კიეველები კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ ნანინანატრ ევროპას: ლგბტ–თემის წარმომადგენლებმა _ ტიმურ ლევჩუკმა და ზორიან კისმა უკრაინაში პირველი გეი–ქორწილი გადაიხადეს.
ეს “ქორწილი” ფიქტიურია, რადგან უკრაინაში ერთნაირსქესიანთა ქორწინებები ლეგალიზებული არ არის, მაგრამ ჰომოსექსუალთა შეუღლებას გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში.
“ჩვენს ოფისში ნამდვილი გეიქორწილია _ ტორტით, სტუმრებით, ფიცითა და ყველაფრით”, _ დაწერა “ფეისბუქში” საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ტოჩკა აპორის” აღმასრულებელმა დირექტორმა ბოგდან გლობამ.