Home რუბრიკები საზოგადოება “ჩვენ იმიტომ არ მიგვიცია “ოცნებისთვის” ხმა, რომ ძმებ ბერძენიშვილებს პარლამენტში მამათმავლების დროშით...

“ჩვენ იმიტომ არ მიგვიცია “ოცნებისთვის” ხმა, რომ ძმებ ბერძენიშვილებს პარლამენტში მამათმავლების დროშით ერბინათ”

განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებას საქართველოს საჯარო სკოლებში საგნების _ “მე და საზოგადოებადაჩვენი საქართველო” _ სწავლების შესახებ სასულიერო პირები და საზოგადოების ნაწილი აღშფოთებით შეხვდნენ. “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი”, სასულიერო პირებსა და თანამოაზრეებთან ერთად, სკოლებში ახალი საგნების სწავლებას ეწინააღმდეგება, ვინაიდან ამ ყველაფრის მიღმა მომავალი თაობის გარყვნის საფრთხეს ხედავს. “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმაამ საკითხზე სპეციალური მიმართვაც მოამზადა სახელწოდებითგადავარჩინოთ მომავალი თაობა”, რომელსაც მშობლებს ურიგებს და მოუწოდებს მათ, ამ ახალი საგნების სკოლებში სწავლება არ დაუშვან.

“არ წყდება ვნებათაღელვა სკოლებში ახალი საგნების _ “მე და საზოგადოება (III-IV კლასი) და “ჩვენი საქართველო”(V-VI კლასი) შემოტანის გამო. ხელისუფლების, განათლების სამინისტროს მიზნები სრულიად მკაფიოდ გამოჩნდა ამ საგნების სტანდარტებსა და სასწავლო გეგმებში, რომლებიც მან 2015 წლის 6 ივლისს გამოაქვეყნა და რომელიც სრულ თანხვედრაშია ევროკომისიის რეკომენდაციებთან (CM/Rec [20106] იმპლემენტაციის მონიტორინგი, საქართველო. 2012). ეს მიზნებია: მოსწავლეებში ყველანაირი უმცირესობის, მათ შორის, ჰომოსექსუალიზმის, საზოგადოდ, ლგბტთა მიმართ ტოლერანტობის, მიმღებლობისა და პატივისცემის განვითარება, მოზარდის დაპირისპირება ოჯახთან და ოჯახურ ტრადიციებთან, ეროვნული ცნობიერებისა და რწმენის, თვითმყოფადი კულტურისა და ტრადიციული ღირებულებების ნგრევა, ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლება, რომელიც, ევროპული სტანდარტებით, უსაფრთხო სექსის სწავლებასაც მოიცავს”, _ ნათქვამიამართლმადიდებელ მშობელთა კავშირისმიერ გავრცელებულ მიმართვაში.

“საქართველო და მსოფლიომ” ზემოაღნიშნულ საკითხზე რამდენიმე თვის წინათ ვრცელი პუბლიკაცია გამოაქვეყნა, რომელშიც “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის” ხელმძღვანელი ავთანდილ უნგიაძე პედაგოგთა გადამზადებისა და სამოქალაქო განათლების პროგრამზე დაწვრილებით მოგვითხრობდა და განათლების სამინისტროს გეგმებს ამხელდა. პედაგოგებისთვის განკუთვნილ სტანდარტებში, კერძოდ კი, პედაგოგთა გადასამზადებელ სახელმძღვანელოებში _ “კომპასი” და “კომპასიტო” _ მითითებული იყო, როგორ უნდა ემოქმედა პედაგოგს მოსწავლეებთან და ე.წ. როლური თამაშების მეშვეობით მოსწავლეს განსხვავებული ორიენტაციის პირის როლიც შეესრულებინა.

მაგრამ, როგორც ავთანდილ უნგიაძე ამბობს, განათლების სამინისტრომ ეკლესიის წარმომადგენლების აღშფოთება არ გაითვალისწინა და, სახელმძღვანელოებში შეტანილი ცლილებების მიუხედავად, სკოლებში გარყვნილების დანერგვის საფრთხე მაინც არსებობს.

განათლების მინისტრი, ქალბატონი თამარ სანიკიძე მატყუარაა!”

