Home რუბრიკები საზოგადოება “ხელისუფლებას ქვეყანაზე რომ ეზრუნა, დღეს არც ამდენი ემიგრანტი ეყოლებოდა საქართველოს და არც...

“ხელისუფლებას ქვეყანაზე რომ ეზრუნა, დღეს არც ამდენი ემიგრანტი ეყოლებოდა საქართველოს და არც ამდენი გაჭირვებული!”

1143

მხოლოდ პარლამენტია საქართველო?”

34 წლის შორენა გვიჩიანს იმისთვის, რომ ოჯახს დახმარებოდა, სამშობლოს დატოვება მოუწია და უკვე 11 წელია, ემიგრაციაშია. ამჟამად იმყოფება ესპანეთში, კერძოდ, ბარსელონაში, სადაც ბავშვის მომვლელად მუშაობს:

_ სვანეთში დავიბადე, მესტიის რაიონის სოფელ ლატალში. ჩემი ბავშვობა და, შესაბამისად, ტკბილი მოგონებებიც სვანეთს უკავშირდება, სადაც უსაზღვროდ ბედნიერი ვიყავი… ჩემი ემიგრაციაში წასვლის მიზეზი მშობლების ვალია. ისინი მიწათმოქმედები არიან, თანამედროვე ტერმინით _ ფერმერები. მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ჰქონდათ ქალაქში ცხოვრების შანსი, სოფელი არასოდეს მიუტოვებიათ და 4 შვილი ისე გაგვზარდეს, არაფერი დაუკლიათ _ არც საკვები, არც სამოსი და არც სწავლა-განათლება. ვალი სწორედ იმიტომ აიღეს, რომ გვესწავლა. სტუდენტებს ხომ ბევრი რამ სჭირდებათ. ისე მაწუხებდა მშობლების ვალი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემი წასვლის სასტიკი წინააღმდეგნი იყვნენ, სწავლას თავი დავანებე და გავემგზავრე გერმანიაში ე.წ. ოპერ-პროგრამით. თავდაპირველად ადვილი მეგონა ყველაფერი, მაგრამ ძალიან რთული აღმოჩნდა ჩემთვის ახალ გარემოსთან შეგუება. ისეთი მძიმე იყო საქართველოდან შორს ყოფნა, ჩვენი ისტორიის გმირები თვალწინ გამიცოცხლდნენ და სულ სხვაგვარად აღვიქვი ილია ჭავჭავაძისმგზავრის წერილები”. მივხვდი, რომ ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად გაჭირვებისა, სხვა მადლი ტრიალებს და ნათელი გახდა ჩემთვის, მილიონებიც რომ მეშოვა, სხვაგან ვერსად ვიცხოვრებდი და აუცილებლად დავუბრუნდებოდი საქართველოს.

_ ამჟამად რას საქმიანობთ?

_ გერმანიიდან ესპანეთში გადმოვედი და ოჯახში ვმუშაობ, ბავშვის მომვლელად. უმადური ვერ ვიქნები, რადგან ძალიან დამეხმარა ქვეყანაც და ოჯახიც, რისთვისაც მთელი ცხოვრება მადლიერი ვიქნები, მაგრამ თავს ისე ვგრძნობ, როგორც მდიდარ მეზობელთან სტუმრად მისული, ერთი სული რომ გაქვს, საკუთარ სახლს და კერას დაუბრუნდე, სადაც სითბო, სიყვარული და თავისუფლებაა. სხვისი ქვეყანა, როგორი კარგიც უნდა იყოს, სხვისია, საქართველო კი ჩემია. ძალიან რთული იყო ენის ბარიერის გადალახვა. მახსოვს, როდესაც პირველად უნდა მიმეყვანა ბავშვი ბაღში, მომცეს რუკა, ამიხსნეს ყველაფერი, მაგრამ ვერაფერი გავიგე. ძალიან შემეშინდა, ვიფიქრე, ოღონდ პატარა მშვიდობით მიმაყვანინა-მეთქი. ავტობუსის გაჩერებაზე მდგარი ერთი ფერადკანიანი ქალბატონი დამეხმარა, შემატყო, სახეზე ფერი აღარ მედო… ძალიან ძნელია, როდესაც უცებ მოხვდები სრულიად უცხო, უზარმაზარ ქვეყანაში და ერთ დღეში უნდა გაერკვე ყველაფერში. მიუხედავად სირთულეებისა, საბოლოოდ მაინც იმდენს ვახერხებთ ქართველები, რომ ყველანაირ დაბრკოლებას ვლახავთ. ზღვას, მთასა და ლამაზ ქუჩებს ყველგან შეხვდება ადამიანი, მაგრამ ყოველ ნაბიჯზე ტაძრებსა და ახლობლებს _ ვერა. თუ არ დავბრუნდით ემიგრანტები, ცაზე გამოკიდებულივით დავრჩებით _ სარგებელს ვერც იმ ქვეყანას მოვუტანთ და ვერც საქართველოს. უცხოეთის სხვადასხვა ქვეყანაში იზრდება უამრავი ქართველი ბავშვი, რომლებიც ქართულად ვერ მეტყველებენ და სხვა მენტალობით იზრდებიან. თუ ფესვებს მოსწყდა ადამიანი, უკვე დაკარგულია სამშობლოსთვის. მიგრაცია კი უდიდესი საფრთხეა ქვეყნისთვის, რადგან მომავალი თაობის დიდი ნაწილი უცხოეთში იზრდება.

