Home რუბრიკები პოლიტიკა ერდოღანის დამხობას სააკაშვილის მამობილი ცდილობდა

ერდოღანის დამხობას სააკაშვილის მამობილი ცდილობდა

883

წინა კვირას თურქულ ტელეარხ “A-Haber”-ის პირდაპირ ეთერში თურქი სამართალდამცავების მიერ ფეთჰულაჰ გიულენის დანაშაულებრივი ორგანიზაციის წევრობისთვის ძებნილმა ჰაიატი ქუჩუკმა, რომელიც თავის დროზე გიულენის სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლების დამფუძნებელი იყო საქართველოში, სკანდალური განცხადება გააკეთა. მან ვრცელ სატელევიზიო ინტერვიუში დეტალურად მოყვა, როგორ და როდის გაიცნო ფეთჰულაჰ გიულენი, კონკრეტულად რა დავალებებს იღებდა მისგან და რა საქმიანობას ეწეოდა საქართველოში: “თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში სკოლები და სასწავლებლები გავხსენით. რასაც მე ვხედავდი, ამ სასწავლებლების გახსნის მიზანი იყო ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესება და თურქეთის იმიჯის მაღალ დონეზე შენარჩუნება ამ ქვეყანაში”.

იმავე ინტერვიუში ჰაიატი ქუჩუკმა აღნიშნა, რომ მოგვიანებით შეიტყო გიულენის მიერ უმაღლესი სასწავლებლების გახსნის რეალური მიზეზი, რაც მისთვის მოულოდნელი და მიუღებელი აღმოჩნდა: “2002 წლიდან, ხელისუფლებაში ერდოღანის მოსვლის შემდეგ, ჩემთვის თანდათან ნათელი შეიქნა, რომ გიულენი, რომლის დოქტრინასაც ვავრცელებდით მსოფლიოში, არა რომელიმე რელიგიურპოლიტიკური ჯამაათის ხელმძღვანელი იყო, არამედ აშშის, ისრაელისა და სხვა დასავლურ სპეცსამსახურებთან დაახლოებული პირი. გიულენს ისევე არ უყვარდა ერდოღანი, როგორც დასავლეთის ზოგიერთ ლიდერს და ისრაელს. ჩვენ მიერ შუა აზიასა და ჩეჩნეთში სასწავლებლების გახსნა ნიადაგის მომზადება იყო ამ ქვეყნებში ამერიკული სპეცსამსახურების შესასვლელად…”

ქუჩუკის განცხადებით, გიულენის ორგანიზაციას ყველა ქვეყნის ხელისუფლებაში ჰყავს თანამოაზრე, რომელიც გარკვეული გასამრჯელოს ფასად მისთვის მუშაობს: ვაფინანსებდით ყველას, ვინც კი რამეში გამოგვადგებოდა იმ ქვეყანაში. საქმე იქამდეც მივიდა, რომ საქართველოში გიულენმა ეკლესიის დაფინანსებაც კი დაგვავალა. დიახ, ქართულ ეკლესიას გადავუხადეთ ფულიუკან არ ვიხევდით ქრთამზეც. საქართველოს იმდროინდელ პრეზიდენტს, ედუარდ შევარდნაძეს, 165 000 დოლარის ჩეკი გადავეცით ქრთამის სახით თავის კაბინეტში. ამ ფაქტს თურქეთის ელჩიც ესწრებოდა…”

ინტერვიუს დასასრულს ქუჩუკმა განაცხადა, რომ მას საქართველოსთვის ბოდიში აქვს მოსახდელი, რადგან გიულენის ორგანიზაციის საქმიანობა, საბოლოო ჯამში, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის გაფუჭებისა და მტრობისკენ იყო მიმართული.

