Home რუბრიკები პოლიტიკა გოგი თოფაძე: “გენერალისიმუს” ხიდაშელს იმდენი “საქმენი საგმირონი” აქვს ჩადენილი, რომლის საბუთებიც არსებობს,...

გოგი თოფაძე: “გენერალისიმუს” ხიდაშელს იმდენი “საქმენი საგმირონი” აქვს ჩადენილი, რომლის საბუთებიც არსებობს, რომ არჩევნებამდე გაიქცევა საქართველოდან

910

“მრეწველთა” პარტიის წინამძღოლი გოგი თოფაძე დიდი ძალისხმევის შემდეგ დავიყოლიე ინტერვიუზე, თუმცა ერთი პირობით: არაფერი შემეკითხოთ ე.წ. პირადი ცხოვრების ფარულ ჩანაწერებზე, მაგ სიბინძურეზე არ ვილაპარაკებო.

_ ბატონო გოგი, უპირველეს ყოვლისა, გილოცავთ თქვენ და ფრაქციამრეწველებსგამარჯვებას რესპუბლიკელებზე.

_ დიდი მადლობა, და აქვე აღვნიშნავ, რომ ამ, ქვეყნისთვის უაღრესად სასარგებლო საქმეში თქვენს რედაქციას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის. “საქართველო და მსოფლიოსპუბლიკაციებმა ქალბატონი ხიდაშელის მიერ საგარეჯოში ჩდენილგმირობებზეუძლიერესი პოლიტიკური ძვრები გამოიწვია, რასაც ერთ თვეში კოალიციისშენობისჩამოშლა მოჰყვა; და სასიხარულოა, რომ მისნამსხვრევებშიპირველები რესპუბლიკელები მოყვნენ.

კოალიცია “ქართული ოცნების” დაშლის ინიციატივა “მრეწველებიდან” მოდის. ეს საკითხი პირველებმა ჩვენ დავაყენეთ და ბევრის რისხვაც დავიმსახურეთ.

_ რა საჭირო იყო კოალიციის დაშლა?

_ კოალიციაში ისეთი ადამიანები შეიკრიბნენ, რომლებსაც დიამეტრულად საწინააღმდეგო თვალსაზრისი აქვთ მთელ რიგ საკითხებზე, რომელთა გამოც ქვეყანა ვერ ვითარდება საჭირო მიმართულებით. ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში კოალიციები იქმნება არჩევნების შემდეგ, რაღაც გარკვეული მოსაზრებებით. კოალიციაში შემავალთ აერთიანებს ერთ პოზიციაზე დგომა, ერთი პოლიტიკური ხედვა. არჩევნებამდე კი იქმნება საარჩევნო ბლოკი, ამიტომაც შევთავაზეთ კოლეგებს: მოდი, ცალ-ცალკე ვიყაროთ კენჭი და გამოჩნდება, ვის აქვს ხალხის ნდობა და ვის _ არა-თქო. ჩვენი მხრივ, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და, მადლობა ღმერთს, ეს საკითხი დადებითად გადაწყდა.

_ კიდევ რა მიზეზი იყო, რომელმაცმრეწველებსგადაადგმევინა ასეთი თამამი ნაბიჯი?

_ რესპუბლიკელების თავხედობამ. რესპუბლიკელებმა პრეტენზიებით აიკლესქართული ოცნება”. პრივილეგიებს მოითხოვდნენ, ცდილობდნენ, თავიანთი ხალხი ყველგან დაეყენებინათ _ მინისტრებად, მაჟორიტარებად. მიმდინარეობდა გაუთავებელი ვაჭრობა; და, რა თქმა უნდა, ჩვენ, ანუ კოალიციაში შემავალი დანარჩენი პარტიები, შეურაცხყოფილი ვიყავით.

_ ბატონო გოგი, კოალიციის დაშლის ინიციატივით თქვენ როდის გამოხვედით _ ქალბატონ ხიდაშელთან დაპირისპირების შემდეგ თუ მანამდე?

_ ხიდაშელთან კონფრონტაციამდე გაცილებით ადრე.

_ და მაინც, რატომ წაეჩხუბეთ თინა ხიდაშელს?