ავთანდილ უნგიაძე, “მართლმადიდებელ მშობელთა კავშირისხელმძღვანელი:

 _ მართალია, საზოგადოებისა და ეკლესიის პროტესტის შემდეგ სტანდარტებიდან რაღაც ცნებები ამოიღეს, საფრთხეები მაინც რჩება. უბრალოდ, ახლა ეს ყველაფერი მაქსიმალურად შენიღბეს. მაგალითად, ნათქვამია, რომ მოსწავლეს უნდა ასწავლონშემწყნარებლობის გამოვლენა განხვავებული კულტურის, ეროვნების, შესაძლებლობების ადამიანების მიმართ”. მიუხედავად მოთხოვნისა, სამინისტრო არ ცვლის ზოგად ფრაზასგანსხვავებული შესაძლებლობების მქონე ადამიანებიდა არ აკონკრეტებს, რა ჯგუფები განიხილება მასში, რაც ჩვენ სამართლიან ეჭვებს აღგვიძრავს. როდესაც საკომიტეტი განხილვაზე ვიკითხეთ, რას გულისხმობდნენ ამ განსხვავებულ შესაძლებლობებში, ამომწურავი პასუხი ვერ მივიღეთ.

150 სასულიერო პირმა მოაწერა ხელი ჩვენს მიმართვას, რომელსაც მშობლებს ვურიგებთ, რათა მათ იცოდნენ, რომ ქალბატონი მინისტრი ცრუობს და ხელისუფლებაც იტყუება, როდესაც ამბობს, რომ საფრთხე არ არსებობს. ისინი ასრულებენ იმ დაკვეთას, რომელიც ქვეყნის გარედან მიიღეს. ეს ყველაფერი მომდინარეობს ევროკავშირის რეკომენდაციებიდან, რომლის მიზანიც არის ქვეყანაში ლგბტ პირების მიმართ შემწყნარებლობისა და ტოლერანტობის დანერგვა; ეს არის გარედან თავსმოხვეული დაკვეთა, რომელსაც ხელისუფლება ახორციელებს.

_ თუმცა, ბატონო ავთანდილ, განათლების სამინისტრო აცხადებს, რომ მსგავსი არაფერი მოხდება და თქვენი შიში გადაჭარბებულია

_ ეს სიცრუეა! მე პირდაპირ ვაცხადებ: განათლების მინისტრი, ქალბატონი თამარ სანიკიძე მატყუარაა!

მინისტრი, რომლის დროსაც ასეთი სტანდარტები დაიბეჭდა, თანამდებობაზე არ უნდა იყოს!

* * *

საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი საგნების სწავლებას სასულიერო პირებიც აპროტესტებენ. “მართლმადიდებელ მშობლეთა კავშირისმიერ მომზადებულ მიმართვას, 150-მდე სასულიერო პირი აწერს ხელს. ჩვენ რამდენიმე მათგანს დავუკავშირდით და აზრის გამოთქმა ვთხოვეთ.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/laurashvili.jpg

სკოლებში ევროკავშირისთვის საინტერესო და ჩვენთვის მიუღებელი დირექტივებისა და თემების დანერგვა მიმდინარეობს

დეკანოზი დავით ლასურაშვილი, სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარი:

_ ამ საგნების სკოლებში სწავლების არანაირი საჭიროება არ არსებობს. მით უფრო დღეს უკვე ყველა მიხვდა, რომ სინამდვილეში სკოლებში საგზაო მოძრაობის წესებისა თუ კბილის ჯაგრისის გამოყენების სწავლების უკან ევროკავშირისთვის საინტერესო და ჩვენთვის მიუღებელი დირექტივებისა და თემების დანერგვა მიმდინარეობს.

ამ საკითხზე პატრიარქმა თავისი პოზიცია გამოხატა, მიტროპოლიტმა იოანემაც რამდენჯერმე გააკეთა განცხადება, ბრიფინგიც გამართა, რადგან განათლების სამინისტროს პოზიციით გაოგნებულია.

მართალია, სახელდახელოდ “გასუფთვებული” ვერსიები გაუგზავნეს სკოლებს, მაგრამ იქაც არის გარკვეული ტერმინები დარჩენილი, რომლებითაც შეიძლება შემდგომში ბავშვებს ასწავლონ ის, რის სწავლებასაც ევროკავშირი და ევროკომისია საქართველოს ხელისუფლებას სთხოვს.

გამოქვეყნდა ევროკომისიის დოკუმენტი საქართველოს შესახებ, რომელშიც ჩაიწერა, რომ, რადგან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა მამათმავლობას ცოდვა უწოდა, ის თურმე სიძულვილის ენით საუბრობს და ამაზე არავის, არც ერთ სახელმწიფო მოხელეს, რეაქცია არ ჰქონია. მეტიც, ევროკომისიის დასკვნას ახლავს საქართველოს მთავრობის გამაოგნებელი პასუხიც: ლგბტ _ ეს ტერმინი რომ არ არის ოფიციალურ დოკუმენტებში, არ ნიშნავს, ამ საკითხზე არ ვზრუნავთო. ანუ გამოდის, რომ საქართველოს მთავრობა, ფაქტობრივად, ეუბნება ევროკავშირს, ეს ჩვენს მოსახლეობას ვატყუებთ, რომ არაფერი ხდება, თორემ სინამდვილეში, რასაც გვეუბნებით, ყველაფრის შესრულებას ვაპირებთო.