ქუჩუკის გაცხადებიდან ჩანს, რომ არათუ თურქეთის დაზვერვას, არამედ გიულენის ორგანიზაციასაც კი საქართველოში ჯაშუშების ეშელონირებული ქსელი ჰყავს. აი რას წერს ამ ე.წ. სასწავლო დაწესებულებების საქმიანობის სპეციფიკაზე სოციალური ქსელების ერთ-ერთი აქტიური წევრი:

“აჭარის პანსიონები, მედრესეები ზრდიან აგენტებს, რომლებსაც 5-10 წლის შემდეგ გამოიყენებენ საქართველოში პროთურქული ელიტის ფორმირებისთვის. ეს არის აგენტურული სახლები რომლებიც ეწევიან გადაბირებას ახალგაზრდობის… 2 წელი ვსწავლობდი დემირელის კოლეჯში, სანამ გამომაგდებდნენ. ამ კოლეჯის იდეოლოგია მუშაობს შემდეგნაირად: ჩემ დროს ღირდა 800 დოლარი, იმ დროს ამ ფასად მანქანს იყიდიდი, ანუ დადიოდნენ მხოლოდ შეძლებული ოჯახების შვილები: ბიზნესმენების, სახელმწიფო მოხელეების შვილები და, უბრალოდ, ძალიან შეძლებული ოჯახების შვილები. სკოლის ხელმძღვანელობა შედიოდა და ახლაც შედის ძალიან ახლო კონტაქტში მშობლებთან, განსაკუთრებით მათთან, ვინც არის სახელმწიფო დონეზე მნიშვნელოვან სტრუქტურებში: საგარეო საქმეთა სამინისტრო, შსს, უშიშროება და ა.შ. რატომ შედის მათთან ახლო კონტაქტში? იმიტომ, რომ ჰქონდეთ “ხოდი” და დაბალი დონიდან ავიდნენ მაღალ დონეზე, მოიპოვონ ნდობა და ჰყავდეთ დავალებულები. არის ვიზიტები, თურქეთში პატიჟებენ, “აგულავაებენ” და ჩამოჰყავთ უკან, ჩამოჰყავთ უკან უკვე “დავალებულები” და “დამეგობრებულები”. ეს არის ჯაჭვი, შემდეგ მიდის ლაპრაკი: მოდი, ბიზნესი ერთად გავაკეთოთ, მოდი, რამე შემოვიტანოთ, გავიტანოთ და პროცესები მიდის უფრო სიღრმეში”.

ცხადია, ქუჩუკის ზემოაღნიშნულ განცხადებას ნებისმიერ ნორმალურ სახელმწიფოში რეაგირება მოჰყვებოდა და შესაბამისი სტურქტურები მყისვე დაიწყებდნენ გამოძიებას _ შეესაბამება თუ არა ეს განცხადება სიმართლეს და ვინ იყვნენ კონკრეტულად ის ქართველი მაღალჩინოსნები, რომლებიც ქვეყანაში გზას უხსნიდნენ უცხო სახელმწიფოს რეაქციულ ძალებს, მაგრამ არაფერი მსგავსი. საქართველოს ხელისუფლებამ არათუ გამოძიება დაიწყო, ექსტრემიზმში ბრალდებულ თურქ ტერორისტს კალთა გადააფარა და განათლების მინისტრ ალექსანდრე ჯეჯელავას პირით გვაუწყა, რომ თურმე გიულენის მიერ დაფინანსებულ სკოლებში კანონდარღვევის ფაქტები არ ყოფილა. ეს, ალბათ, გასაკვირი არც არის _ როგორც ჩანს, გიულენი დღევანდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნებსაც ისევე ყიდულობს, როგორც თავის დროზე შევარდნაძეს ყიდულობდა კაბინეტში ხონჩით მირთმეული ათასებით. როგორც ჩანს, ამ ხელისუფლებაშიც ბევრია ოცდაათ ვერცხლზე დახამებული იუდები და ფარსადანები, რომლებსაც სახელმწიფო საძოვარი ჰგონიათ და უცხოურ გრანტზე ნერწყვი მოსდით… 

გიულენის მიერ დაფინანსებული სასწავლებლები საქართველოში განსაკუთრებით “ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მომრავლდა, რადგან მას სააკაშვილის ხელისუფლებამ „მწვანე შუქი“ აუნთო, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ იმ პერიოდში იხურებოდა იგივე გიულენის მიერ დაფუძნებული უნივერსიტეტების ნაწილი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

გიულენს ახლო კავშირი აქვს საქართველოს ექსპრეზიდენტის დედასთან გიული ალასანიასთან რომელიც გიულენის ინიციატივით საქართველოში გამართული კონფერენციების ორგანიზატორი და მასთან საკმაოდ დაახლოებული პირია.