_ ჩვენმა ქალბატონმა თავდაცვის მინისტრმა არაერთხელ შეურაცხგვყო “მრეწველები” და, პირადად, მე. ჩვენ მშვენივრად ვიცით ე.წ. გუნდური თამაშის წესები და სამი წლის განმავლობაში, რაც ამ მოწვევის პარლამენტში ვართ, აუგად არავინ მოგვიხსენებია, “ნაციონალებიც” კი, რომლებმაც თავიანთი მმართველობის, უფრო ზუსტად, პარპაშის პერიოდში, მატერიალურად დიდად მაზარალეს. ქალბატონი თინას მორიგი ღვარძლიანი დამამცირებელი “რეპლიკა”: რა, თოფაძე ჯერ კიდევ პარლამენტშიაო, აღმოჩნდა ის წვეთი, რომელმაც მოთმინების ფიალა ამივსო. მე, ბატონო ჩემო, ძველი ტრადიციების კაცი ვარ და მასხრად აგდებას, ღირსების შელახვას შვილსაც არ ვაპატიებ! და გავეცი კიდეც საკადრისი პასუხი.

_ გულისხმობთ განცხადებას, რომლითაც ქალბატონი ხიდაშელი საგარეჯოს არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეთ? მაგრამ პროკურატურამ რეკორდულად მოკლე დროში გამოიძია ეს ამბავი და თავდაცვის მინისტრის ქმედებაში, არათუ დანაშაული, პატარა დარღვევაც ვერ აღმოაჩინა?

_ ვფიქრობ, პროკურატურაზე გარკვეულმა ძალამ, სავარაუდოდ, უცხოურმა, იქონია ძლიერი გავლენა. დღესაც ვამტკიცებ, რომ საგარეჯოს არჩევნები ჩატარდა უხეში დარღვევებით, რაც არაერთი ოფიციალური დოკუმენტით დავადასტურეთ.

ჩემი განცხადების შემდეგ, ვგულისხმობ ხიდაშელის დადანაშაულებას არჩევნების გაყალბებაში, რესპუბლიკელებმა, კერძოდ, ძმებმა ბერძენიშვილებმა, და კიდევ თითო-ოროლა ქალბატონმა, ატეხეს აურზაური, დაიწყეს ჩვენი ლანძღვა-გინება… ჯერ ერთი, რა აქვს ლევან ბერძენიშვილს ჩემზე სალაპარაკო? რა უნდა მოეკითხოს იმ კაცს, რომელიც თავის სტუდენტებს ასწავლის, რომ ვაჟაფშაველა, გენიოსი კი არა, რეგიონული დონის პოეტია, ხოლო ილია ჭავჭავაძე, ერის მამა კი არა, _ “დიდი არაფერიდა .. მიკვირს, მისი ბიოგრაფიის მქონე ადამიანი, როგორ ბედავს ხმის ამოღებას. ჩვენ არ დაგვვიწყებია, რომ ლევან ბერძენიშვილი იყო ეროვნულ მოძრაობაში შეგზავნილი აგენტი, მეტსახელადდელფინა”. ჰოდა, ამდელფინამთავის დროზეჩაუშვათანამებრძოლები, მეგობრები და ამ ღალატისთვის საპყრობილიდან გამოუშვეს. მერე, როდესაც ჩემი საწინააღმდეგო ვერავითარი კომპრომატი ვერ გამოქექა, სიმწრისგან თქვა: გოგი თოფაძესთან რა მაქვს სალაპარაკო, საპნის ქარხნის დირექტორი იყოო. ისე ამბობს, ვითომ საპნის ქარხანა პატარა დუქანია. საქართველოში იყო ერთადერთი საპნის ქარხანა, რომელშიც 260 კაცი შრომობდა და პირველმა მე, ახალგაზრდა კაცმა, რუსეთში დავიცავი დისერტაცია მაგ სპეციალობით, ჩამოვედი და დამნიშნეს ქარხნის დირექტორად. საქართველოში ჩვენ გამოვუშვით პირველი შამპუნი, რომელიც საექსპორტოდ გადიოდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში და მასზე დიდი მოთხოვნა იყო. ვუშვებდით, აგრეთვე, სხვადასხვა საპონს. დიდი წარმოება გვქონდა, რომელიც დღეს დაანგრიეს და, სამწუხაროდ, ამის გამო იძულებულები ვართ, გამოვიყენოთ იმპორტული საქონელი, ხშირად _ ცუდი ხარისხის…

