თურქეთის დედაქალაქ ანკარაში 13 მარტის საღამოს დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად 34 ადამიანი დაიღუპა, 125 კი _ დაიჭრა.
აფეთქება მოხდა ანკარის ცენტრში, ავტობუსის გაჩერებაზე, გიუვენ-პარკთან, ერთ-ერთი ბიზნესცენტრის ახლოს.
ეს არის ბოლო თვეების განმავლობაში მეხუთე დიდი ტერაქტი თურქეთში. სულ კი ამ ტერაქტების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.