Home რუბრიკები საზოგადოება ასტანა _ აზიის ახალი მარგალიტი

ასტანა _ აზიის ახალი მარგალიტი

2650

1991 წელს, სსრკ-ის დანგრევის შემდეგ, მისგან გამოყოფილმა 15 რესპუბლიკამ დამოუკიდებლად დაიწყო სახელმწიფოს შენება _ ყველამ თავისი თვალსაზრისის მიხედვით, ისე, როგორც მიაჩნდათ, რომ მართებული იყო.

ბალტიისპირეთის ქვეყნები _ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი _ ევროკავშირსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრების გზით წავიდნენ, თუმცა ამან ბალტიისპირელებს შვება ვერ მოუტანა _ ლიტვა, ლატვია და ესტონეთი სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლებით აუტსაიდერები არიან ევროკავშირში, მოსახლეობის დიდი ნაწილი კი უცხოეთში გადაიხვეწა. უკრაინაში რაც მოხდა, ყველას კარგად მოეხსენება _ აშშ-ის მიერ შეგულიანებულმა პოროშენკოს მაიდნურმა ხელისუფლებამ უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი (ყირიმი და დონბასი) დაკარგა, ქვეყნის ეკონომიკა კი უმძიმეს მდგომარეობაშია.

საქართველოს, რომელსაც, უკრაინის მსგავსად, ტერიტორიები აქვს დაკარგული და დღეს ე.წ. პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოების სკანდალშია გახვეული, ჯერაც ვერ გაურკვევია, საით წავიდეს, უფრო ზუსტად, ეს საქართველოს ხელისუფლებას ვერ გაურკვევია, რადგან სცილასა და ქარიბდას შორის არის მოქცეული: ხელისუფლებამ იცის, რომ მხოლოდ რუსეთთან მოლაპარაკების გზით შეიძლება ტერიტორიების დაბრუნებაზე ფიქრი, მაგრამ ამის ნებას არ აძლევს აშშ, რომელიც ფაქტობრივად მართავს ქვეყანას; არც ნატოში თუ ევროკავშირში მიღების პერსპექტივა ჩანს _ ამას თვითონ ნატოსა და ევროკავშირის მაღალჩინოსნები გვეუბნებიან, მაგრამ ამ სატყუარას, ნატოსა და ევროკავშირს, უკვე 2 ათეული წელია, ცხვირწინ უფრიალებენ საქართველოს მოსახლეობას იმის შიშით, რომ არ გაიხედოს ევრაზიული ეკონომიკური კავშირისკენ, რომლის წევრებიც არიან რუსეთი, ბელარუსი, ყირგიზეთი, სომხეთი და ყაზახეთი.

ამ ქვეყნებიდან გამოირჩევა ყაზახეთი, რომელმაც, სანამ ჩვენ ნატოსა და ევროკავშირის იმედით ვცდილობთ, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, არნახულ ეკონომიკურ წარმატებას მიაღწია, რომელზეც მისი ახალი დედაქალაქის არქიტექტურა მეტყველებს.

ასტანა, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქად 1997 წელს გამოცხადდა, დაუჯერებელი სისწრაფით შენდება და ვითარდება, ერთ დროს ღარიბი ქვეყანა კი მოსახლეობის ერთ სულზე მთლიანი შიგა პროდუქტის მიხედვით ამჟამად მე-60 ადგილზეა მსოფლიოში _ 13 236 დოლარით, საქართველოში კი, რომელიც სსრკ-ში ყველაზე მდიდარი და წარმატებული რესპუბლიკა იყო, ეს მაჩვენებელი 4 286 დოლარია.

ასტანა

ასტანა

ასტანა

ასტანა


1 COMMENT

  1. ერთი ასტანა განვითარდა , აბა ნახეთ სომხეთი … და სხვები

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here