სოდომია შოტლანდიის ეკლესიაში _ მღვდელმსახურებს მათივე სქესის წარმომადგენელზე დაქორწინების ნება დართეს
21 მაისს ედინბურგში შოტლანდიის პრესვიტერიანულმა ეკლესიამ მიიღო გადაწყვეტილება, ნება დართოს მღვდელმსახურებს თავიანთი სქესის წარმომადგენლებზე იქორწინონ. იუწყება ტელეარხი ABC.
იმ მღვდელმსახურებისთვის, რომლებიც მათივე სქესის წარმომადგენელზე დაქორწინებას გადაწყვეტენ, სპეციალურად შეიქმნება მრევლი, რომლებშიც გაერთიანდებიან არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პასტორები და დიაკვნები. მღვდელმსახურთა შორის ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებისთვის გამართულ კენჭისყრაში შოტლანდიის, დიდი ბრიტანეთის, აგრეთვე, ევროპის, აზიისა და აფრიკის ქვეყნების პრესვიტერიანული ეკლესიის 850 წარმომადგენელი მონაწილეობდა.
შოტლანდიაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება 2015 წლის თებერვლიდან არის ლეგალიზებული. დიდი ბრიტანეთის ქვეყნებიდან ოფიციალურად მხოლოდ ჩრდილოეთ ირლანდიას არ უღიარებია არატრადიციული ორიენტაციის პირებს შორის ქორწინებები.
კიევში “სისხლიან კალოს” ელოდებიან
“მემარჯვენე სექტორის” მუქარამ ამერიკელი კონგრესმენები შეაშფოთა
12 ივნისს უკრაინის დედაქალაქი კიევი ცისარტყელის ფერებში “გაბრწყინდება” _ ლგბტ–თემის აქტივისტებს განზრახული აქვთ, კიევში მორიგი გეიაღლუმი მოაწყონ. მძაფრსიუჟეტიანი სცენების მოყვარულები კი “პოპკორნს” იმარაგებენ “სისხლიანი კალოს” მოლოდინში.
სწორედ სისხლიანი კალოს მოწყობას დაჰპირდნენ ჰომოსექსუალებს უკრაინის “მემარჯვენე სექტორის” წარმომადგენლები. ლგბტ-თემის წარმომადგენლები კი იმარაგებენ პეტარდებს, რომლებითაც შარშან გაუმასპინძლდნენ “მემარჯვენე სექტორის” წარმომადგენლებს.
სხვათა შორის, შარშან გეიაღლუმმა კიევში მხოლოდ ნახევარ საათს გასტანა. “მემარჯვენე სექტორის” წევრები პოლიციელთა კორდონებსაც არ შეუშინდნენ და ჰომოსექსუალების მსვლელობა სასტიკად დაარბიეს. ქალაქის მერი კლიჩკო იძულებული შეიქნა, გეებისთვის მოეწოდებინა, თავი შეეკავებინათ აღლუმის ჩატარებისგან, რადგან “არეულობები გეიაღლუმების მიმდინარეობისას მტრის წისქვილზე ასხამდა წყალს”.
უკრაინელი ჰომოსექსუალების მძიმე ხვედრით შეშფოთებულმა ამერიკის კონგრესის ქვედა პალატის 38 წევრმა წერილი გაუგზავნა აშშ-ში უკრაინის ელჩს. “უკრაინის ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას თავისი მოქალაქეების მშვიდობიანი შეკრების გამართვის უფლება და დაცვით უზრუნველყოს “კიევ პარაიდის” მარშის მონაწილენი”, _ ნათქვამია ამერიკელი კონგრესმენების წერილში.
საინტერესოა, სად იყვნენ ეს ამერიკელი კონგრესმენები მაშინ, როცა 9 მაისს, დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღეს, კიევში იგივე ულტრამემარჯვენე ძალები ომის ვეტერანებს შეურაცხყოფდნენ.
ამის შესახებ დასავლეთში კრინტი არავის დაუძრავს. სამაგიეროდ 40-მდე ამერიკელი პოლიტიკოსი ისე იცავს ჰომოსექსუალებს, თითქოს მათი აქცია ვაშინგტონში, კონგრესის ფანჯრების ქვეშ უნდა გაიმართოს.
გეისკანდალი დიდი ანდრონული კოლაიდერის ლაბორატორიაში
ბირთვული კვლევების ევროპული ორგანიზაციის (CERN) შვეიცარიაში მდებარე ლაბორატორიაში, სადაც განლაგებულია დიდი ანდრონული კოლაიდერი, სკანდალი ატყდა ლგბტ–თა წარმომადგენლების გარშემო. ამის თაობაზე იუწყება The Independent–ი.
ერთ-ერთი მეცნიერი, რომელიც მუშაობს ლაბორატორიაში, გამუდმებით ხევს “ცრონის ლგბტ-თემის კლუბის” განცხადებებს და ჰომოსექსუალებს ღორებს უწოდებს. ამ “ლგბტ-კლუბის” წარმომადგენელთა განცხადებით, მეცნიერი მარტო არ მოქმედებს და მას საკმაოდ ბევრი მხარდამჭერი ჰყავს.
სუნამო გარდაცვლილის სუნით
მეცნიერთა, სულ ცოტა, ორი ჯგუფი მუშაობს სუნამოს შესაქმნელად, რომელსაც გარდაცვლილი ადამიანის სუნი ექნება. ეს უჩვეულო პარფიუმერული აღმოჩენა სამომხმარებლო ბაზრის “ასაფეთქებლად” ემზადება, მაგრამ ახალ “სუნამოს” პარფიუმერულ საშუალებად, ალბათ, არ გამოიყენებენ. საქმე ის არის, რომ თითოეულ ადამიანს თავისი უნიკალური სუნი აქვს.
როგორც ცნობილია, სუნს ძლიერი ფსიქოლოგიური გავლენა აქვს ადამიანზე და სწორედ ამიტომ გამოიყენებენ სუნამოს გარდაცვლილი ადამიანის სუნით.
სუნის შეგრძნებისას ადამიანი შეიძლება კარგ განწყობაზეც დადგეს და ცუდზეც. გარდაცვლილის სუნის შეგრძნებისას კი ადამიანს შეიძლება დაეუფლოს მონატრების განცდა, რაც მის სულიერ მდგომარეობას გააუმჯობესებს, განსაკუთრებით სასარგებლოა ასეთი სუნამო მგლოვიარეთათვის.
სუნამოს შექმნაზე მუშაობს ჰავრის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფი კეიტ აპალეტის ხელმძღვანელობით. ამ პარფიუმერული საშუალების წარმოების ტექნიკურ დეტალებს საიდუმლოდ ინახავენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ერთი ფლაკონი სუნამოს დამზადებას 4 დღე სჭირდება. ნედლეულად კი იყენებენ გარდაცვლილის ტანსაცმელს.
ერთი ფლაკონი 600 ევრო ეღირება.