“ერაყელი სამხედროების განცხადებით, ქალაქ ელ–რამადისთან თარხან ბათირაშვილის, მეტსახელად უმარ ალ–შიშანის ცხედარი იპოვეს”, _ იუწყება ერაყული ტელეკომპანია “ალ სუმარია”.
როგორც ტელეკომპანიას ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა სამხედრომ განუცხადა, სამხედროები ერ-რამადის სიახლოვეს ოპერაციას ატარებდნენ, როცა “ისლამური სახელმწიფოს” 10 წევრის ცხედარს მიაგნეს. მისი მტკიცებით, ერთ-ერთი სწორედ თარხან ბათირაშვილია. მანამდე პენტაგონმა განაცხადა, რომ უმარ ალ-შიშანი სირიაში ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა.