Home რუბრიკები საზოგადოება “ევროპელიც ისეთივე მსხვერპლია ე.წ. დასავლური ნეოლიბერალიზმის, როგორიც ჩვენ, ქართველები”

“ევროპელიც ისეთივე მსხვერპლია ე.წ. დასავლური ნეოლიბერალიზმის, როგორიც ჩვენ, ქართველები”

557

წინა კვირას, 22 ივნისს, საზაფხულო სესიის დასრულებამდე ორი დღით ადრე, საქართველოს პარლამენტმა მორიგი ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი საკანონმდებლო პაკეტი ჩუმად, მზაკვრულად დაამტკიცა. 

დოკუმენტში, რომელიც იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი ინიციატივით მომზადდა, შავით თეთრზე წერია, რომძალადობისშემთხვევაში, სოციალურ მუშაკს უფლება აქვს, ბავშვი ოჯახიდან გაიყვანოს დამოძალადემშობელს (დედას, მამას ან სხვა ოჯახის წევრს) მოაშოროს. იმავე საკანონმდებლო პაკეტის თანახმად, “მოძალადისმხრიდან სოცმუშაკის დაუმორჩილებლობა გამოიწვევს ადმინისტრაციულ პატიმრობას შვიდი დღით ან გამოსასწორებელი სამუშაოების შესრულებას ერთი თვით. ამასთანავე, 14 წელს მიღწეულ არასრულწლოვანს უფლება აქვს, თავისი ინტერესების დასაცავად სასამართლოს მიმართოს და მოითხოვოს შესაბამისი სამართლებრივი ღონისძიებების გატარება, რომლითაც უნდა მოხდესძალადობისაღკვეთა და პრევენცია მომავალშიაღნიშნული საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტში მსხდომმანეოლიბერასტებმა” 74 ხმით, ანუ, რომ იტყვიან, ჩრდილოკორეული ერთსულოვნებით დაამტკიცეს და ამით მათ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს იმ გულსაკლავ რეალობას, რომ მათთვის საკუთარი ხალხის ინტერესებზე მაღლა დასავლელ მამამარჩენალთა დირექტივები დგას. მოკლედ, ქვეყანაში სადაცაა ლიწინლიწინით ამოქმედდება დასავლური იუვენალური იუსტიციარა საკანონმდებლო ცვლილებაზეა საუბარი, რა საფრთხეებს შეიცავს ეს საკანონმდებლო პაკეტი და რას მივიღებთ შედეგად? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზესაქართველო და მსოფლიოსესაუბრება უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძე.

_ ბატონო დიმიტრი, პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც სოციალურ მუშაკს უფლებას ანიჭებს, ბავშვი ოჯახიდან გაიყვანოსძალადობისშემთხვევაში. რა ცვლილებასთან გვაქვს რეალურად საქმე?

_ პირველ რიგში, ეს არის ძალიან სახიფათო და მავნე სოციალური ექსპერიმენტი, რომელიც განხორციელდა საკანონმდებლო დონეზე, მაგრამ მას შემდეგ, რაც 2014 წელს მიღებულ იქნა ანტიდისკრიმინაციული კანონი და კანონში გაჩნდა ორი ახალი ტერმინი სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ, ბუნებრივია, გასაკვირი არ არის, რომ შემდგომი საკანონმდებლო ცვლილებები პირდაპირ მიმართულია ოჯახის ინსტიტუტის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს არის იმ პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც დასავლეთ ევროპის ქვეყნებში, დიდი ხანია, ტარდება და საკმაოდ “წარმატებულადაც”, ხოლო შედეგი ამ ყველაფრისა არის ის, რომ ბავშვი, ფაქტობრივად, გამოცხადებულია სახელმწიფოს საკუთრებად და არა ოჯახის. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი მიმართულია იქით, რომ შვილებსა და მშობლებს შორის წარმოიშვას კონფლიქტი. სახელმწიფო კი ამ კონფლიქტში შეასრულებს ჟანდარმის ფუნქციას და სწორედ ასეთი ჟანდარმის შექმნის მცდელობაა ის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც 22 ივნისს მზაკვრულად მიიღეს

_ ისე, საინტერესოა, როგორ და რა კრიტერიუმით განისაზღვრება, არის თუ არა ძალადობა ბავშვზე?

