Home რუბრიკები საზოგადოება გორში ახალი მოძრაობა დაფუძნდა _ “სოციალისტური საქართველო”

გორში ახალი მოძრაობა დაფუძნდა _ “სოციალისტური საქართველო”

830

2016 წლის 22 ივნისს, დიდი სამამულო ომის დაწყების 75- წლისთავზე, გორში სახალხო მოძრაობასოციალისტური საქართველოდაფუძნდა. მოძრაობის დამფუძნებლები არიან: საერთაშორისო ორგანიზაციასტალინისთავმჯდომარე გრიგოლ ონიანი, პარტიანეიტრალური საქართველოსლიდერი ვალერი კვარაცხელია და ერთიანი კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე თემურ ფიფია. შეხვედრას ესწრებოდნენ: რუსეთის დუმის დეპუტატი ვლადიმერ სიმაგინი და რუსეთის კომუნისტრული პარტიის წარმომადგენელი ჩერმენ დუდატიშეკრებაზე საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ჩამოსულმა ადამიანებმა ამ ახალი პროგრესული მოძრაობის დაფუძნებას ერთხმად დაუჭირეს მხარი და მის თავმჯდომარედ ვალერი კვარაცხელია აირჩიეს.

მჯერა, გორიდან დაიწყება და ისევ აღდგება რუსეთსაქართველოს შორის დიდი მეგობრობარუსეთი არ დაგივიწყებთ

ვლადიმერ სიმაგინი, რუსეთის დუმის დეპუტატი:

_ სრულიად რუსეთის სახელით მოგესალმებით ამ უძველეს მიწაზე. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმისთვის, რომ 25 წელი, მიუხედავად ყველაფრისა, შეინარჩუნეთ რუსი ხალხის სიყვარული. ქართველებმა შეგიძლიათ უახლოეს ადამიანად ჩამთვალოთ. მე სიონის ტაძარში მოვინათლე. მახსოვს ბედნიერი საქართველო. ეს იყო მაშინ, როდესაც რუსები და ქართველები მეგობრობდნენ. ჩვენ გვიყვარს თქვენი სიმღერა, ჩვენ ამერიკულ სიმღერებს არ ვმღერით. არ დაგავიწყდეთ ევროკავშირის მიზანი _ მათ საქართველოს კეთილდღეობა არ სურთ. თქვენი გადასაწყვეტია, რა გზას აირჩევთ.

ვიმყოფები რა გორში, არ შემიძლია, არ ვთქვა, რომ სტალინის მსგავსი ადამიანი დედამიწაზე მეორე არ დაბადებულა. ჩვენ სხვა დიდი ქართველებიც ვიცით, მაგრამ სტალინი განსაკუთრებული ფენომენია. მჯერა, გორიდან დაიწყება და ისევ აღდგება რუსეთ-საქართველოს შორის დიდი მეგობრობა; მჯერა, ისევ ბედნიერი იქნება ქართველი ხალხი. რუსეთი თქვენ არ დაგივიწყებთ.

სტუმარმა შეხვედრის ორგანიზატორებს რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის ლიდერის _ გენადი ზუგანოვის მიერ გამოგზავნილი საჩუქრები გადასცა.

ჩერმენ დუდატი, რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის წევრი:

_ პირველად ვიმყოფები საქართველოში, სტალინის სამშობლოში… სასიამოვნოა, რომ ვხედავ ამდენ ადამიანს, რომლებსაც დიდი ბელადის ღვაწლი ახსოვთ.

