Home რუბრიკები საზოგადოება ამერიკის ელჩმა “სიზმარას” დაპატიმრება ბრძანა

ამერიკის ელჩმა “სიზმარას” დაპატიმრება ბრძანა

965

ჩვენს ხელთ არსებული უსკანდალურესი ინფორმაციით, უკვე ფეხზე დგას საქართველოს პროკურატურა, სახელმწიფო უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები, აგრეთვე, სასამართლო, რათა, როგორც კი იპოვიან ვინმესიზმარას”, სასწრაფოდ დააპატიმრონ და მიჰგვარონ ამერიკის ელჩსუი, უკაცრავად, პატიმარსა და დამნაშავეს რა უნდა საელჩოში?! წაიყვანონ და ჩასვან ციხეში!

საქმე ის არის, რომ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი ბატონი იან კელი, თურმე, ბოლო ხანს ფრიად უსიამოვნო სიზმრებმა შეაწუხა. კერძოდ, იგი გამუდმებით ხედავს, თურმე, ერთსა და იმავე სიზმარს _ სპლიყვები მის გარშემო დაფრინავენ და ზოგი რუსული წარმოების ბალისტიკურ რაკეტას უმიზნებს, ზოგი _ კალაშნიკოვის ავტომატურ ცეცხლსასროლ იარაღს და ზოგიც _ ჩვეულებრივ რუსულრაგატკას”.

აი, ასეთი სიზმრებით იტანჯება ბატონი ელჩი, ყოველ ღამე შიშის ცახცახით ეღვიძება და განწირული ხმით ითხოვს შველას. მიუხედავად იმისა, რომ მას ყოველ ღამე ეახლებიან ხოლმე ქართული სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლები და ფეხებს უთბილავენ, მაინც არაფერი შველის.

როგორც ჩვენი სანდო წყარო გვატყობინებს, იან კელი საპყრობილეშიც კი წაუყვანიათ, რათა საკუთარი თვალით ენახა და დარწმუნებულიყო, რომ საშიში ტერორისტი მეტსახელად “სპლიყვი” დაპატიმრებულია და სასჯელს იხდის, მაგრამ ელჩი მაინც ვერ დაწყნარდა და კოშმარული სიზმრები დღემდე ტანჯავს.

როგორც ამბობენ, გამოსავალი თვითონ იან კელიმ იპოვა. მას ინტერნეტფორუმზე წაუკითხავს ერთი “იუზერის” საჯარო პოსტი. “ხალხო, ხომ ვერ ამიხსნით, რა მჭირს, ამ ბოლო დროს სულ ერთსა და იმავე სიზმარს ვხედავ, აქეთ _ მოსკოვი, იქით _ კრემლი, უკან კიდევ _ პუტინები და, ნეტავ, რას უნდა ნიშნავდესო?” _ წერდა ინეტერნეტმომხმარებელი მეტსახელით “სიზმარა”.

ამის წაკითხვის შემდეგ ელჩი კელი სასწრაფოდ დარეგისტრირებულა ფორუმზე (ვარაუდობენ, რომ მანამდეც იყო დარეგისტრირებული და არ ამხელდა) მეტსახელითნაკელიდასიზმარასთვისმიუწერია, საწრაფოდ შენი სიზმარი უნდა მომცეო. რა თქმა უნდა, “სიზმარასესნაკელივიღაც შეშლილი ეგონა და დაუბლოკია.

ჰოდა, ახლა გამოცხადებულია ძებნა “სიზმარაზე”, რომელსაც ქართველმა სამართალდამცველებმა კანონით უნდა აუკრძალონ კრემლზე, პუტინსა და ოკუპანტებზე სიზმრის ნახვა და დაავალდებულონ, თავისი სიზმარი ელჩ კელის გადასცეს.

სხვათა შორის, თურმე ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ამერიკის ელჩს რისთვის სჭირდება სიზმარი, რომელშიც კრემლი და პუტინი ფიგურირებენ? ამაზე კელის ომახიანად გაუცია პასუხი: რას ამბობთ, პირიქით _ ჩვენ ხომ უშიშარი ამერიკელები ვართ, სიზმარში ყოველ ღამე მტრის ნახვა კიდევ უფრო გამოაწრთობს ჩემს ნებისყოფას და, ისედაც გულადსა და გამბედავს, კიდევ უფრო შეუდრეკელს გამხდისო!

ამერიკის ელჩის ამ ფრაზაზე ქართველი ჟურნალისტები, სამართალდამცველები და კიდევ სხვა ტიპის “შნირები” მას ფეხზე წამოუდგნენ და ტაშით დაანგრიეს დარბაზი.

მხოლოდ ჩვენმა არც ისე სპეციალურმა კორესპონდენტმა გაბედა და ჰკითხა ამერიკის ელჩს: ბატონო კელი, თუკი სპლიყვების გეშინიათ სიზმარში, რატომ გგონიათ, რომ პუტინის არ შეგეშინდებათ?”

ამაზე ჩვენს წინდაუხედავ კორესპონდენტს სასწრაფოდ პირში ეცნენ ქართველი “შნირები” და დაამუნათეს, _ როგორ ბედავ, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის ელჩს ასეთ უხერხულ კითხვებს უსვამო, ახლავე შეწყვიტე ეს რუსული პროპაგანდა და კრემლის დავალებების შესრულებაო!

ჩვენს დაჩაგრულ კორესპონდენტსაც სხვა რა გზა ჰქონდა? “დემოკრატიულად” ჩაიგდო ენა და თავჩაღუნული სასწრაფოდ გამოიქცა რედაქციაში, რათა, ამერიკული დემოკრატიული სტანდარტების მიხედვით, იქ მყოფ ქართველ სამართალდამცველებს ისიც სასწრაფოდ არ დაეპატიმრებინათ და დემოკრატიული განაჩენის მომლოდინე “სპლიყვის” გვერდით არ მიესვათ.

აშუშუ კაია

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here