Home რუბრიკები საზოგადოება თელავში ტექნოლოგიური პარკის ფილიალი აშენდება

თელავში ტექნოლოგიური პარკის ფილიალი აშენდება

609

თელავში  ტექნოლოგიური პარკის ფილიალი აშენდება, რომელიც რეგიონში ინოვაციურ იდეებს განავითარებს და პრაქტიკაში განახორციელებს.  თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული და  თელავის მერი პლატონ კალმახელიძე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელებს შეხვდნენ. 

შეხვედრაზე  საუბარი ტექნოლოგიური პარკების შექმნისა და ექსპლოატაციის სახელმწიფო მხარდაჭერის გამოცდილებასა და თანამედროვე ტენდენციების ანალიზს შეეხო. ყურადღება გამახვილდა რეგიონებში მსგავსი ტიპის ინოვაციური მოდელების არსებობის აუცილებლობაზე.

თელავის მაჟორიტარი დეპუტატის გელა სამხარაულის აზრით,  „ტექნოლოგიურ პროცესებში ჩართვა და მსგავსი ტიპის სიახლეების დანერგვა- ეს არის თანამედროვე მსოფლიოს ცხოვრების ტემპი. ამ გამოცდილებების შესწავლა და გაზიარება ვითარების გაჯანსაღებასთან ერთად დადებს საკმაოდ შთამბეჭდავ ეკონომიკურ შედეგს. განვითარების ეს ვექტორი მნიშვნელოვანია, ტექნოლოგიური ფაქტორი ბიზნესზე ერთ-ერთი, არსებითად მოქმედი ფაქტორია, რომლითაც მართლაც შესაძლებელია პრაგმატულ მომავალზე ორიენტირება. ტექნოლოგიური პარკი არის ადგილი, სადაც ნებისმიერს შეუძლია იდეა აქციოს რეალობად და  რადიკალურად შეცვალოს თავისი ცხოვრება, როგორც იდეების ასევე ეკონომიკური მიმართულებით. ინოვაციური ლაბორატორიის გამოყენება, რეალურად არის ბიზნესის განვითარების საშუალება. შევეცდებით მასქიმალურად დაჩქარებულ დროში განვახორციელოთ ეს იდეა.“

თელავის მერის  პლატონ კალმახელიძის განცხადებით:ეს პროექტი,  სამომავლოდ, დასაქმების საშუალებადაც განიხილება  ახალგაზრდებისთვის. მათ  ექნებათ საშუალება, რომ შექმნან პროდუქტი და მიუხედავად  ლოკაციისა, მიაწოდონ მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საქართველოში ავითარებს ფაბლაბებსა და ტექნოპარკის მინიმოდელებს. გამოვთქვი სურვილი, რომ თელავში აღნიშნული პროექტი განგვეხორციელებინა, რის შემდეგაც გარკვეული ნაბიჯები გადავდგით“.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილის – ავთანდილ კასრაძის შეფასებით, რეგიონალური ინოვაციური ლაბორატორიები, მხოლოდ ინფრასტრუქტურა არ არის, პროცესი გაცილებით ღრმაა; ეს არის  არის სწავლებები, ვორქშოფები, სემინარები. ხალხი მაქსიმალურად უნდა ჩაერთოს ამ პროცესში. მთავარია, თითოეულმა ადამიანმა, იქნება ის თელავში, ზუგდიდში, ქუთაისშა, თუ სხვაგან იცოდეს, რომ დღეს მას  ბევრად მარტივად შეუძლია აწარმოოს ბიზნესი.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს წარმომადგენლეობა დაინტერესებული რეგიონებში ტექნოპარკის მინიმოდელების ფუნქციონირებით. “შეგვიძლია,  დავიწყოთ, ტრეინინგები მათთვის, ვინც  პოტენციური მომხმარებლები იქნებიან ამ ცენტრისა. კარგი იქნება, თუ წინასწარ ინტერესს გამოვიწვევთ  ახალგაზრდებში.“  განაცხადა სტრატეგიული დეპარტამენტის უფროსმა გიორგი კინწურაშვილმა. პირველი ტექნოლოგიური პარკი საქართველოში 2016 წლის 11 იანვარს გაიხსნა. 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here