ფიროსმანის ტილო “შველი წყლის პირას” ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა
ლონდონის „სოტბის“ აუქციონზე ნიკო ფიროსმანის ნახატი „შველი წყლის პირას“ 629 000 გირვანქა სტერლინგად, ლადო გუდიაშვილის „ჩვენი ნიკო“ (ნიკო ფიროსმანის პორტრეტი) კი _ 75 000 გირვანქა სტერლინგად გაიყიდა.
ნიკო ფიროსმანის ტილო “შველი წყლის პირას” ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა. აღსანიშნავია, რომ ქართველი მხატვრების ნამუშევრები „სოტბის“ აუქციონზე რუსული ხელოვნების ნიმუშების სექციაში იყო წარმოდგენილი.