შვედეთის ქალაქ კარლსტადში მუსიკალური ფესტივალის დასრულების შემდეგ პოლიციაში 24 განცხადება შევიდა სექსუალური ძალადობის შესახებ, მათ შორის 12 წლის გოგონას გაუპატიურების მცდელობაზე. მიგრანტებმა ახალგაზრდა შვედ ქალებზე ნადირობა მოაწყვეს.
“საუბარია ახალგაზრდა ლტოლვილების 7-8-კაციან ჯგუფებზე, რომლებიც გარს ერტყმოდნენ გოგონებს და ხელებს უფათურებდენ. ამ ჯგუფების წევრთა უმრავლესობა არასრულწლოვანია. ზოგიერთი ლტოლვილთა თავშესაფარში ცხოვრობს.” _ განუცხადა პოლიციელებს ერთ-ერთმა მოქალაქემ, რომელიც შვედ გოგონაზე თავდასხმას შეესწრო. სამართალდამცველებმა შეძლეს 2 მოძალადის დაპატიმრება.
მეორე ფესტივალიდან კი, რომელიც ქალაქ ნორჩეპინგში გაიმართა, პოლიციელებმა გაუპატიურების 5 შემთხვევაზე მიიღეს განცხადება.
“ასეთი რამ, ადრე არასოდეს მომხდარა, ეს ყველაფერი გასულ წელს დაიწყო სტოკჰოლმში, შემდეგ გავრცელდა სხვა ფესტივალებზეც”. _ განაცხადეს შვედეთის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებმა.
2015 წლის 31 დეკემბრის ღამეს გერმანიის ქალაქ კელნში მიგრანტები მასობრივად დაესხნენ თავს გერმანელ ქალებს. ახლო აღმოსავლეთიდან ლტოლვილები მხოლოდ სექსუალური ძალადობით არ შემოფარგლულან, ისინი მსხვერპლს ფულსა და ძვირფასეულობასაც ართმევდნენ. ზოგიერთი მონაცემებით, ახალი წლის ღამეს კელნში ათობით გერმანელი ქალი გააუპატიურეს, გერმანიის ხელისუფლება კი მომხდარის მიჩქმალვას შეეცადა.