Home რუბრიკები საზოგადოება რა აკავშირებს საქართველოსთან ახმედ ჩატაევს და ვის ხელშია თბილისის აეროპორტის დაცვის სისტემა?

რა აკავშირებს საქართველოსთან ახმედ ჩატაევს და ვის ხელშია თბილისის აეროპორტის დაცვის სისტემა?

985

2016 წელს თურქეთი განსაკუთრებული ტერორის ქვეშ იმყოფება, 28 ივნისს სტამბოლში ათათურქის სახელობის აეროპორტში მოწყობილი ტერაქტი, რიგით მესამეა და საკმაოდ მასშტაბურიც. დაღუპულია 50-მდე ადამიანი, დაჭრილთა რაოდენობა კი 230-ს აჭარბებს. 

თურქულმა მედიამ ათათურქის აეროპორტში მომხდარი თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილად ჩეჩენი ახმედ ჩატაევი დაასახელა. ის, როგორც ექსპერტები ამბობენ, “ისლამური სახელმწიფოსწევრია. ჩატაევი ლაფანყურის სპეცოპერაციისას დაკავებულთა შორის ერთერთია და სასჯელს საქართველოში იხდიდა. მას შემდეგ, რაც თურქეთში მომხდარ ტერაქტში ჩატაევიც მოიხსენიეს, ამჟამინდელმა ხელისუფლებამ წინა მთავრობისკენ გაიშვერა ხელი, სააკაშვილის ხელისუფლებამ კიოცნებადაადანაშაულა ჩატაევის ციხიდან გაშვების გამორა აკავშირებს საქართველოსთან ახმედ ჩატაევს და შესაძლო იყო თუ არა, მას სტამბოლში მოწყობილ ტერაქტში მიეღო მონაწილეობა? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ქართველ ექსპერტებს ვესაუბრეთ.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/acbcc283d023.jpg

პრემიერმა კვირიკაშვილმა სასწრაფოდ უნდა შექმნას ანიტერორისტული ბიურო

ვახტანგ მაისაია, სამხედრო ექსპერტი, ტერორიზმთან ბრძოლის სპეციალისტი:

_ ახმედ ჩატაევი ჩეჩნეთის ომში საველე მეთაური იყო, სპეცდანიშნულების რაზმის _ იარმუკის ჯამაათის მეთაური. ის საქართველოში სპეცსამსახურების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა. 2009 წლიდან სააკაშვილმა მჭიდრო თანამშრომლობა დაიწყო ახმედ ჩატაევთან და არა მხოლოდ მასთან, სააკაშვილი “ალ-ქაიდასთანაც” თანამშრომლობდა, ის ტერორიზმის ოფიციალური სპონსორი იყო _ საშიში ტერორისტების მხარდამჭერი გახლდათ. ყოფილი პრეზიდენტი თავისი სპეცსამსახურების მეშვეობით ურთიერთობდა ტერორისტებთან. მას ეხმარებოდა კონტრდაზვერვის დეპარტამენტი, თავდაცვის სამინისტროს გარკვეული სტრუქტურები, მაგალითად, სამხედრო დაზვერვის სამსახური, ანიტერორისტული დეპარტამენტი. ყველა ამ უწყებას კოორდინაციას უწევდა შინაგან საქმეთა მინისტრის იმჟამინდელი მოადგილე გია ლორთქიფანიძე, რომელიც წარმოშობით პანკისიდანაა.

კოორდინატორთა შორის ალი დუბაევი და ახმედ ჩატაევიც იყვნენ. ალი დუბაევი, მეტსახელად “ზოოვი” გამოაშკარავებული და დაპატიმრებული იყო თურქეთის სპეცსამსახურების მიერ. ის დღესაც იხდის სასჯელს _ სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.

სწორედ ეს ალი დუბაევი და ახმედ ჩატაევი მონაწილეობდნენ ლაფანყურის სპეცოპერაციის დაგეგმვაში. შესაძლოა, ჩატაევი არაფერ შუაშია, მაგრამ შეთხვევით არაფერი ხდება. როგორც გამოძიებამ მოგვიანებით დაადგინა, ჩატაევის დანაშაული არ იკვეთებოდა, მაგრამ ის გამოიყენეს.