ამ დღეებში ერთ-ერთი ქართული ინტერნეტ გამოცემა წერდა რომ გიულენმა სააკაშვილს სთხოვა, „ნიურჯლარის- რუხი მგლების“ წევრებისთვის – თურქეთისა და არაბული ქვეყნების მოქალაქეებისთვის, საქართველოს მოქალაქეობა მიეცა, რათა , საქართველოში გადაადგილების ან სხვა სახის პრობლემები არ შეჰქმნოდათ. სააკაშვილმა გიულენის თხოვნა შეასრულა და 3000 თურქს საქართველოს მოქალაქეობა დაჩქარებული წესით პრეზიდენტობის ვადის მიწურულსჰი მიანიჭა, გიულენმა მას ასევე დამატებით 200 კაციანი სია გადასცა.  ეს ინფორმაცია, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დაადასტურა. ექსტრემისტი თურქები რომლებსაც სააკაშვილმა საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა დღემდე ბათუმში მოღვაწეობენ და მათ ფინანსურ უზრუნველყოფას მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია გიულენის მიერ დაარსებული უმაღლესი სასწავლებლებიდან შემოსული თანხებით უზრუნველყოფს- ვკითხულობთ ინტერნეტგამოცემაში. იქვე აღრნიშნულია რომ – მიხეილ სააკაშვილმა თურქული ნაღმი ტერორისტული ორგანიზაცია “რუხი მგლების” სახით საქართველოში არეულობის მოსაწყობად ჩადო. დღესიათვის სააკაშვილს 3200 ისლამისტი რადიკალი თურქი მებრძოლი ყავს საქართველოს მოქალაქის პასპორტით რომლებმაც პროფესიონალურ დონეზე იციან როგორ ჩააგდონ საქართველო საფრთხეში. მიხეილ სააკაშვილმა თურქეთს სრული ჰეგემონია მისცა აჭარაზე და საქართველოს ბათუმისა და თბილისის აეროპორტები თურქულ კომპანიას ჩააბარა, სწორედ ამ აეროპორტების დახმარებით მიხეილ სააკაშვილის უშუალო დავალებით ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი დაჯგუფება “რუხ მგლებს” იარაღით ამარაგებდა”.

სააკაშვილის დედას გიული ალასანიასა და ფეთჰულაჰ გიულენს შორის ურთიერთობა იმდენად მჭიდრო გახლდათ რომ მას ხუმრობით “სააკაშვილის მამინაცვალსაც” უწოდებდნენ. ამ “ხუმრობას” ამძაფრებდა სააკაშვილის ცნობილი განცხადებაც იმის თაობაზე რომ როგორც მას დედამისმა გიული ალასანიამ შთააგონა – თურქეთი საქართველოს ისტორიული მტერი კი არა ისტორიული მეგობარიაო.

სწორედ გიული ალასანიას “შთაგონებით” ხსნიდნენ იმას რომ სააკაშვილი მამობილ გიულენს უარს არაფერზე ეუბნებოდა. დღეს კი ირკვევა რომ ერდოღანის დამხობას სააკაშვილის “მამნაცვალი” ცდილობდა, სწორედ ის  გიულენი ვისი გიული ალასანაიასთან ახლო კავშირების გამო ბათუმში დღემდე ხუმრობენ – „ალი და ნინოს“ ძეგლი  სინამდვილეში გიულის და გიულენის, ანუ დედისა და მამობილის  სიმბოლოდ დაადგმევინა სააკაშვილმაო.

ცხადია, ნაცების ბუღასუანგაროდ არ დაურიგებია ათასობით თურქისთვის საქართველოს მოქალაქეობა. ამ ყველაფრის უკან კონკრეტული გარიგება და დიდი ფინანსური ინტერესები იდგა. ამიტომ იყო დედამისიც, გიული ალასანია, გიულენთან კუდით გადანასკვული, ამიტომ უწყობდა ის ხელს სწორედ გიულენის სასწავლებლების გაფართოებასა და პოპულარიზაციას ქვეყნის მასშტაბით. საბოლოო ჯამში, ამ მოღალატეობრივი პოლიტიკის შედეგად საქართველომ მიიღო ათიათასობით თურქი ქართული პასპორტით, ამ პოლიტიკის შედეგად საქართველომ მიიღო ენ რაოდენობის თურქული კომპანია, რომლებიც ისედაც ეკონომიკური კატასტროფის ზღვარზე მყოფ საქართველოში იმთავითვე ახორციელებდნენ და დღემდე განაგრძობენ ეკონომიკურ ექსპანსიას. თუმცა ეს კიდევ არაფერია იმასთან შედარებით, რაც წინ გველოდება: შორს არ არის ის დრო, როცა თურქეთი დე იურედ მიიერთებს აჭარას. თანაც ამას დემოკრატიის სახელით გააკეთებს და საქმეს ისე დაასვამენ ბეჭედს, რომცივილიზებულ მსოფლიოსსინდისისუფთაექნება. მერე არც იმის თქმა გაუჭირდებათ, რომ “თურქეთი ჩვენი ისტორიული მეგობარია”, ისტორიული მოკეთე და არა მტერი, რომელიც საქართველოს თავის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს.

