Home რუბრიკები საზოგადოება ერთ-ერთი ნაციონალის ჯიბეში სკანდალური დოკუმენტი აღმოაჩინეს

ერთ-ერთი ნაციონალის ჯიბეში სკანდალური დოკუმენტი აღმოაჩინეს

633

ქვეყნის მეტისმეტად პროდასავლური კურსი არ ჩერდება და წინ მიიწევს, იმდენად მიიწევს, რომ პარლამენტი ახალ კანონპროექტზე იწყებს მუშაობას, რომელიც შოკისმომგვრელი და, ამასთანავე, რევოლუციური იქნება.

ალბათ, დაინტერესდებით, რა წერია კანონპროექტში. ჩვენმა წყარომ არც ამჯერად გვიღალატა და სკანდალური პროექტის პასტისებური (ანუ კალმით ნაწერი) ვერსია იმ დროს ჩაიგდო ხელთ, როდესაც ნაციონალების ერთ-ერთ წარმომადგენელს, მეგობრულად ჩახუტებისას, ჯიბეში ჩაუცურა ხელი და სკანდალური ფურცელიც მის ხელში აღმოჩნდა.

მაშ ასე, რას ითვალისწინებს ახალი კანონპროექტი. როგორც მომავალი დოკუმენტიდან ირკვევა “ნაციონალურ მოძრაობას” ხელისუფლებაში დაბრუნების გეგმები აქვს და სწორედ ამის შემდეგ, სავარაუდოდ, დოკუმენტიც ამოქმედდება და ფორსირებულად (დაჩქარებულად) აღსრულდება.

მას შემდეგ, რაც დოკუმენტი ძალაში შევა, საქართველოსთვის მზე მხოლოდ დასავლეთიდან ამოვა. ამ საკითხზე სპეციალისტები უკვე მუშაობენ, რათა მზის მიმართულების შეცვლა მოახერხონ. ამ მეტად მამულიშვილურ საქმეში მათ სტრატეგიული პარტნიორი ამერიკა და მისი ელჩი საქართველოში იან კელი ეხმარებიან.

როგორც ცნობილია, ახალი კანონი 2017 წლიდან უნდა ამოქმედდეს. ის ითვალისწინებს მთელ რიგ მენტალურ, მსოფლმხედველობრივ და ზნეობრივ ცვლილებებს. იგეგმება გამგეობების, სამინისტროების, საკრებულოებისა და მათ დაქვემდებარებაში არსებული სტრუქტურების ამერიკანიზაცია. ყველა შენობაზე განთავსდება ამერიკის დროშა, ყველა საჯარო დაწესებულებაში დაიკიდება ბარაკ ობამას ფოტოები, ქართლის დედას თავისუფლების ქანდაკების ასლი ჩაანაცვლებს.

საქართველოში დაბრუნდება ლეგენდარული “ანქლ ბენსი”, რომელმაც მშიერი 90-იანელები დააპურა. ქვეყანაში აიკრძალება ყველაფერი, რაც რუსულთან იქნება დაკავშირებული და ნებისმიერი, ვინც გაბედავს და რუსულად ერთ სიტყვას მაინც იტყვის, უმკაცრესად დაისჯება.

ამისათვის სპეციალურად შეიქმნება ჯგუფები, რომლებსაც თამრიკო ჩერგოლეიშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ნინია კაკაბაძე, ნინო დანელია, ხათუნა გოგორიშვილი, აკაკი მინაშვილი, გოკა გაბაშვილი და ერის სასიქადულო მამულიშვილი გიორგი კანდელაკი უხელმძღვანელებენ.

სკოლებში ჩამოიხსნება პუშკინის, ლერმონტოვის ჩეხოვისა და ესენინის ფოტოები, აიკრძალება სიტყვები: კაროჩე”, “სპასიბა”, “ნიჩევო”, “ხარაშო და მსგავსი ტერმინები. იგეგმება ნინო ბურჯანაძისა და მისი თანამოაზრეების გადასახლება ციმბირში, ასევე, რუსულის მიმართ მიდრეკილ ან შემჩნეულ ყველა პირს ჩამოერთმევა უძრავი ქონება და სახელმწიფოს გადაეცემა.

რუსული პროპაგანდის გამავრცელებელი სამუდამოდ იქნება შეჩვენებული და გარიყული ქვეყნიდან, მოხდება მათი იდენტიფიცირება და სპეციალური, გაცხელებული რკინით დუნდულებზე დაედება დამღა წარწერით _ “რუსეთის მონა”.

დაიწყება რუსული წარმოების სატვირთო და საკოლმეურნეო წარმოების ავტომობილების დემონსტრაციული განადგურება და მას ჯართშიც კი არ ჩააბარებენ.

ჩვენი მიზანია, საქართველოს თითოეული მოქალაქე მისალმების დროს ერთმანეთს არა გამარჯობას ან დილა მშვიდობისას, არამედ ჰელოუს და გუდ მორნინგს ეუბნებოდნენ”, _ წერია სკანდალურ ფურცელში.

საქართველოში დაიბადებიან ახალი ლარი კინგები, ტრამპები, ოპრა ვინფრები და ბილ კლინტონები.

რუსთავი 2” შეუერთდება უდიდეს ამერიკულ სამაუწყებლო კომპანია CNN-ს. საქართველოში გაიხსნება MTV და სამუდამოდ ჩაბარდება წარსულს ახალი წლის რუსული გასართობი პროგრამის ზალატოი აგანიოკი ტრანსლაცია.

რუსეთში მცხოვრებ ყველა ქართველს მოქალაქეობას ჩამოართმევენ და სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში მათ უკან დაადეპორტებენ.

იგეგმება რუსული გაზგამტარი მილების ამოყრა და მასში ამერიკული, წყალგამძლე მილების ჩაყრა, რომელსაც დიდი ასოებით ეწერება USA;

გაუქმდება საქართველოს მაიდენტიფიცირებელი სერია GE. “ჩაკრულო” და “მრავალჟამიერი” სასწრაფოდ ითარგმნება ინგლისურად და მას “ქანთრის” ელემენტები დაემატება.

გაიმართება საყოველთაო გეიაღლუმები, დაკანონდება ერთნაირსქესიანთა ქორწინებები, ისევ გაიშლება სეფები სოფლებში და ქალ-ვაჟის ნაცვლად ამჯერად “ვაჟკაცები” შექმნიან ოჯახებს.

ეს არის ის, რაც საქართველოს ბედნიერი მომავლის გარანტია.

ჩვენ გვჯერა, ჩვენ ამას შევძლებთ!” _ ასე სრულდება სკანდალური დოკუმენტი, თუმცა, როგორც წყარო გვიამბობს, ფურცელი გადახეული იყო და მისი ნაწილი, სავარაუდოდ, იმ იდუმალი ნაციონალის ჯიბეში დარჩა, რომელსაც მეგობრულად, სინამდვილეში კი საჭიროებისამებრ, ჩაეხუტა.

ასე რომ, “ნაციონალების” გარდა, ჯერაც არავინ უწყის, კიდევ რა “ამერიკული” ნაბიჯებით ფიქრობენ ისინი ჩვენი ქვეყნის გაბედნიერებას.

ელიკო სილაძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here