სააკაშვილისდროინდელი სასამართლო ცდილობდა, წარმოეჩინა ისე, თითქოს დამნაშავეთა ჯგუფი რუსეთიდან საქართველოში გადმოდიოდა, მაგრამ ეს ასე არ იყო, პირიქით _ დამნაშავეები საქართველოდან რუსეთში გადადიოდნენ, რაც ჩვენმა საგამოძიებო კომისიამაც დაადგინა.

ჩატაევის საქართველოში ჩამოყვანა ლორთქიფანიძის ინიციატივა გახლდათ, ამის მოწმეებიც არსებობენ. სპეცოპერაციისას ჩატაევი მძიმედ დაიჭრა, ფეხი დაკარგა და იძულებული შეიქნა, სამართალდამცავებს ჩაბარებოდა.

2012 წელს ახმედ ჩატაევი პატიმრობიდან გაათავისუფლეს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო. სასამართლომ ჰუმანურობა გამოიჩინა, თანაც, დანაშაული არ უმტკიცდებოდა. საქართველოდან ჩატაევი ავსტრიაში წავიდა და რეაბილიტაციის კურსი გაიარა. 2013-2014 წლებში ახმედ ჩატაევი “ისლამური სახელმწიფოს” ტერიტორიაზე ჩავიდა და ამ ორგანიზაციის მნიშვნელოვანი ფიგურა გახდა. მას ჩაბარებული აქვს ე.წ. კავკასიური ბიუროს მმართველობა. ყველა ოპერაცია კავკასიაში მის სახელს უკავშირდება.

_ რუსეთი ჩატაევის გადაცემას სთხოვდა საქართველოს, მაგრამ უარი მიიღო

_ ის, რომ ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, თურქეთში მომხდარ ტერაქტში რუსეთის ბრალი აღმოაჩინოს, “შეთქმულების თეორიის” ნაწილი მგონია. ტერაქტებში რუსეთის მონაწილეობას გამოვრიცხავ. ზოგიერთი უვიცი ექსპერტი ამბობს, ტერაქტის შემდეგ “კალაშნიკოვი” იპოვეს და ე.ი. რუსეთის ხელი ურევიაო. არადა, ის “კალაშნიკოვი” იუგოსლავიური წარმოების იარაღია და გასარკვევია, იქ როგორ აღმოჩნდა…

_ რუსეთმა და თურქეთმა ურთიერთობა მოაგვარეს და, დიდი ალბათობით, ერთად იბრძოლებენ ტერორიზმის წინააღმდეგ. ასეთ ვითარებაში რა საფრთხის წინაშე დგას საქართველო? ხომ შეიძლება, რომისლამურმა სახელმწიფომსაქართველო გამოიყენოს, რათა ორივე მიმართულებით განახორციელოს შეტევა?

_ ათათურქის აეროპორტის აფეთქების შემდეგ საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვისაც ძალიან დიდია. მინდა, თქვენი ყურადღება ერთი მნიშვნელოვან გარემოებას მივაპყო. “ისლამურმა სახელმწიფომ” ახალი სტრატეგია შეიმუშავა. ტერაქტების მოწყობა დაიწყო გეოეკონომიკური გავლენის ცენტრებზე. თავს დაესხნენ “აბრეშუმის გზის” ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს, შემდეგ _ ორლანდოს, ტურიზმის მნიშვნელოვან ცენტრს და ბოლოს _ ათათურქის აეროპორტს, რომელიც უმნიშვნელოვანესი გეოეკონომიკური ცენტრია, არის თავისუფალი ეკონომიკური ზონა. ათათურქის აეროპორტი გადაზიდვების რაოდენობით ევროპაში მესამე ადგილზეა, თვეში 3 მილიარდი დოლარის ტვირთი გადააქვთ და მილიონობით ადამიანი გადაჰყავთ.

საქართველოც არის მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო ქვეყანა: სამხრეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმართულებებით მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ, ჩვენს ქვეყანაზე გადის ჩრდილოეთ-სამხრეთის მნიშვნელოვანი საკვანძო არტერიებიც. აქედან გამომდინარე, “ისლამური სახელმწიფოს” ეს დარტყმა უკანასკნელი არ იქნება. დარტყმები ყველა მიმართულებით არის მოსალოდნელი.