რა საფრთხეებს შეიცავს საქართველოსთვის გიულენის სასწავლებლები, უნდა დაიწყონ თუ არა შესაბამისმა უწყებებმა მათი საქმიანობის შესწავლა და უნდა გაუქმდეს თუ არა ისინი? _ ამ და სხვა მნისვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი.

_ ბატონო ჰამლეტ, ფეთჰულაჰ გიულენთან დაახლოებულმა პირმა ჰაიატი ქუჩუკმა ერთერთ თურქულ ტელეარხთან ინტერვიუში ერთობ სკანდალური განცხადება გააკეთა. მან თქვა, რომ გიულენი ამერიკის სპეცსამსახურების მითითებით მოქმედებდა და მისი საქმიანობა საქართველოში ოფიციალურ თბილისსა და ანკარას შორის დაძაბულობისკენ იყო მიმართული. როგორ ფიქრობთ, რა მიზანს ემსახურება ჩვენს ქვეყანაში გიულენის სასწავლებლები?

_ საქართველოში გიულენის სასწავლებლების უკან არა მხოლოდ ეს პიროვნება _ ჰაიატი ქუჩუკი, არამედ ბევრი ქართველიც იდგა, მათ შორის, სააკაშვილის დედაც, რომელიც თავის დროზე იყო (არ ვიცი, დღეს არის თუ არა) შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრორექტორი. ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადება, რომ ამ სასწავლებლებში ქართული პროგრამებით ხდება სწავლება, აბსურდია. გიულენი არ იყო მომართული იმისთვის, რომ ქართველებს აქ ესწავლათ ქართული სულისკვეთებით, მისი მიზნები და ამოცანები სულ სხვა იყო

_ კონკრეტულად?

_ კონკრეტულად ის ხსნიდა რელიგიურ სასწავლებლებს და ეს რელიგიური სასწავლებლები მოდებულია აჭარას. მერე ამ სასწავლებლების მოსწავლეებს იწვევდა თურქეთში და იქ ნასწავლი ბავშვი უკვე ჭკუაგადაბრუნებული ბრუნდებოდა. მარტივად რომ ვთქვათ, იმას, რასაც დღეს გიულენი აკეთებს, ჰქვია იდეოლოგიური ექსპანსია. ეს არის იდეოლოგიური ოკუპაცია და, ვფიქრობ, ამან არანაკლები საფრთხე შეიძლება შეუქმნას საქართველოს, ვიდრე სხვა სახის კონფრონტაციამ უცხო სახელმწიფოსთან. ამასთანავე, დიდი საფრთხის შემქმნელად მიმაჩნია ის ქართველებიც, რომლებიც გზას უხსნიან ამ რეაქციულ ძალას. ამ ყველაფერმა ძალიან მალე შეიძლება კატასტროფამდე მიგვიყვანოს. ყოველ შემთხვევაში, აჭარისთვის უკვე ტრაგედიადაა ქცეული თურქული ექსპანსია და ეს არის ფაქტი

_ ჰაიატი ქუჩუკმა განაცხადა, რომ შევარდნაძის ხელისუფლებას ქრთამს აძლევდნენ, რათა სახელმწიფოსგან გარკვეული ხელშეწყობა მიეღოთ. როგორ ფიქრობთ, შესაძლებელია, სააკაშვილის ხელისუფლებასაც და დღევანდელსაც უხდიდნენ ქრთამს?