_ ქართველ ემიგრანტებს დიდი ტკივილის სანაცვლოდ უწევთ მათთვის სრულიად უცხო გარემოში ცხოვრება. წარმომიდგენია, როგორი რთულია ოჯახიდან მოშორებით ყოფნა

_ როგორც აღვნიშნე, ძალიან გამიჭირდა საქართველოსა და ახლობლებისგან შორს ყოფნა. 11 წელია, ემიგრანტი ვარ და საოცარი განცდა მეუფლება ნოსტალგიის, ახლობლების მონატრების. მტკივა თითოეულის სატკივარი, ახლობლებისა და ქვეყნის. ჩვენ მართლმადიდებლობის, ქართული კულტურისა და ტრადიციების დაცვა გვჭირდება. უზომოდ მიყვარს ჩემი სამშობლო. ემიგრანტებს შეგვიძლია, ჩამოვიტანოთ ის უნარ-ჩვევები, რომლებიც ე.წ. განვითარებულ ქვეყნებს აქვთ, მაგრამ, ჩვენდა საბედნიეროდ, ქართული ღირებულებები და ფასეულობები ოდითგანვე ხელშეუხებელია და მუდამ ასე იქნება. ყველაზე მეტად ჩემი სვანეთის მთები მენატრება, ჩემი სოფელი, სადაც გავიზარდე. გული მწყდება, რომ იცლება სოფლები. ისეთი ბედნიერი და ლაღი ბავშვობა გავატარე იქ… ორი წლის წინათ ჩემმა ძმამ და რძალმა ნანგრევებად ქცეული ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენა დაიწყეს და დიდი სურვილი მაქვს, დავბრუნდე და მივეხმარო.

_ რუბრიკის სტუმრები, ემიგრანტები, საქართველოს ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

_ ქვეყნის სათავეში მოსულ არც ერთ ხელისუფალს არ უზრუნია თავის მოქალაქეებზე. ხელისუფლებას ქვეყანაზე რომ ეზრუნა, დღეს არც ამდენი ემიგრანტი ეყოლებოდა საქართველოს და არც ამდენი გაჭირვებული. წესით, საქართველოს არ უნდა უჭირდეს, რადგან ყველანაირი საშუალება არსებობს ფეხზე დადგომისა, მაგრამ, თუ საკუთარს გაასხვისებ და არ დააფასებ, არაფერი გვეშველება. მინდა, ყველა დედა დაუბრუნდეს თავის შვილს. უნიჭიერესი ქართველები სამშობლოს უნდა ახმარდნენ იმ ნიჭს, რომელსაც სხვა ქვეყნებს უწილადებენ. საქართველოს მთავრობა ხალხს ბრბოს არ უნდა უწოდებდეს. ჩვენი დიდი მეფეები გადაცმული დადიოდნენ სოფელ-სოფელ, რადგან უბრალო გლეხის აზრიც კი მნიშვნელოვანი იყო მათთვის. თუ ხალხზე არავინ იზრუნა სახელმწიფოდ როგორ ჩამოვყალიბდებით? თუ მარტო პარლამენტია საქართველო?

_ რას ეტყვით მონატრებულ ქართველებს?