_ ბევრი რამ შეიძლება ჩაითვალოს ძალადობად, მაგალითად, თუ ბავშვი ვერ იღებს საბაზისო განათლებას; და ეს ყველაფერი _ იმ ფონზე, როდესაც მთელი ათი წელი ქვეყანაში მიმდინარეობს ნეოლიბერტარიანული პოლიტიკა, რომელიც საზოგადოებას აიძულებს, არჩევანი გააკეთოს სიღატაკის ზღვარს ქვემოთ ყოფნაზე. შეგახსენებთ, რომ 2011 წლის სტატისტიკური მდგომარეობით, დაახლოებით 900 ათასი ადამიანი ითვლებოდა საქართველოში სოციალურად დაუცველად და, ბუნებრივია, მათ ოჯახში გაზრდილი ბავშვები იმ ე.წ. უსაფრთხოების კრიტერიუმს ვერ დააკმაყოფილებენ, ანუ ისინი პირდაპირ დაექვემდებარებიან სახელმწიფოს მხრიდან კონტროლს და მეტიც, სამომავლოდ ეს ე.წ. საკანონმდებლო ინიციატივები კიდევ უფრო უნივერსალური გახდება ასეთი ბავშვების მომავალი ბედის განსაზღვრის თვალსაზრისით.

_ და რა ბედი ეწევათ ამ ბავშვებს?

_ დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს აგრესიული სოდომიზაციისა და გენდერიზაციის პოლიტიკა, რომელიც ყველა სფეროში იგრძნობა. შემთხვევითი არ არის, რომ ხელისუფლებაშიქართული ოცნებისმოსვლის შემდეგ საზოგადოებისთვის მიუღებელი ყველა საკანონმდებლო ინიციატივის ავტორები არიან რესპუბლიკელები, ხოლო კოალიციის კონგლომერატის ყველა დანარჩენი შემავსებელი არის მონურ მორჩილებაში

_ კონკრეტულად რაში გამოიხატება სოდომიზაციის პოლიტიკა, რაში ჩანს ეს ყველაზე მეტად?

_ ეს ყველაფერი ხშირად გამოიკვეთება ხოლმე ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან წარმოდგენილ ინიციატივებში. მოგეხსენებათ, რომ ეს არასამთავრობოორგანიზაციები უცხოეთიდან ფინანსდებიან და ხშირად მათი ბიუჯეტი რამდენიმეჯერ აღემატება ჩვენს მუნიციპალურ ბიუჯეტებს.

რაც შეეხება პროპაგანდას, რა თქმა უნდა, ძალიან დიდ როლს თამაშობს მედია, განსაკუთრებით _ ტელევიზია და, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ძალა აქვს იმ რიტორიკას, რომელიც რეგულარულად გვესმის ტელეეთერიდან, რომ თურმე ჩვენ უნდა ვიყოთ ტოლერანტულები და შემწყნარებლები “განსხვავებულთა” მიმართ. ამ ყველაფრის მიღების ერთ-ერთი უტყუარი დადასტურება და მტკიცებულებაა საგანი “მე და საზოგადოება”, რომელიც 2014-15 წლებში უნდა შეეტანათ საგანმანათლებლო სისტემაში, მაგრამ ჩვენი და ეკლესიის აქტიურობით ვერ მოახერხეს; ახლა კიდევ შემოდის ახალი ცნება _ ფემიციდი და ეს არის პირდაპირი მცდელობა, რომ ადამიანის უფლებებზე ზრუნვის სახელით ქალის როლი ჩაანაცვლოს ლგბტ-თემმა, რომელსაც გარკვეულწილად გულისხმობს ე.წ. გენდერიზაციის თეორიაც.