საინტერესოა, ლევან ბერძენიშვილს თავის ცხოვრებაში რა აქვს კარგი გაკეთებული, გარდა ბინძური პასკვილებისა ყველაფერ ქართულზე? ან მისმა ძმამ დავითმა, რომელიც 60 წლის ხდება, ვინმემ თუ იცის, რა გააკეთა ქვეყნისთვის კარგი, გარდა გაუთავებელი პროვოკაციებისა და წივილ-კივილისა _ ჩვენ ვართ ყველაზე ერუდირებული პოლიტიკური ძალაო? 1999 წელს, როდესაც სააკაშვილი “მოქალაქეთა კავშირის” გენერალური მდივანი იყო, მერე კი, 2004 წელს, პრეზიდენტი, ხომ წიოდა, _ ერთპარტიული პარლამენტი მინდაო; ჩვენ კი, მრეწველები”, პარლამენტში მაინც გავედით, იმიტომ, რომ ხალხს ჩვენი სჯეროდა, აი, რესპუბლიკელები დამოუკიდებლად როდის მოხვდნენ პარლამენტში? _ 2004 წელს ამოჰყვეს იქ თავი, როდესაცნაცმოძრაობასშეეკრნენ და ნაცებმა გაათრიეს, შემდეგ კი, როდესაც მშველელად ბიძინა ივანიშვილი გამოჩნდა, მივარდნენ და უთხრეს, პირველები ვართ პოლიტიკაშიო. ახლა, კოალიციის დაშლისთანავე, განაცხადეს, “ქართული ოცნების” სტრატეგიულ პარტნიორად ვრჩებითო. ზღაპარია ეს. მომავალ არჩევნებზე გამოჩნდება, რასტრატეგიული პარტნიორებიარიან და როგორუყვარსხალხს რესპუბლიკელები. ხალხს სურს, რომ შევინახოთ ჩვენი ქვეყანა თავისი ტრადიციებით, ადათ-წესით, ისტორიით, კულტურით, რესპუბლიკელებში კი იმდენი ანტიქართულია, რომ, რაც უნდა დაეხმარონ მათ უცხოელი ელჩები, დააფინანსონმეგობარმა ქვეყნებმა”, მაინც არაფერი ეშველებათ! ან, ავიღოთ, თუნდაც, ნატოში გაწევრების თემა. გვეუბნებიან გასაგებად, არ გიღებთ ნატოშიო, მაგრამ ქალბატონი თავდაცვის მინისტრი მილიონობით ადამიანს ატყუებს, _ მიგვიღებენო. ჯეიმს აპატურაიმ განგვიცხადა, არ გიღებთ თქვენივე უსაფრთხოების გამოო, მაგრამ, ჩვენში დარჩეს, რაში ენაღვლება დასავლეთს საქართველოს უსაფრთხოება?! უბრალოდ, იმ ხუთმა თვემ, რომელთა განმავლობაშიც რუსეთმა იომა სირიაში და ხმამაღლა აუწყა მსოფლიოს, ისევ დავიბრუნე ზესახელმწიფოს სტატუსიო, ყირაზე დააყენა გეოპოლიტიკა, ე.წ. ერთპოლუსიანი სამყარო მოკვდა. და იმის მაგივრად, ჭკუას ვუხმოთ, დავჯდეთ და რუსებს მოველაპარაკოთ, ხიდაშელი ჯიუტობს და გაჰკივის: “ნატოოო”. ნეტავ, რამის გამკეთებელი იყოს!

_ ბატონო გოგი, დღეს, როდესაც კოალიციაქართული ოცნებადაიშალა, მიზანშეწონილია ქალბატონი ხიდაშელის დარჩენა თავდაცვის მინისტრად? იმ შემთხვევაში, თუ რესპუბლიკური პარტია საარჩევნო ბარიერს ვერ გადალახავს, ხომ შეუძლია ამჯიუტ ქალს”, ჯარი გამოიყვანოს და მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალება?