_ საქართველოს ბევრი ვარამი უნახავს და ამასაც გავუძლებთ. მებრძოლი ხალხი ვართ და სისხლში გვაქვს ჩვენი ქვეყნის სიყვარული, ამით გადავარჩენთ ჩვენს ქვეყანას. ყველა ემიგრანტმა უნდა იფიქროს დაბრუნებაზე, ჩინელები და თურქები რომ არ დასახლდნენ ჩვენს კერაზე. საქართველოს ახლა ისე ვჭირდებით, როგორც არასდროს. ისეთი ერის მამა გვყავს, როგორიც ჩვენი პატრიარქია და რამ უნდა შეგვაშინოს?! ჩემს ქართველებს ვეტყოდი შორიდან, რომ თითოეული თქვენგანი, ვინც დღევანდელ ყოფას იტანს და უძლებს, გმირია! გული არ გაიტეხოთ! როგორც ლაზარე აღდგა, ისე აღდგება საქართველო და გამთლიანდება! მთავარია, ერთობა და ჩვენი ქვეყნის სიყვარული შევინარჩუნოთ.

ნუ დავივიწებთ ფესვებს!..

ესაუბრა

ქრისტინე ტოგონიძე

1 COMMENT

  1. tkven gaixaret, sakartvelos gmertma ar moushalos rkvenistana chkviani svilebi.mudam gvaxsovdes visi gorisa vart, chven dzlierebi vart, dzlieri yoveltvis imarjvebs.

  2. ვეთანხმები ჩვენ ვართ იაფი მუშა ხელი ,სხვისი სამშობლოსტვის, როცა ეკონომიური დახმარების გარდა ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეგვიძლიან საქართველოსთვის …მაგრამ ჩვენი წინა მთავრობების და დღევანდელი მთავრობების ხელში ემიგრანტის გზა მოჭრილია…მთავრობას ურჩევნია უცხო ერი გაამრავლოს ჩვენს მიწაზე….20 წლის შემდეგ დავბრუნდი საქართველოში 8 თვეე გავჩერდი ისე გიყურებენ თითქმის უცხო პლანეტიდან ჩახვედი….ელემენტარულ პირობები ,რომ დაიკმაყოფილო ის პირობები არ არის და სამსახურზე ზედმეტია ლაპარაკი….ახალგაზედობას მაინც მიხედონ..რომ მათაც ჩვენაირი ბედი არ ეწიოთ…..

  3. შორენა აზრი არ აქვს, მაგათ რომ ხალხზე იზრუნონ, მერე როგორ ივლიან ნაირნაირი ჯიპებით? ხალხმა უნდა იზრუნოს თავის თავზე და არ უანდა აირჩიოს ღორი.

  4. roca asetad moazrovne axalgazrdoba gvkavs gadarcheba saqartvelomtavrobas ki iseti kanonic ara aqvs qvekanashi bavshvebis qjaxebis qalebis uflebebs ro daicavs kvelaze metad guli mwkdeba aseti mshromeli ojaxebi mitovebul migdebulia moxucebi 10 dgis sakmar pensiasac ar igeben chvenze chvens uflebebze aravin aranairi formit ar izruna-chveni gagzavnili fuli sad da rogor gaedineba -ra ikneboda erti vinme fiqrobdes axalgazrdebis dabrunebaze qveknis demografiul problemebze da atasi sxva

  5. Yvelas satqmels ambobs es gogo.
    Xom sheizleba emigrantebze uprocento sesxebi gamoiyos da amit patara saqme wamoiwyon?amaze ratom aravi fiqrobs?

  6. ვეთანხმები წერილის ავტორს, ფესვებმოწყვეტილი ხალხი ვართ. ისა მართალია, რომ მთავრობა უ ნ დ ა ზრუნავდეს ხ ა ლ ხ ზ ე, ქვეყანაზე. აქ არ უნდა დავივიწყოთ \\\”ერთმორწმუნე და კარის მეზობლის\\\” დიდი ღვაწლი, საქართველო უქართველებოდ. და კიდევ, არ გავახაროთ ამდენი შადიმნები, შევახსენოთ და გავაგებინოთ, რომ ვერცხლზე ნუ ყიდიან სამშობლოს.

  7. Chemo lamazo chkviano ra kargi gogo xar da ra dzvirfasi chveni qveknistvis,martalia swored shenistana patriotebi tu gadaarchenen saqartvelos, uflis wkalobit mjera rom kvelani dabrundebit samshobloshi da saqartvelo gabrwkindeba, dideba ufals.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here