გაეროს მსოფლიოს სასურსათო პროგრამის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ უკრაინის აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გამო, 1,5 მილიონი უკრაინელი შიმშილის ზღვარზე აღმოჩნდა.
ექსპერტების ინფორმაციით, დაახლოებით 300 000 ადამიანს დახმარება დაუყოვნებლივ სჭირდება. როგორც უკრაინაში გაეროს ორგანიზაციის წარმომადგენელმა ჯანკარლო სტოპონიმ განაცხადა, საკვები პროდუქტების ყველაზე მწვავე დეფიციტი ლუგანსკის ოლქის რაიონებშია.