90 წლისა გარდაიცვალა ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ნანა მჭედლიძე.
ქართველი კინორეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი ნანა მჭედლიძე 1926 წელს ხონში დაიბადა. თბილისის შოთა რუსთაველის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ სწავლა იმავე ინსტიტუტში განაგრძო რეჟისურის განხრით, რომელიც 1957 წელს დაასრულა.
ნანა მჭედლიძის პირველი რეჟისორული ნამუშევარი იყო კინონოველა სახელწოდებით “ჩქარი მატარებელი”, რომელიც მან სადიპლომო ნამუშევრად წარადგინა. 1950-54 წლებში მუშაობდა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში.
ნანა მჭედლიძის გადაღებულია ფილმები: “პირველი მერცხალი”; “იმერული ესკიზები”; “დიდედები და შვილიშვილები”; “დანაშაული მოხდა”, “ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება” და სხვ.
ნანა მჭედლიძემ რამდენიმე ქართულ ფილმში დაუვიწყარი კინოროლები შექმნა.