მხოლოდ ქართველი ექსპერტები არ გააოგნა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებამ თავისი სექსუალური ცხოვრების შესახებ, არა. “პირად ცხოვრებაზე” გადაღებული ვიდეოების მსხვერპლთა მხარდაჭერა პრეზიდენტის მხრიდან სავსებით გასაგებია, მაგრამ ამის გაკეთება ცოტა ზომიერი განცხადებითაც შეიძლებოდა.
მაგალითად, რომ ეთქვა, სექსი, ეს ჩვეულებრივი შემადგენელია ადამიანის ცხოვრებისა და ის არ შეიძლება იყოს კომპრომატი, მაგრამ გარკვეული ზნეობრივი ნორმების დაცვა ყველა ჩვენგანის, განსაკუთრებით კი, მაღალ საჯარო თანამდებობებზე მყოფი ადამიანების ვალია, ამასთანავე, კატეგორიული უნდა ვიყოთ ამ უკანონო და ამაზრზენი ქმედების ჩამდენების, ანუ ადამიანების ფარული გადაღებისა და ამ კადრების გავრცელების დამკვეთებისა და შემსრულებლების მიმართ და ისინი აუცილებლად უმკაცრესად უნდა დაისაჯონო, _ აი ეს იქნებოდა ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის მქონე, სერიოზული პრეზიდენტის განცხადება.
ნაცვლად ასეთი მკაცრი და მოზომილი სიტყვისა, გიორგი მარგველაშვილი ლამის პორნოვარსკვლავად მოგვევლინა და საკუთარი “მდიდარი სექსუალური ცხოვრებით” ისე “გვემარიაჟა”, თითქოს ეს პრეზიდენტის პირდაპირი, უშუალო და აუცილებელი მოვალეობა იყოს!
გასაგებიც იქნებოდა უცხოელი და ქართველი ექსპერტების გაოცება, რომ არა ერთი გარემოება, რომელსაც ჩვენმა ზედმეტად ყურადღებიანმა კორესპონდენტმა იმთავითვე მიაქცია ყურადღება. კერძოდ, ეს არის სიტყვა “მდიდარი”!
აბა, დაფიქრდით, ხომ შეიძლებოდა მარგველაშვილს წარმოეთქვა სექსის კონტექტსში უფრო შესაფერისი სხვა სიტყვა, მაგალითად, “მრავალფეროვანი სექსი”, “ხშირი სექსი”, “ექსტრავაგანტური სექსი”, “ცეცხლოვანი სექსი” ან რამე მსგავსი?
არა! მან, მაინცდამაინც სიტყვა “მდიდარი” აირჩია. რატომ?
აი, სწორედ ამან დააფიქრა ჩვენი ძალიან დაფიქრებული კორესპონდენტი და სწორ კვალზეც გაიყვანა. კერძოდ, მან ერთ-ერთ პრესკონფერენციაზე სპეციალურად დაუსვა ინტრიგანული შეკითხვა გიორგი მარგველაშვილს: “რა აზრის ხართ საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანის შესახებ?”
ამაზე პრეზიდენტს სახე აელეწა და უმალ მიუგო: “საქართველოს ყველაზე მდიდარი ადამიანი მე ვარ! თქვენ თუ ფიქრობთ, რომ სიმდიდრე მხოლოდ ფულია, ძალიან ცდებით!”
ეს პასუხი პრესკონფერენციაზე დამსწრეებმა მარგველაშვილს “ფილოსოფიურ” პასუხად ჩაუთვალეს, ჩვენი არაფილოსოფოსი კორესპონდენტი კი იმწამსვე მიხვდა, რაშიც იყო საქმე და პრეზიდენტის ავლაბრის რეზიდენციაში შეპარულ ჩვენს წყაროს სთხოვა, მარგველაშვილისთვის უფრო ყურადღებით ეთვალთვალა.
მალე ყველაფერი გაირკვა. დიდი ხანია, თურმე გიორგი მარგველაშვილი გულზე სკდება, ბიძინა ივანიშვილს ვერაფრით რომ ვერ აჯობა ერთ კომპონენტში _ სიმდიდრეში. ამის გამო დეპრესიაც დაწყებია, მაგრამ ბოლოს ფსიქოლოგებს ურჩევიათ, _ არ არის აუცილებელი, ბიძინას ფულად სიმდიდრეში აჯობო, სხვა სიმდიდრეებიც არსებობსო.
აი, სწორედ ამის შემდეგ გაგიჟდა და გადაირია მარგველაშვილი. იგი თურმე ყოველი “მდიდრულად” გატარებული სექსუალური ღამის შემდეგ გადის ავლაბრის რეზიდენციის ვერანდაზე, პირზე ხელებს “რუპორივით” მიიდებს და მთელი ხმით ყვირის სოლოლაკის მიმართულებით: “შენზე მდიდარი მე ვარ! მდიდარი სექსი მაქვს, მდიდარი!”
როგორც სანდო წყაროები გვატყობინებენ, ბიძინას მხრიდან ჯერ ამას პასუხი არ მოჰყოლია. რას შვრება მილიარდერი? ჯერ ვერ გაიგონა მარგველაშვილის ომახიან-სექსუალური შეძახილები თუ მაგრად დაიბოღმა და თავის შუშის სასახლეში ჩაიკეტა?
ამაზე პასუხს, ალბათ, უახლოეს მომავალში შევიტყობთ.
ნეტა რამოწია
პრეზიდენტი \\\”დურაკი\\\” ყოფილა, კიდევ კარგი რომ \\\”პედერასტი\\\” (პედერასტი სამედიცინო ტერმინია\\\”) არ არის, ბევრი ქალები ყოლია და ეყოლება. ეტყობა ნებართვა ცოლს კითხა ამ \\\”ქუსლქვეშამ\\\”.. ეგ რა ქენი ბიძინა, კიდევ ერთი კრეტინი დაგვასვი ამ რთულ დროს თავზე.