მივესალმები თქვენ წამოწყებულ საქმეს _ სახალხო მოძრაობა “სოციალისტური საქართველოს” დაფუძნებას. მე მისიაც მაკისრია, უნდა წაგიკითხოთ გენადი ზუგანოვის მისალმება: “ძვირფასო მეგობრებო, მივესალმები თქვენ წამოწყებულ საქმეს და მჯერა, რომ ეს მოძრაობა იქნება ჩვენი საყრდენი, საიმედო პარტნიორი ბრძოლაში მშრომელი ხალხის დასაცავად და სოციალიზმის ასაყვავებლად. ჩვენ წლების განმავლობაში ერთად ვიბრძოდით საერთო ღირებულებებისთვის. ჩვენ, ყველამ ერთად, დავამარცხეთ ფაშიზმი და ერთობლივი ძალისხმევით ძალიან მალე ქვეყანა ფეხზე დავაყენეთ. გვჯერა, რომ მოძრაობა “სიციალისტური საქართველო” ყველაფერს გააკეთებს ორ ქვეყანას შორის მეგობრობის აღსადგენად.

თუ სააკაშვილისნაციონალურ მოძრაობასშეუძლია, დახმარება სთხოვოს ამერიკასა და ევროპას, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია მივმართოთ რუს ხალხს?!”

გრიგოლ ონიანი, საერთაშორისო საზოგადოებასტალინისთავმჯდომარე:

_ საქართველოს ყოველთვის სჭირდებოდა დიდი რუსი ხალხის მხარდაჭერა. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ, რასაც აფხაზი, ოსი და ქართველი ხალხი ერთმანეთში მოილაპარაკებს, რუსეთი მათ ნებისმიერ გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერს. აი, ამას ჰქვია მხარდაჭერა. რუსეთმა ხალხის იმედი ბევრჯერ გაამართლა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მსოფლიო ფაშიზმისგან გაათავისუფლა.

თუ სააკაშვილისნაციონალურ მოძრაობასშეუძლია, დახმარება სთხოვოს ამერიკასა და ევროპას, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია მივმართოთ რუს ხალხს?!

გაუმარჯოს ქართველი და რუსი ხალხების საუკუნოვან მეგობრობას! გაუმარჯოს სტალინის უკვდავ იდეას, სოციალიზმის უკვდავ იდეას!

გორელებო, თქვენ მოგმართავთ! სტალინი უნდა გაცოცხლდეს იქ, სადაც დაიბადა, და მისი მტრების დასამარება სწორედ სტალინის მიწა-წყლიდან უნდა დავიწყოთ.

გრიგოლ ონიანმა გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ვალერი კვარაცხელია დაასახელა, დამსწრე საზოგადოებამ მას ერთხმად დაუჭირა მხარი.

ვალერი კვარაცხელია, “ნეიტრალური საქართველოსლიდერი:

_ თქვენ წინაშე პარტიის სახელით არ გამოვდივარ. აქ ვდგავარ იმიტომ, რომ მოგიწოდოთ, პარტიების იმედი არ გქონდეთ, მხოლოდ საკუთარი თავის იმედზე იყავით და გქონდეთ იმ მოძრაობის იმედი, რომელსაც დღეს ერთად ვაფუძნებთ _ “სოციალისტური საქართველოს”.

ჩვენი დროშა წითელია!

ჩვენი ჰიმნი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ჰიმნია!

ჩვენი დევიზია “დედასამშობლო გვიხმობს!”

ჩვენი სლოგანია “აყვავდი, ტურფა ქვეყანავ, ილხინე, ივერთ მხარეო!”

გიხმობთ, გეძახით, გეპატიჟებით!

წითელი დროშებით გავრეკოთ ცისფერი და ცისარტყელას ფერების დროშებითა და “უკანალის ფილოსოფია-იდეოლოგიით აღჭურვილი” თახსირები ქართული პოლიტიკიდან! სატანის მოციქულები გავრეკოთ ქართული ტელეარხებიდან, ამერიკული ტელეარხები კი _ საქართველოდან!

ვალერი კვარაცხელია დარწმუნებულია და რუსეთიდან ჩამოსულმა სტუმრებმაც დაუდასტურეს, რომ რუსეთის ფედერაცია საერთო სახალხო მოძრაობა “სოციალისტურ საქართველოს” დაუჭერს მხარს.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

1 COMMENT

  1. ერთმორწმუნე რუსეთთან მეგობრული ურთიერთობები სასწრაფოდ აღსადგენია!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here