Home რუბრიკები საზოგადოება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს

წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კუნძულ კრეტაზე გასამართ წმინდა კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. სინოდის სხდომა საპატრიარქოში, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ხელმძღვანელობით 10 ივნისს ჩატარდა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდი წელიწადში ორჯერ იკრიბება და ეკლესიისთვის პრობლემურ საკითხებს განიხილავს. წმინდა სინოდმა მართლმადიდებელთა მსოფლიო კრებისთვის მოსამზადებლად საკითხები 25 მაისის სხდომაზე უკვე განიხილა. მართლმადიდებელი ეკლესიების წმინდა და დიდი კრება კუნძულ კრეტაზე 16-27 ივნისს უნდა გაიმართოს. კრების დღის წესრიგის შესათანხმებლად მართლმადიდებელი ეკლესიების  მეთაურები ერთმანეთს ჟენევაში (შამბეზში) 22-27 იანვარს შეხვდნენ.

კრებაზე იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიც არის: მართლმადიდებელი ეკლესიების ურთიერთობა სხვა არამართლმადიდებელ ეკლესიებთან; ქორწინების დამაბრკოლებელი მიზეზები, კერძოდ, შერეული ქორწინებები მართლმადიდებლებსა და არამართლმადიდებლებს შორის; ქორწინება ნათესაური კავშირის შემთხვევაში და სხვ. ამ საკითხებზე მართლმადიდებელ ეკლესიებს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვთ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here