* * *

დოკუმენტში ქართულ საზოგადოებაში ფართოდ გავრცელებული ჰომო თუ ტრანსფობიური დისკურსის მიმართ ნათქვამია, რომ ევროკომისია იძლევა რეკომენდაციას, გადაიდგას ნაბიჯები ლგბტ პირთა წინააღმდეგ მიმართულ შეუწყნარებლობასა და დისკრიმინაციასთან საბრძოლველად. ასევე, უნდა შემუშავდეს სათანადო ელემენტები სკოლებში ცნობერების ასამაღლებლად. “საქართველოში არ არის აღიარებული რაიმე სახის ერთსქესიანი პარტნიორობა. ეს იწვევს სხვადასხა სახის დისკრიმინაციას სოციალურ უფლებათა სფეროში, ამ მხრივ, ECRI ხელისუფლების ყურადღებას ამახვილების ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციაზე (CM/Rec (2010) 5 წევრი სახელმწიფოს მიმართ, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის საფუძვლებზე დისკრიმინაციასთან ბრძოლის შესახებ”…

ასევე, მიგვითითებენ, რომ ჩვენთან არ არის ცხადი მოთხოვნები ახალი გენდერული იდენტობის ცნობასა და მასთან დაკავშირებილი დოკუმენტების ცვლილების მიმართ და გვაძლევენ რეკომენდაციას, ხელისუფლებამ ნათელი სახელმძღვანელო პრინციპების შეიმუშავოსო.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/razmadze.jpg

ვეკითხები საქართველოს მთავრობას, პრემიერს, პრეზიდენტს: ევროპისკენ მიმავალი გზა ადამიანის უკანალზე გადის?”

დეკანოზი გიორგი რაზმაძე, ავჭალის ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი:

_ “მე და საზოგადოება” _ ამ წიგნის სწავლება ნიშნავს გარყვნილების პროპაგანდას სკოლებში, რასაც ვაპროტესტებთ არა მხოლოდ სასულიერო პირები, ამ პროცესში ფართო საზოგადეობაა ჩართული. ამ საგნების სკოლებში სწავლება მომავალი თაობის გარყვნასა და გათახსირებას ნიშნავს.

_ განათლების სამინსტრო ამ ინფორმაციას უარყოფს და აცხადებენ, რომ თქვენი მოსაზრებები გაითვალისწინეს

_ იმდენი ფული აქვთ აღებული ჯერ კიდევ ყოფილი ხელისუფლების დროს, რომ, აბა, რას იტყვიან?! სხვა გზა არ აქვთ.

_ ვისგან აიღეს ფული?

_ ვინც მათ აფინანსებს. ეს არის ევროკავშირი და მსგავსი სტრუქტურები. სწორედ ისინი ასაზრდოებენ ქვეყანაში არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც, ფაქტობრივად, უცხო ქვეყნის აგენტები არიან და ყველანაირად ცდილობენ ქართული სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ეკლესიის, ჯარისა და ყველა იმ ინსტიტუტის დეგრადაციას, რომლებიც ქვეყნის სიძლიერის საფუძველთა საფუძველია.

ჩვენი აზრი არავის გაუთვალისწინებია. ეს წიგნი მთლიანად სიმყრალე და სიბილწეა და იქ რა უნდა შეცვალონ? შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება.

გასულ საუკუნეში გერმანიის სახელმწიფო სკოლები ზუსტად ასეთი სახელმძღვანელოების დანერგვის შედეგად გარდაქმნეს და ამან ის შედეგი გამოიღო, რომ იშვა ყველაზე დიდი მონსტრი კაცობრიობის ისტორიაში _ ჰიტლერი, რომელიც ანალოგიურად იქცეოდა დაპყრობილ ქვეყნებში. მაგალითად, როდესაც ჰიტლერმა პოლონეთი დაიპყრო, დეკრეტი გამოსცეს, რომელშიც ეწერა, რომ ქვეყანაში უნდა გავრცელდეს სექსი, ნარკოტიკი, ჰომოსექსუალური კავშირები, რათა ერი აღარ გამრავლდესო. სამწუხაროდ, როგორც წინა ხელისუფლების დროს, ასეთი ჰიტლერი ახლაც ბევრი გვყავს. ძმები ბერძენიშვილები მამათმავლების დროშით დარბიან პარლამენტში. ჩვენ იმიტომ არ მიგვიციაოცნებისთვისხმა, რომ ძმებ ბერძენიშვილებს პარლამენტში მამათმავლების დროშით ერბინათ. ვინ მისცა ამის უფლება ამ თავხედ ადამიანებს?! ქართველმა ხალხმა ისინი იმიტომ მოიყვანა ხელისუფლებაში, რომ ჩვენი შვილები გახრწნან?! ვეკითხები საქართველოს მთავრობას, პრემიერს, პრეზიდენტს: ევროპისკენ გზა ადამიანის უკანალზე გადის? თუ ასეა, მაშინ საქართველოს არ სჭირდება ასეთი ევროპა. ილია მართალი ამბობდა ხოლმე, საქართველოს ისტრიიდან რომ ამოიღო ეკლესია, იქ არაფერი დარჩებაო.

