პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ალექსანდრე კვასნიევსკიმ უკრაინას მოუწოდა, აღარ იოცნებოს ნატოში გაწევრებაზე, თანაც, დააზუსტა, რომ კიევის ასეთი გეგმის საწინააღმდეგო არაფერი აქვს. იუწყება “ფრანკფურტერ ალგემაინე ცაიტუნგი”.
პოლონეთის ექსპრეზიდენტმა ვარშავაში კერბერის სახელობის ფონდის მიერ გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას, ნატოში უკრაინის შესვლის უპერსპექტივობის გარდა, პოლონეთის, ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და მოლდოვას უსაფრთხოებაზეც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ 8-9 ივლისს ვარშავაში გამართულ ნატოს სამიტზე ამ ქვეყნებში ინტერნაციონალური ბატალიონების გაგზავნის შესახებაც მიიღებენ გადაწყვეტილებას.