„კონგრესში, შესაძლოა, შეიქმნას სპეციალური კომისია, რომლის ერთ–ერთი მიმართულება სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში ამერიკიდან საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებისთვის გამოგზავნილი თანხის მიზანმიმართულად ხარჯვის გამოკვლევა იქნება, _ განცხადა სამგორის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, თბილისის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა, რომელიც ახლახან ამერიკის რესპუბლიკური პარტიის კლუბ „ქვინსის” წევრი გახდა.
„სააკაშვილის პერიოდში აღნიშნული თანხის არამიზნობრივ ხარჯვაზე ინფორმაცია თავის დროზე მიწოდებული გვაქვს ამერიკული პოლიტიკური წრეებისთვის, მაგრამ გარკვეული პერიოდის მერე ეს პროცესი მინელდა. ქართულ-ამერიკული არასამთავრობო ორგანიზაცია „თვისტომის” მეშვეობით პროცესში მეც ვიყავი ჩართული. მნიშვნელოვანი იყო, რომ ამერიკელებს გაეგოთ, ამერიკელი გადამხდელების ფული სად მიდიოდა: შენდებოდა დემოკრატია თუ მიხეილ სააკაშვილის ავტოკრატია”, _ განაცხადა ირაკლი შიხიაშვილმა.