ასეთ რთულ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის დასაცავად მზად არ არის. შესაძლოა, დაბალი დონის საფრთხეებს გავუმკლავდეთ, მაგრამ საშუალო და მაღალი დონის საფრთხეებთან ვერაფერს გავაწყობთ. არადა, საფრთხე რეალურია.

დღეს ხელისუფლებაში, თანაც, საკვანძო თანამდებობებზე სხედან ადამიანები, რომლებიც წინა ხელისუფლების პერიოდში ტერორისტებთან თანამშრომლობაში იყვნენ ეჭვმიტანილი. ამიტომ საფრთხე ორმაგია _ შესაძლოა, ეს ადამიანები გამოიყენონ, დაზღვეული ნამდვილად არ ვართ. ერთ-ერთი ადამიანი, სახელად ლადო დათაშვილი, რომელსაც პირდაპირი კავშირი ჰქონდა ტერორისტებთან, დღესაც საგამოძიები სამსახურის უფროსია, ხოლო ოთარ ორჯონიკიძე თბილისის საერთაშორისო აეროპორტის “ოდეერია” (მოქმედი რეზერვის ოფიცერი _ ე.ნ), ამ ადამიანს აეროპორტის დაცვის სისტემის “გაყიდვა” შეუძლია. წარმოგიდგენიათ, რამხელა საფრთხის წინაშე ვდგავართ? აერპორტში რომ ჩამოვიდეს ვინმე და ორჯონიკიძეს “ჯიჰადისტების” მოკითხვა გადასცეს ან ჩატაევმა მოიკითხოს, როგორ ფიქრობთ, რას იზამს? სულ რაღაც 300 ათას დოლარად აეროპორტის დაცვის სქემას არ გაყიდის? გაყიდის, აუცილებლად გაყიდის და მერე ვიკითხავთ, რატომ დაგვემართა საშინელება.

კადრები აუცილებლად უნდა შეიცვალოს. პრემიერმა კვირიკაშვილმა სასწრაფოდ უნდა შექმნას ანტიტერორისტული ბიურო და უმკაცრესად გააკონტროლოს. აუცილებელია, აგრეთვე, აგენტურული ცენტრის შექმნა და ბოლოს _ ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს მუდმივი ანალიტიკური ცენტრის არსებობას. კავკასიაში მიმდინარე პროცესებზე არავინ მუშაობს, არასამთავრობოების მიერ ჩატარებული სამუშაოები საკმარისი არ არის, მთავრობა აქტიურად უნდა ჩაერიოს პროცესებში, მაგრამ ვინ? მთავრობა პრეზიდენტს არ ელაპარაკება, იმ მთავრობაშიც ვინ საით გარბის, არავინ იცის. ასე რომ, ქვეყანა საფრთხეშია, ხოლო საფრთხის თავიდან აცილების რეალური გეგმა და მზადყოფნა, არ არსებობს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/mamuka_areshidze_55429_.jpg

თურქეთში რაც მოხდა, იმის ჩამდენი ნამდვილად იყო ახმედ ჩატაევი

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში:

_ ახმედ ჩატაევი თავიდანვე ეზიარა ფუნდამენტალისტურ ისლამს, ახალგაზდა იყო, როდესაც დაიჭრა და ტყვედ ჩავარდა. ციხიდან გამოვიდა, ევროპას მიაშურა, ავსტრიამ მას პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა. დევნილის სტატუსის მოპოვების შემდეგ ჩატაევი ვეროპაში თავისუფლად გადაადგილდებოდა და დაკავებული იყო ახალგაზრდების გადაბირებით, რომლებსაც შემდეგ სირიაში გზავნიდა. მოგვიანებით, ის ჯერ შვედებმა, ხოლო შემდეგ ბულგარელებმა და უკრაინელებმაც დააპატიმრეს. მიზეზი, იარაღის უკანონო ტარება და გადატანა იყო. როდესაც ჩატაევი უკრაინელებმა დააპატიმრეს, სააკაშვილის ხელისუფლებამ რატომღაც მოინდომა, ის საქართველოსთვის გადმოეცათ. მოთხოვნას მოტივად დაედო, რომ ჩატაევს ოჯახი საქართველოში ჰყავდა, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. იმჟამინდელ ხელისუფლებას ჩატაევი რაღაცაში სჭირდებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ამ ადამიანს საქართველოს მოქალაქეობა მისცეს და სპეცსამსახურებთანაც მჭიდროდ თანამშრომლობდა.