_ რა თქმა უნდა, ეს გამორიცხული არ არის. დღეს საქართველოს ხელისუფლება ქართული ხელისუფლება რომ არ არის, ფაქტია. საქართველოს ხელისუფლება არის მეხუთე კოლონა, რომელიც ფინანსდება უცხოეთიდან და, რა მნიშვნელობა აქვს მათთვის, საიდან მიიღებენ ფულს _ თურქეთიდან თუ ამერიკიდან?!

აქვე გაგახსენებთ სააკაშვილის ერთ ცნობილ განცხადებას, რომელიც მან პრეზიდენტობის პერიოდში გააკეთა: დედაჩემმა მითხრა, თურქეთი ჩვენი ისტორიული მტერი კი არ არის, არამედ საუკუნეების განმავლობაში ჩვენი მეგობარი ყოფილაო. ეს ხომ შემთხვევითი განცხადება არ იყო, ამის უკან იდგა სწორედ ის მოღალატეობრივი პოლიტიკა, რომელიც მერე ვნახეთ, როცა ერთი ხელის მოსმით დაურიგა თურქეთის მოქალაქეებს ქართული პასპორტები და მერე სიმბოლურ თანხად მიჰყიდა მათ მიწები

_ დღევანდელ ხელისუფლებას (და წინასაც) ერდოღანთან კარგი ურთიერთობა აქვს, ერდოღანის ხელისუფლება კი გიულენს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. არის კი დღესქართული ოცნებისინტერესებში გიულენის სასწავლებლების არსებობა საქართველოში?

_ გიულენსა და ერდოღანს შორის ურთიერთობა გამწვავდა ბოლო სამი წელიწადია, თორემ თავის დროზე ისინი მჭიდროდ თანამშრომლობდნენ. მეტსაც გეტყვით, სამი წლის წინათ გიულენი იყო ერდოღანის უმაღლესი მრჩეველი. ეს, იცით, რას ნიშნავს? _ მთელი რიგი საკითხების გადასაწყვეტი ბერკეტები, განსაკუთრებით _ იდეოლოგიის, სწორედ გიულენის ხელში იყო.

ახლა გიულენის იდეოლოგიაზეც ვთქვათ _ რა უნდა ამ კაცს და რისთვის იბრძვის? ის ამბობს, რომ უნდა აღდგეს ოსმალეთის იმპერია, ანუ ევროპიდან დაწყებული ცენტრალური აზიის ჩათვლით, ყველა მიწა და სახელმწიფო უნდა გაერთიანდეს ერთ სახელმწიფოში, რომელსაც ერქმევა ოსმალეთის იმპერია. ცხადია, ამ იმპერიის შემადგენლობაში განიხილება საქართველოც. მეტიც, საქართველო თურქულ პერიოდიკაში საერთოდ არ მოიხსენიება სახელმწიფოდ. აი, ეს არის მათი ამოცანა და იცით, კიდევ რას ამბობს გიულენი? _ გავშლი პატარა ნოხს, დავაგებ, დავიწყებ ლოცვას და, სადაც ეს ნოხი გაიშლება და მოხდება ლოცვა, ის სახელმწიფო იქნება ჩვენიო. ამაში, ცხადია, არ ცდება.

ერდოღანს რაც შეეხება, მისი ხედვა გულისხმობს ძალისმიერი ეკონომიკური პოლიტიკის მეშვეობით ძველი გავლენის აღდგენას. ისიც, თავის მხრივ, მართალია, მაგრამ, საერთო ჯამში, იმის თქმა, რომ ერდოღანი არის ძალიან თეთრი და ძალიან კარგი, ხოლო გიულენი _ ძალიან შავი და ცუდი, არასწორი მგონია. ორივე ერთი ჩამოსხმის ხალხია. ორივეს ამოძრავებს ე.წ. დიდი თურანის შექმნის გეგმა და ამ საკითხზე მათ ერთნაირი თვალსაზრისი აქვთ. ამ კატეგორიის პოლიტიკოსია კიდევ თურქეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი დავითოღლუ, რომელმაც წიგნიც გამოსცა იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს თურქული გავლენის აღდგენა კავკასიის რეგიონზე, ცენტრალურ აზიაზე და .. ასე რომ, ჩვენ ვერ დავიწყებთ ვერც ერდოღანის გათეთრებას და ვერც გიულენის გაშავებას, კიდევ ვიმეორებ: ჩემი აზრით, ორივე არის შავი, ორივე არის ძალიან ცუდის მომტანი საქართველოსთვის, ამიტომ ჩვენი ქვეყანა უნდა გამოფხიზლდეს და მიხედოს თავის საქმეს.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. აჭარის დაკარგვა თბილისის ბრალი იქნება,რადგან ოკპაცია გაუკეთა აჭარას.ფეხებზე დაიკიდა აჭარლების ინტერესები.