_ არაფერი არ არის გამორიცხული! ისე, თინათინ ხიდაშელი ყველაზე სამარცხვინო თავდაცვის მინისტრია და, რაც უფრო მალე დატოვებს ამ თანამდებობას, მით უკეთესი. თუმცა, არ მგონია, რომ მან შეძლოს ჯარის ქუჩაში გამოყვანა. გენერალისიმუსხიდაშელს იმდენისაქმენი საგმირონიაქვს ჩადენილი, რომლის საბუთებიც არსებობს, რომ არჩევნებამდე გაიქცევა საქართველოდან.

_ მომავალ არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში რას აპირებთმრეწველები”?

_ იცით, ამომრჩეველი ხშირად იჩაგრება.

_ რას გულისხმობთ?

_ დეპუტატობის კანდიდატი ჰპირდება ბევრს, მაგრამ, პარლამენტში რომ მოხვდება, ამომრჩეველს ივიწყებს. ამომრჩეველს კი არანაირი ბერკეტი არ აქვს, დეპუტატი აიძულოს, დაპირებები შეასრულოს, ამიტომ ვფიქრობთ, შევიმუშაოთ კანონი, რომლის ძალით ამომრჩევლები შეძლებენ, გამოიწვიონ პარლამენტიდან უღირსი მაჟორიტარი დეპუტატი, რომელიც არაფერს აკეთებს, მაგრამ დიდ ჯამაგირს იღებს.

ესაუბრა გიორგი კორძაძე

14 COMMENTS

  1. erudirebulio? erudirebuli dzala yofila respublikelebi mag berdzenishvilebs tlikinis meti araferi msmenia qartuli saqmeni eketebinot. da aseti bodishida ar minda vtqva tavdacvis ministri rom yavs saqartvelos martlac sircxvilia iset qveyanashi sadac namdvilad aris warhinebuli mamakaci samxedro rangisa ,

  2. GAIXEDET SAKARTVELOS GARET RA XDEBA FARTOT GAAXILET TVALI DA TVINS MOUXMET, AR ARIS AXLA ERTMANETIS CHAMIS DRO KVELA SAKARTVELOS PATRIOTI UNDA GAERTIANDES DA KVEKANAS MIXEDON..GAREDAN FULIT NAKID SHADIMANEBS KI TAVIANTI GZA UCHVENON.სტი

  3. ასპროცენტიან სიმართლეს ლაპარაკობს ბატონი გოგი!
    დაგვღალეს ამ \\\’\\\’დარმაედმა\\\’\\\’ რესპებმა თავისი გაიძვერობით!

  4. Gaixaret batono gogi. Tkveni da givens shemdgomi taoba tu ver movaxerxebt sakartveloshi mdgomareobis gamoscorebas, dagupula sakarttvelo da misi axalgazrdoba, romelic kartul pesvebs ise grmad ver sheigrznobs ukve

  5. ბატონ გოგის გაუმარჯოს! სიმართლე ერთია ბატონო გოგი!სულითა და გულით გეთანხმებით ! ჩვენმა პრემირმინისტრმა ყური უნდა დაუგდოს ხალხის სამართლიან მოთხოვნას და არა დასავლეთის კაპრიზებს! თავს სინანული სჯობია ბოლოჟამს დანანებასა! ერთხელ და სამუდამოდ უნდა განვთავისუფლდეთ გარედან თავს მოხვეული ანტი ეროვნული და ანტი სახელმწიფოებრივი მითითებებისაგან!.

  6. ჩემი აზრიტთ თინა ხიდაშელმა არჩევნების გაყალბებაში აჯობა სტალინს და მისი საარჩევნო შედეგი გააუმჯობესა 0,01 %. გინესების წიგნში რომ იყოს ნომინაცია არჩევნებში საუკეთესო შდეგისათვის ხიდაშელი იქნებოდა ამ ნომინაციაში უცვლელი რეკორდმსმენი რომლის შედეგსაც თეორიული შანსითაც კი ვერავინ გააუმჯობესებდა. ამიტომ ვიყოთ რეალისტები არცევნები ჩავატაროტთ ნორმალურად სადაც ხალხის ნება იქნება გამოხატული არ გამოვიყენოთ სამთავრობო რესურსი.(ნურავის ნუ ეწყინება მე ასე ვფიქრობ ცემი გადმოსახედიდან)

  7. nana, სტალინმა არჩევნები გააყალბა? საიდან მოიტანეთ? იქნებ, დოკუმენტი წარადგინოთ. ცილისწამება დიდი ცოდვაა!
    .

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here