გავრცელებული ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ თანამდებობა დატოვა და მუშაობას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაგრძობს.
როგორც ცნობილია, ანა დოლიძის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტს უზენაესი სასამართლოს წევრად წარუდგინა, მაგრამ საკანონმდებლო ორგანომ რამდენიმეთვიანი მსჯელობის შემდეგ დოლიძის კანდიდატურა ჩააგდო. დოლიძესთან ერთად პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა, ასევე, მოსამართლეობის კიდევ ორ კანდიდატს.