როგორც ჰიტლერი ცდილობდა, დაპყრობილ ქვეყნებში მოეშალა ეკლესია, ჯარი, სახელმწიფო ინსტიტუტები, ესენიც იმავეს აკეთებენ.

_ ანუ ეს მიზანმიმართული პოლიტიკაა?

_ რა თქმა უნდა, და ეს ყველაფერი იმართება ევროკავშირიდან და იმ “ცისფერი კომისრებისგან”, რომლებსაც ესენი გუნდრუკს უკმევენ. სამარცხვინოა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გამოდის და ლაპარაკობს, მდიდარი სექსი მაქვსო. პრეზიდენტი უსირცხვილო ადამიანია. როგორ შეიძლება, ასე მსჯელობდეს ქვეყნის პრეზიდენტი?! მირჩევნია, ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოსნაირი კაცი იყოს ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი, რომელსაც მთელი ევროპა დიქტატორს უწოდებს, ვიდრე მამათმავალი და თავისუფალი სექსის მიმდევარი. ესენი ზნეობრივად გახრწნილი ადამიანები არიან. ჩვენ წინა ხელისუფლებასაც ვამხელდით და ამასაც ვამხელთ და მომავალშიც, თუ მოვა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებს არ გაითვალსწინებს, იმასაც ვამხელთ და მკაცრად მოვთხოვთ პასუხს. რადგან ეს ხალხი ჩვენი არჩეულია, კეთილი ინებონ და ისე იცხოვრონ, როგორც ამას ჩვენი წინაპრები და ტრადიციები გავსწავლის და ნუ გვახვევენ თავს იმ სიმყრალეს, რაც ევროპაშია. ისიც უნდა ითქვას, ღვთის მადლით, იქაც არიან ნორმალური ადამიანები, რომლებიც ამ ყველაფერს აპროტესტებენ.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/mama-archil-kituashvili-1ff.jpg

ამ საგნების მიზანია, ბავშვს მსოფლმხედველობა შეუცვლოს

დეკანოზი არჩილ ქიტუაშვილი, დაბა კაზრეთის წმინდა სამების ტაძრის წინამძღვარი:

_ ამ საგნების მიზანია, ბავშვს მსოფლმხედველობა შეუცვლოს, ამ მიზნით შემოაქვთ და არა იმიტომ, რომ ბავშვებს მისალმება ასწავლონ. მათი მიზანია, ჩვენი მომავალი თაობა აღიზარდოს არა იმ სტანდარტებით, რომლებითაც აქამდე ვიზრდებოდით, არამედ იმ ბუნდოვანი სტანდარტებით, რომლებსაც ზოგიერთი ე.წ. ევროპულ სტანდარტებს ეძახის.

_ რას აპირებთ, თუ განათლების სამინისტრო არ გაითვალისწინებს ეკლესიის პოზიციას და სკოლებში მაინც შეიტანს ამ საგნებს?

_ ჩვენი იარაღი ყოველთვის სიტყვაა და ვაპირებთ ქადაგების გაგრძელებას. მაქსიმალურად შევეცდებით ყველა ხერხის გამოყენებას, რომლებიც ჩვენთვის, როგორც ქრისტიანებისთვის, დასაშვებია.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

1 COMMENT

  1. ისტორიაში ყველაფერი მეორდება- იყვნენ წითელი კომისრები, ახლა არიან ცისფერი
    კომისრები. ასეთი მონა მთავრობა შაჰაბასის დროსაც არ იყო.

  2. აღშფოთებისაგან სიტყვები არ მყოფნის,რა ვთქვა.ჩემი აზრი ასეთია:ამ წიგნს არ სჭირდება გადაკეთ-გადმოკეთება.საერთოდ არ უნდა შევიდეს ეს წიგნი სკოლაში. და,თუ თქვენი ბრძოლა შედეგს არ გამოიღებს,მაშინ ბრძოლაში მშობლები უნდა ჩაერთვნენ. არცერთი ბავშვი არ წავიდეს სკოლაში.გამოუცხადონ ბოიკოტი სკოლებს.არ ვიცი სწორეა თუ არა ჩემი აზრი,მაგრამ მე ასე ვფიქრობ.ამის გაკეთებას კი ორგანიხაცია სჭირდება.გისუ რვებთ წარმატებას.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here