ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუბომირ ზაორალეკმა დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ ევროკომისიის თავმჯდომარე ჟან–კლოდ იუნკერი გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ის თანამდებობისთვის შეუფერებელია.
„ვინმეს გადადგომისკენ არ მოვუწოდებ, მაგრამ ვიღაც უნდა იყოს პასუხისმგებელი იმ ფაქტზე, რომ მან ვერ შეძლო “ბრექსიტის” შედეგების პროგნოზირება. მიმაჩნია, რომ ევროკომისიის მოქმედი თავმჯდომარე თანამდებობისთვის შეუფერებელია. მინდა, რომ ევროკომისიის ხელმძღვანელი პატივცემული, ღირსეული ადამიანი იყოს, რომელსაც საზოგადოება ენდობა”, _ განაცხადა ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.