ენ–დი–აის, ანუ ამერიკის ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის ახლახან გამოქვეყნებული კვლევის შედეგების მიხედვით, ქართველებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხებია:
სამუშაო ადგილები _ ამას ამბობს გამოკითხულთა 57%; ფასების ზრდა/ინფლაცია _ 35%; სიღარიბე _ 30%; პენსიები _ 26%; ტერიტორიული მთლიანობა _ 17%; რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირება – 12%.
ევროკავშირში გაწევრებას უმნიშვნელოვანეს საკითხად თურმე 77 % მიიჩნევს, ნატოში გაერთიანებას – 69 %. აი ასე _ საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკურ-დემოგრაფიული მდგომარეობა კატასტროფულია და თურმე ერთი ნათელი მიზნისკენ მიილტვის ერი _ ეს არის ნატო!