  2. დადო კაცმა სრული აღიარება!არც თავისი დანაშაული დაუმალავს!მიხედეთ,გამოასწორეთ,!მიხედეთ აღმაშენებელზე თურქების პარპაშს!ცუდად დამთავრდება მათი მაღაზიების,კაფე- რესტორნების უზომოდ მაღალი ფასები!

  3. კი მაგრამ ,თქვე კაი ხალხო, ამდენი თუ იცოდით და ასე ძირს გვითხრიდნენ \\\’დონედ\\\’ აღიარებული სასწავლებლები, სად იყავით აქამდე

  4. ღმერთმა შანსი მოგვცა, რომ ერდოღანის მითითებების საფუძველზე სასწრაფოდ დავხუროთ თურქული რელიგიური სასწავლო დაწესებულებები და თავიდან ავიცილოთ მეხუთე კოლონის გაძლიერების საფრთხე საქართველოში. დაუჯერეთ ბატონ ჰამლეტს! გააღვიძეთ ჯეჯელავა! ვუფრთხილდეთ თურქეთს!

  5. Vetanhmebi,sruli shechmaritebaa ,verapers davamateb garda imisa rom ukve gviania gamoscoreba rac mikares,Sakartvelo marto tavisi \\\”garemocvit\\\’\\\’,shrdilo da agmosavlet-samhre mezoblebs vgulishmob,problemidan ver gamova.Istoria cheijleba ganmeordes,ogond \\\’\\\’Rusuli shekma\\\’\\\’ar agvcdeba,samcuharod shveni thovna agar ikneba sachiro,tviton daadgamen tavs….me ase vpikrob shveni debili politikosebis chemhedvare.

  6. სრულიად ვეთანხმები იმ აზრს, რომ საქართველოში, კერძოდ აჭარაში მიდის სრული გათურქება, თუ ასე გაგრძელდა ძნელი სათქმელია რა მოხდება. სახელმწიფომ კანონით უნდა აკრზალოს მეჩეთებში ქადაგებები თურქულ ენაზე. მე ისლამის მიდევარი ვარ, მაგრამ ვარ ქართველი და ძალიან არ მომწონს პარასკევის ლოცვებზე აჭარაში უმეტეს მეცეთებში ის რაც შეიძლება გაკეთდეს ქართულ ენაზე, ცემი აზრით შეგნებულად და მიზანდასახულად მიყავთ ტურქულად. მე ვაცხადებ, რომ ეს არის ყოვლად დაუშვებელი და უნდა გაფრხილდნენ ყველა მეცეთის საულიერო პირი, რომ ის შეიძლება გაკეთდეს ქართულად, იქადაგონ ქართულად. და კიდევ ზოგიეთი ნორმალურად ქართულად ვერ მეტყველებს. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მედრესებში გაძლიერებულად ისწავლებოდეს ქართული ენე და ლიტერატურა. სცადეთ მიბრძანდით და მოსწავლეებს შეეკითხეთ ვინ არიან: ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი,მამია ვარშანიზე, ფრიდონ ხალვაში და ნახავთ რა პასუხები იქნება.არინ საულირო პირები, რომლებიც თავდადებულად და მაღალი წნეხის მიუხედავად ცდილობენ, რომ ქათული სულისკვეთებით აღზარდონ მომავალი ქართველი მუსლიმები.

  7. ერთი ერთში გავს ჩემი და ბატონი ჰამლეტის წარმოდგენა თურქეთის დამოკიდებულება და მიზნები საქართველოს მიმართ,მხოლოდ იმას შეგახსენებდით რომ ერდოღანს რომ წამოცდა ერთ ერთ ინტერვიუში “ საქართველო ომებით რაც ვერ დავინყარით ეხლა ინვესტიციებიტ უნდა დავიპყროთო “ რასაც ძალიან კარგად ახერხებენ საქართველოს უკლებრივ ყველა მთავრობის პერიოდში.ახალ ბულვარში აშენებენ ახალ ქალაქს მათვის უკვე ძველი ბათუმი ისეც მათია მალე რეფერენდუმს ჩაატარებენ და ბათუმი როგორც მათ უკვე უძახიან პატარა სტამბულს დიდი თუქეთის გახდება ისეც ზრდიან სკოლაში იმ იდეოლოგიიდ ბავშვებს რომ აჭარა მათია და ჩვენ დავიპყარით თითქოს !!!

