Home რუბრიკები საზოგადოება ლევან იზორია: სტუდენტები იმ ქვეყნისა, რომელშიც ტერორიზმია, ჩვენს უნივერსიტეტში რა განზრახვით არიან?

ლევან იზორია: სტუდენტები იმ ქვეყნისა, რომელშიც ტერორიზმია, ჩვენს უნივერსიტეტში რა განზრახვით არიან?

474

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის _ ლევან იზორიას განცხადებით, 2015 წლამდე საგანმანათლებლო დაწესებულებეში .. ოდეერის ინსტიტუტი არსებობდა, მაგრამ 2015 წლის შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ეს ინსტიტუტი გაუქმდა. იზორიას თქმით, ეს იმას არ ნიშნავს, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებები უსაფრთხო და დაცულია

„მაგალითისთვის ვიტყვი, როდესაც უცხო ქვეყნიდან, მათ შორის, ისეთი ქვეყნიდან, რომელშიც ფეხი მოიკიდა ტერორიზმა, არიან სტუმრად სტუდენტები, საინტერესოა, რა მიზნით არიან, რა სპეციფიკით, რა განზრახვით არიან ჩამოსულები?! შესაბამისად, როდესაც ვამბობ, საგანმანათლებლო სისტემაში არ უნდა იყოს ეს, იმას არ ნიშნავს, რომ მთლად უსაფრთხო და დაცულია საგანმანათლებლო სისტემა, მაგრამ იქიდან გამოდმინარე, რომ ავტონომიურობის მაღალი ხარისხი აქვს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომ იქ არ იყოს სახელმწიფო უსაფრთხოების წარმომადგენელი ე.წ. ოდეერის ინსტიტუტი“, _ აღნიშნა ლევან იზორიამ.

სუს-ის უფროსის მოადგილემ ლევან იზორიამ, აგრეთვე, განაცხადა, რომ თსუ-ს კანცლერობის ყოფილი კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი, როგორც ოდეერი, სუს-ში 2015 წლის აგვისტომდე ირიცხებოდა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here