_ დავუბრუნდეთ 22 ივნისს დამტკიცებულ საკანონმდებლო პაკეტს. ეს დოკუმენტი მომზადებულია იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროების ინიციატივით. როგორ ფიქრობთ, ვინ დგას ამ უწყებების უკან, ვისი დირექტივით მოქმედებენ ისინი?

_ ეს ყველაფერი არის ევროდირექტივები, რომლებზეც ჩვენი ხელისუფლება საჯაროდ არ საუბრობს და ვერც ისაუბრებს. საგანიმე და საზოგადოებაცევროპული ქარტიის ინიციატივა იყო და მათ რეკომენდაციებში პირდაპირ კეთდებოდა მოწოდებები, რომ .. მესამე სქესის მიღება მოზარდებში დაწყებითი კლასებიდანვე უნდა ყოფილიყო უზრუნველყოფილი.

რაც შეეხება იუვენალური იუსტიციის ელემენტების შემოღებას ჩვენს საკანონმდებლო სივრცეში, ეს არის ევროკომისიის პირდაპირი რეკომენდაცია, ოღონდ ტერმინმა შეცდომაში არ შეგიყვანოთ და რეკომენდაცია ამ შემთხვევაში არ გეგონოთ რაღაც უწყინარი მოწოდება, აქ საუბარია პირდაპირ მითითებაზე, რომლის შესრულების აუცილებლობაც ხელისუფლებამ კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა დააყენოს, ანუ რეალურად ეს .. საკანონმდებლო ინიციატივები არის დასავლეთიდან მიღებული ინსტრუქცია, ხოლო დღევანდელი ხელისუფლება დასმულია მხოლოდ იმისთვის, რომ ყველა ინსტრუქცია თუ დირექტივა მიიღოს და განახორციელოს ზედმიწევნით. ეს არის მათი ძალაუფლების გარანტია და მათ კარგად იციან, სხვანაირად რომ ერთ წელსაც ვერ გასტანენ ხელისუფლებაში…

_ ის .. ნეოლიბერალური იდეოლოგია, რომელიც თქვენ ახსენეთ და რომელიცგანსხვავებულთამიმართშემწყნარებლობასგვაიძულებს, თვითონ ევროპაში დღითიდღე მიუღებელი ხდება. ამის ერთერთ მაგალითად ბრიტანეთში ჩატარებული რეფერენდუმი უნდა ჩაითვალოსროგორ ფიქრობთ, ჩვენ რატომ გვახვევენ თავს ამ იდეოლოგიას ასე მძაფრად, თუ ეს იდეოლოგია თვითონ ევროპელებს არ სურთ?

_ პასუხი ძალიან მარტივია: ერთია პოლიტიკა და პოლიტიკური ელიტის ინტერესები და მეორე _ საზოგადოება, რომელიც ხშირად სულ სხვა რამეს ითხოვს და სხვა რამეს ელოდება ხელისუფლებისგან. ბრიტანეთი სწორედ ამის მაგალითია.

რეფერენდუმს რაც შეეხება, ვფიქრობ, დღეს ევროკავშირში ყოფნა ასევე არ სურთ ფრანგებს, გერმანელებს, ირლანდიელებს, ბერძნებს და მიზეზი არის სწორედ ის, რომ ისინი ხედავენ, საით მიდის მათი ქვეყანა. დღეს ევროპელიც ისეთივე მსხვერპლია ე.წ. დასავლური ნეოლიბერალიზმის, როგორიც ჩვენ, ქართველები და ნებისმიერი სხვა სახელმწიფო, რომელიც მათი დირექტივებით იმართება, ამიტომაც მატულობს სკეპტიციზმი “ლიბერალური” იდეოლოგიისადმი და ამიტომ მძლავრობს დღითიდღე ევროპის რიგ ქვეყნებში ნაციონალიზმი…

_ დასაწყისში რესპუბლიკური პარტია ახსენეთ და თქვით, რომ დასავლეთიდან მიღებული დირექტივებისა თუ საკანონმდებლო პაკეტების პირველი შემსრულებლები ისინი არიან. პარლამენტში ასევე არის ხალხი, რომელიც თავის დროზე გამოდიოდა ინიციატივით, რომ დეპუტატებს ეროვნული ტანისამოსით ევლოთროგორ ფიქრობთ, რატომ არ ჩანან ეს ადამიანები, როცა ეროვნულ იდეოლოგიას საფრთხე ემუქრება?