  8. ვინც მე მიცნობს, ყველამ იცის რომ შევარდნაძის მომხრე არასდროს არ ვყოფილვარ, ისიც მჯერა რომ შევარდნაძე მექრთამე იყო, მაგრამ ის კი მეტისმეტად გადაჭარბებულად მეჩვენება, რომ შევარდნაძის კაბინეტში უშუალოდ შევარდნაძემ აიღო ქრთამი. ან ვინ არის ეს კაცი, ახლა რატომ ალაპარაკდა, ვინ დააძალა ? ახლა არ გვითხრას, რომ გული აუჩუყდა საქართველოს უბედობით. ვფიქრობ, კარგად უნდა მოხდეს ასეთი განცხადებების გამოძიება. რაც შეეხება დემირელის კოლეჯს თბილისში, მართალი უთქვამს მინისტრს ისინი საქართველოს განათლების სამინისტროს პროგრამით მოქმედებენ და უცნაურია, როცა ჰამლეტ ჭიპაშვილი ამას აბსურდულს უწოდებს. კარგი იქნება, თუ ადამიანი ჯერ შეისწავლის საკითხს და მერე განიხილავს და არა მხოლოდ საკუთარ ემოციებს დაეყრდნობა.

  9. შადიმანებით გაივსო საქართველო. ხელისუფლება იყო, არის და იქნება ბალღამიანი
    ფურუნკული, თუ თავი არ მოვუწვით და ჩირქი არ გამოვუშვით, არაფერი გვეშველება.

  10. უბედური საქართველო, მოღალატე ქართველების ხელში. ასლანი რომელიც ქართულ ინტერესს იცავდა, გარყვნილმა სააკიანმა გააქცია და გიული ალასანია ეს საეჭვო რეპუტაციის ქალი აღაზევა. რა ელის საქართველოს უტვინო ხიდაშელების ხელში?

  11. საქართველომაც მაქსიმალური უნდა \\\”გამოადნოს\\\” ამ მოვლენებიდან…

  12. მოსახლეობა გრძნობს და დიდიხანია ხედავს ამას. სახელმწიფო უნდა გახდეს აქტიური რომ ნებაყოფილობით არ მოგვიწიოს გიულენისნაირების საოცნებო იმპერიაში შესვლა. დაინტერესდიით ასობით ახალგაზრდის ბედით რომლებიც ამათუიმ მიზეზით ხდება მსხვერპლი კარგად შენიღბული საეჭვო იდეოლოგისა. უკვე დაკარგა საქართველომ საუკეთესო გენოფონდი. გამოავლინოს შესაბამისმა სამსახურებმა ვინ არიან აჭარაში ამ იდეოლოგიის მქადაგებლები და სულისკვეთების გამტარებლები. იცოდეს საზოგადოებამ მათი სახელი გვარები. შეცდომების დრო აღარ არის.

  13. ,,ღმერთო გადაარჩინე ქართველი და საქართველო, რადგან ამ უკანასკნელს არა დაუშავებია რა\\\”

  14. ხალხნო სხას ნუ ვადანაშაულებთ, დამნაშავე თითოეული ჩვენგანი ვართ, ჩვენ გვიყვარს მხოლოდ ლაპარაკი და სხვისი ხეებით საქმის კეთება, ვერ შეხედეთ? ერდოღანის ერთ დაძახებაზე, ისიც ტელეფონით მთელი თურქეთი გამოვიდა გარეთ, თორემ ედოღანი ვერაფერს იზავდა…..წავედით მათ დავდგეთ ერთად ფეხზე მთელი საქართველო და ხმამაღლა მოვთხოვოთ ჩვენს დაძინებული მთავრობას, რომ გაიღვიძონ, თვალები ფართოდ გაახილონ და შავი და თეთრი კარგად გაარჩიონ და დახურონ იე კოლეჯები და უნივერსიტეტები და გაუუქმონ სააკაშვილის ნაჩუქარი მოქალაქეობა თურქებს თორემ 2021წელს აჭარადაც დავკარგავთ და სამეგრელოსა ზედ მიაყოლებენ, და მერე ვიშვიში გვიანი იქნება, მოვთხოვოთ და თუ არ გაიგონებენ და არ იმოქმედებენ, თავიდან ავირჩიოთ კი არადა ახლავე მობრძანდნენ სადაც საჭიროა სანამ უფალი უფრო მკაცრად მიაბრძანებდეთ, გამოვფხიზლდეთ და ხმა მას მივცეთ ვისაც ქვეყნისთვის მართლაც გული შესტკივა და ყველაფერს ამერიკას არ შეეკითხება

