისი მდიდარი ტრადიციების გაგრძელების მიზნით”, დააფუძნა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც გაუგებარი გარემოების გამო გადაკეთდა სასწავლო უნივერსიტეტად. ამ უნივერსიტეტმა დაკარგა სრულფასოვანი უმაღლესი სასწავლო-სამეცნიერო დაწესებულების სტატუსი. შედეგად შეფერხდა სასპორტო მეცნიერებათა განვითარების პროცესი, შეუძლებელი შეიქნა სამსაფეხურიანი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სწავლების სისტემაზე გადასვლა, ვერ აღვადგენთ სადისერტაციო სამეცნიერო საბჭოს და ა.შ.

ჩვენი ადრინდელი სახელწოდება _ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია _ განიხილებოდა, როგორც ბრენდი, რაც განსაზღვრავდა მის (აკადემიის) პოპულარობას, როგორც საქართველოში, აგრეთვე, ახლო და შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებში, რაც, სამწუხაროდ, დავკარგეთ და რისი აღდგენაც შესაძლებელია მხოლოდ ადრინდელი სახელწოდების დაბრუნებით.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ უნივერსიტეტის პროფესორმასწავლებელთა მოსაზრებები და დაუბრუნით საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს მისი ადრინდელი სახელწოდება _ საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო აკადემია, რითაც მას აღუდგება სასწავლოსამეცნიერო დაწესებულების სტატუსი.

ბატონო გიორგი, საშური საქმეა და გთხოვთ, გულთან მიიტანოთ. წინასწარ გიხდით მადლობას.

პატივისცემით,
საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორმასწავლებლები:

ტრისტან გულბიანი,
კარლო მოისწრაფიშვილი,
ჯუანშერ ზალდასტანიშვილი,
მანანა მნათობიშვილი,
გიული კახიძე,
მანუჩარ დვალი,
დავით კვაჭაძე,
მანანა ქოჩაკიძე,
ლიანა კაკიაშვილი,
ზვიად მიქაძე,
მერაბ მაისურაძე,
ალექსანდრე გობირახაშვილი,
თამაზ ჯაში,
არსენ ბურჯალიანი,
მერაბ მეტრეველი,
კახაბერ ხვედელიძე,
ნიკოლოზ ლეშკაშელი,
დავით ხაჩიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here