_ თქვენი შეკითხვიდან გამომდინარე, ძალიან მძიმე შეფასება მომიწევს იმ პოლიტიკური ძალებისა, რომლებიც ლეღვის ფოთლის ფუნქციას ასრულებენ “ნეოლიბერალების” ხელში. სამწუხაროა, როცა ხმამაღლა დეკლარირებ ეროვნულ ფასეულობებსა და ღირებულებებს, რომელთა ძალითაც შედიხარ პარლამენტში, შემდეგ იცვამ ჩოხას და მერე აღმოჩნდება, რომ თურმე მხარს უჭერ ანტიდისკრიმინაციულ კანონს, იუვენალურ იუსტიციასაც და, საზოგადოდ, ყველაფერს, რასაც დასავლეთიდან გიბრძანებენ. ჩემი აზრით, ეს არის ღალატი და ასეთი ძალები ემსახურებიან დემოკრატიის ანტურაჟს. არაფერი ეროვნული მათ არ სცხიათ, ისინი არიან ჩვეულებრივი შემსრულებლები ისევე, როგორც რესპუბლიკელები და კიდევ არაერთი ძალა, რომლებიც დღეს პარლამენტში სხედან

_ როგორ აისახება დემოგრაფიაზე იუვენალური იუსტიცია, რომელიც უკვე, ფაქტობრივად, მიღებულია?

_ იუვენალური იუსტიციის დემოგრაფიაზე ასახვის საკითხი ჩვენ შეგვიძლია კონკრეტულ სტატისტიკურ მონაცემებში მოვიძიოთ. მაგალითად, უკრაინაში რამდენიმე ათასამდეა იმ ბავშვების რაოდენობა, რომლებიც სწორედ “უსაფრთხოების” კრიტერიუმის არარსებობის გამო მიჰყავს სოციალურ მუშაკს ყოველწლიურად. ვიტყოდი, რომ ეს არის საზოგადოების გენოციდი და ჩვენისთანა მცირერიცხოვანი ერისთვის ამას განსაკუთრებულად დამანგრეველი შედეგი ექნება. სწორედ ამიტომ ის, რაც დღეს ხდება ევროპაში, ჩვენთვის უნდა იყოს სიგნალი, რომ, ერთი მხრივ, უარი ვთქვათ ე.წ. ნეოლიბერალურ იდეოლოგიაზე, მეორე მხრივ, კი ვიზრუნოთ ამ იდეოლოგიის მსახურთა გასტუმრებაზე ხელისუფლებიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც გითხარით, შედეგები იქნება ძალიან მძიმე და იმ გაქანებული გლობალიზაციის ფონზე, რომელიც დღეს მსოფლიოშია, ამ ყველაფერს საქართველომ შეიძლება ვერ გაუძლოს…

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. რესპუბლიკური პარტიის წევრების ოჯახებს ვუსურვებ კაცი კაცზე დაქორწინებულიყოს
    და ქალი ქალზე, რომ არ გამრავლებულიყვნენ და გადაშენებულიყვნენ.

  2. dzalian samtsuxaroa, rom sakartvelos iustitsiis, dzandatvis saministrosa da parlmentis shemadgenlobashi mkofma zogiertma \\\”neopidarastebma\\\” —- amerikisa da mis mier damonebuli evropis kveknebis mtavrobebis saskeso asoebisa da ukanalis mlokvelebma aseti sazizgari da mzakvruli \\\”kanoni\\\” miiges egretsodebuli\\\”neoliberaluri ideologiis safudzvelze, magram , araushavs, araushavs, am shemodgo maze sakartveloshi monaberi mtavrobis ganaxlebis kari male gafantavs am nagavs, misi shemkmneli nagvis tomrebianad…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here