18 ივნისს ლას–ვეგასში გამართულ წინასაარჩევნო მიტინგზე ახალგაზრდა მამაკაცმა აშშ–ის პრეზიდენტობის კანდიდატის _ დონალდ ტრამპის მკვლელობა სცადა. ის საიდუმლო სამსახურის თანამშრომლის იარაღის ხელში ჩაგდებას შეეცადა.
19 წლის მაიკლ სტივენ სენფორდი ტრამპის მოსაკლავად ნიუ-ჯერსიდან ნევადაში ჩავიდა.
მაიკლ სტივენ სენფორდის ჩვენებიდან ირკვევა, რომ იგი დონალდ ტრამპზე თავდასხმას მთელი წლის განმავლობაში გეგმავდა; გამოტყდა იმაშიც, რომ აქამდე არასდროს უსროლია იარაღიდან და 17 ივნისს გაიარა სროლის მოკლე კურსი.
სენფორდს გაცნობიერებული ჰქონდა, რას სჩადიოდა. მან იცოდა, რომ მოასწრებდა მხოლოდ ორჯერ გასროლას და შემდეგ მას დაცვა მოკლავდა.