  15. არ შეშინდეთ ქართველებო! გაიხსენეთ ვისი გორისა ვართ!
    გადავრჩებით!!!!

  16. მე ის მაინტერესებს თუ ასეთი რამ ხდებოდა და ხდება რატომ დაუყონებლივ არ მიმდინარეობს გამოძიება.ნინო ბურჯანაძემ რომ მოუწოდა ხელისუფლებას სასწავლებლების გაუქმება სწორედ ის ნინო ბურჯანაძე უნდა დაიკითხოს მას ყველაზე მეტი ეცოდინება რადგან მაგ იყო მაშინაც პარლამენტის თავმჯდომარე

  17. მხოლოდ რუსეთს შეუძლია საქართველოს გადარჩენა. სამწუხაროდ ასეთი რეალობა გვაქვს. თუ არ იჩქარა საქართველოს ხელისუფლებამ, მერე გვიანი იქნება. ეხლა ძველი დრო არაა, თურეთს შეუძლია საქართველოში 24 საათში ,,აღადგინოს თავისი იურისდიქცია\\\”. ამას რომ არ აკეთებს, ისევ რუსეთის შიშით არ აკეთებს. რუსეთი რომ არ მოეცა ღმერთს ჩვენთვის მეზობლად, დღეს ჩვენი ხსენებაც აღარ იქნებოდა ასეთი მეზობლის და ასეთი მთავრობების ხელში…

  18. სანამ დემოკრატიის კართან ხელგაწვდილი ვიჯდებით, და არ შევეცდებით დემოკრატები სულით გავხდეთ და არა ჯიბით, არაფერი გვეშველება.

  19. სანამ დემოკრატიის კართან ხელგაწვდილი ვისხდებით და დაველოდებით ვინ გადაგვარჩენს, არაფერი გვეშველება. ცოტა საკუთარი ტვინიც გაანძრიეთ და გამოიყენეთ საკუთარი შვილების მომავლის გადასარჩენად.

  20. ჰაიათი ქუჩუკს 1993 წლიდან ვიცნო, ვიცნობ მის მეუღლე თამუნასაც და მათ ორ შვილსაც. ეს ადამიანი, ანუ ჰაიათი იყო გიულენიოს ყურმოჭრილი ყმა, ყოველ წელს ამერიკაში დადიოდა გიულენისგან დირექტივები მიეღო. ჰაიათის დღესაც უამრავი ქართველი ბიზნესმენის ვალი აქვს (მხოლოდ პირადი ცხოვრებისთვის იყენებდა ამ თანხებს). რაც გიულენმა ერდოღანის დიქტატორული მმართველობის დაგმობა დაიწყო და თურქეთის დღევანდელი პრეზიდენტი თავის ოჯახთან ერთად უზარმაზარ კორუფციაში ამხილა, ერდოღანისთვის იგო ნომერ პირველი მტერი გახდა და 2014 წელს ინტერპოლის ხაზითაც დაუწყო დევნა. გიულენის სასწავლებლებს რაც შეეხება: იქნებ ვინმემ დამისახელოს ამ სასწავლებლებში მომზადებული ტერორისტი, ქართველობის მტერი ან ინტელექტუალურად რომელიმე ახალგაზრდაზე ნაკლებგანვითარებული? ჰიათი არის ერთი დროის ვიგინდარა და დღეს ერდოღანის მონა-მორჩილის როლში გვევლინება, საკმარისია ერდპოღანის წასვლა და ეს გამყიდველი ტიპიც (ჰაიათი ქუჩუკი) სხვა ბანაკში გადაინაცვლებს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here