თურქეთის პრეზიდენტმა ერდოღანმა თავის ირანელ კოლეგა ჰასან როუჰანისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მზად არის, ირანთან და რუსეთან სათანამშრომლოდ და ამ ქვეყნებთან ერთად რეგიონული პრობლემების მოსაგვარებლად, – იუწყება ირანული სააგენტო IRNA.
“ჩვენ განწყობილნი ვართ ირანსა და რუსეთთან სათანამშრომლოდ, გვსურს, ხელიხელჩაკიდებულებმა გადავწყვიტოთ რეგიონული პრობლემები და მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ ჩვენი ნაბიჯები რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასაბრუნებლად”, – განაცხადა ერდოღანმა.