2012 წლიდან ჩატაევმა დაიწყო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩეჩნებისა და ქისტების საქართველოში ჩამოყვანა და, როგორც “ლაფანყურის სპეცოპერაციაში” გადარჩენილი ადამიანები ამბობენ, მათი გაწვრთნა, განსაკუთრებით _ იდეოლოგიურ ნაწილში. “ლაფანყურის ოპერაციაში” ჩატაევი უშუალოდ არ მონაწილეობდა, მას მთავრობამ მოლაპარაკებაში მონაწილეობის მისაღებად დაუძახა. ჩატაევი საქართველოს სპეცსამსახურების ოფიციალური თანამშრომელი არ იყო, ანუ ხელფასს არ იღებდა. “ლაფანყურის სპეცოპერაციიდან” იმიტომ არ წამოვიდა, რომ მოღალატედ არ ჩაეთვალათ, თავად ასე განმარტავს. ჩატაევი შეტაკებაში მოყვა, დაიჭრა, ხევში ჩავარდა და 9 დღე იმალებოდა. მერე დაიჭირეს, გაასამართლეს და 2012 წელს ახლადმოსულმა ხელისუფლებამ გაათავისუფლა.

_ ახლა, როდესაც თურქეთში მომხდარ ტერაქტში ჩატაევიც მოიხსენიეს, მთავრობის წარმომადგენლები ხელს წინა ხელისუფლებისკენ იშვერენ, ხოლო ისინი პირიქით _ ამჟამინდელი მთავრობისკენუნდა გაეთავისუფლებინათ თუ არა ჩატავი?

_ ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ჩატაევს არ გავუშვებდი, მაგრამ, როგორც ჩანს, ხელისუფლება ძლიერ ზეწოლას განიცდიდა რუსეთის ხელისუფლებისგან მისი გადაცემის გამო. თანაც, ამ პიროვნებას უკვე ჰქონდა პოლიტიკური დევნილის სტატუსი, “ლაფანყურის ოპერაციისას” მის მიმართ წაყენებული ბრალდებები არ დასტურდებოდა, ისე,ზუსტად ვიცი: თურქეთში რაც მოხდა, იმის ჩამდენი ნამდვილად იყო ახმედ ჩატაევი. ეს ადამიანი არის “ისლამური დაჯგუფების” ერთ-ერთი ამირა, თანაც, კავკასიის ბიუროს ხელმძღვანელობს. თურქეთში ყველა არაბი აღრიცხვაზეა აყვანილი, ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ ტერაქტის დამკვეთმა ყურადღება ჩატაევზე შეაჩერა, ანუ ჩეჩნურ-კავკასიურ დაჯგუფებაზე.

_ დიდი საფრთხის წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა?

_ საფრთხე უდავოდ დიდია, მაგრამ თურქეთის ტერაქტი აქ არაფერ შუაშია. ეს პოლიტიკური ტერაქტი იყო. ტერორისტებმა იერიში მიიტანეს თურქეთის ყველაზე დაცულ ობიექტზე _ ათათურქის აეროპორტზე, რომელიც თურქეთის სიმბოლოდ ითვლება, ამით მსოფლიოს უთხრეს – თურქეთის სპეცსამსახურები არაფრად ვარგა და ათათურქის სახელიც შეგვიძლია ტალახში ამოვსვაროთ. ტერაქტის ამოცანა ეს იყო. ამიტომ საქართველო არაფერ შუაშია, თუმცა ჩატაევს ჯიბეში საქართველოს პასპორტი ედო, ისევე, როგორც რუსეთისა და, შესაძლოა, ავსტრიისაც.

საქართველო დღეს იდეოლოგიური ტერორიზმის ქვეშ იმყოფება. რადიკალური ისლამის წარმომადგენლებმა ჩვენს ტერიტორიაზე ტაქტიკა შეცვალეს. ქადაგება, ემისრები, სოციალური ქსელები აქტიურად არის ჩართული ახალგაზრდების გადასაბირებლად და, თუ აქამდე ერთ რეგიონში იყო მწვავე ვითარება, ახლა უკვე ოთხ რეგიონში გვაქვს პრობლემა.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

  1. ფაქტია, სპეცსამსახურების სამზარეულო მოსაწესრიგებელია.წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს დიდი უბედურებები ელის.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here