Home რუბრიკები საზოგადოება ობერპროკურორიდან ობერმოქალაქემდე – გვყავს ჭყონდიდელი… არ გვყავს დავითი!

ობერპროკურორიდან ობერმოქალაქემდე – გვყავს ჭყონდიდელი… არ გვყავს დავითი!

მივმართავთ ხელისუფალთ, რეალური შეფასება მისცენ მომხდარს და სასწრაფოდ მიიღონ კანონი, რომელიც სათანადოდ დაიცავს მოსახლეობას უხამსობისგან, დაიცავს პიროვნებისა და საზოგადოების პატივსა და ღირსებას და მათ რელიგიურ გრძნობებს. ამით ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა მშვიდობასა და კეთილდღეობას

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება, 17 მაისი, 2010 წელი

* * *
მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში ძალიან ხშირია ეკლესიისა და მისი საჭეთმპყრობლის მიმართ ცილისწამებლური და სიძულვილის ენის შემცველი განცხადებები და გამოსვლები, მსგავსი კანონპროექტის მიღების საკითხი არც ადრე და არც ამჟამად ჩვენი ინიციატივა არ ყოფილა. რელიგიურ თემებთან დაკავშირებულ ამ და სხვა მნიშვნელოვან პრობლემებზე მომავალ სამშაბათს საქართველოს საპატრიარქოში ინტერრელიგიურ საბჭოში შემავალი რელიგიური გაერთიანებების სამუშაო შეხვედრა იგეგმება

საქართველოს საპატრიარქოს განცხადება, 4 თებერვალი, 2016 წელი

* * *
ეს ორი, რბილად რომ ვთქვათ, ურთიერთგამომრიცხავი განცხადება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ეკუთვნის. 

პირველი 2010 წლის 15 მაისს გაკეთდა, მას შემდეგ, როდესაც “მწერალ” ერეკლე დეისაძის წიგნის _ “საიდუმლო სირობის” _ პრეზენტაციამ ე.წ. ილიაუნში საზოგადების აღშფოთება გამოიწვია, რასაც მოჰყვა ტელეკომპანია “კავკასიაში” მოწყობილი პროვოკაცია, რომლის შედეგადაც მართლმადიდებლური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ჩაჩუა დააპატიმრეს და სააკაშვილის რეჟიმის დამხობამდე ციხეში აყურყუტეს.

ამავე განცხადებაში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა ეროვნული ფასეულობებისა და ასევე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგდაარცთუ ისე დიდი ხნის წინათ შემდგარი [წიგნის] პრეზენტაციაც ამ მიზნით შემუშავებული ახალი გეგმის პირველი ნაწილი იყო”.

მკითხველს შევახსენებ, რომ ეს განცხადება გაკეთდა იმ პერიოდში, როცა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის “სამთავრობო ზედამხედველი” (არაფორმალური მმართველი) თუ “ობერპროკურორი” იყო სოსო თოფურიძე, რომელიც სრულიად არალეგიტიმურად ესწრებოდა სინოდის კრებებს მასზე ზემოქმედების მიზნით. თოფურიძე ესწრებოდა იმ კრებასაც, რომელზეც, პატრიარქის წინააღმდეგობის მიუხედავად, მხარი დაუჭირეს სახიფათო (ასე უწოდა ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა პატრიარქმა) კანონს ქართული ეკლესიის უფლებრივად გათანაბრების შესახებ არა მხოლოდ ტრადიციულ რელიგიურ კონფესიებთან, არამედ სატანისტურ სექტებთანაც კი, ანუ ხლისტებთან!

ობერპროკურორისოსო თოფურიძე იძებნება (ისე რა ვუთხარიქართულ ოცნებას”, ვინმეს მართლა ეძებდეს _ უსამა ბინ ლადენიამოიღეს მიწიდანდა სოსო თოფურიძის, მეგის ქარდავას, დათა ახალაიას, გიორგი უდესიანისა და სხვა წვრილფეხა თუ მსხვილფეხა სისხლის სამართლის დამნაშავეთა პოვნა და ქართველი ხალხის სამსჯავროზე ჩამოთრევა რა გახდა?!) და საკითხავია, დღეს ვინ არის საპატრიარქოს ახალი ზედამხედველიობერპროკურორი”? მაგრამ, თუ არავის დაუკავებია სოსო თოფურიძისთანამდებობადა საპატრიარქო აღარ განიცდის სახელისუფლო ზეწოლას, ამა წლის 4 თებერვლის მეტად უცნაური განცხადება რას და ვის უნდა მივაწეროთ?

დიახ, მეტად უცნაური, რადაგან, პირველ რიგში, სწორედ საპატრიარქოს უნდა დაეჭირა მხარი კანონპროექტისთვის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის ადმინისტრაციული სახდელის შემოღების თაობაზე. ის კი თავისი განცხადებით არათუ მხარს უჭერს სოსო ჯაჭვლიანის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, არამედ, ფაქტობრივად, ემიჯნება მას, რითაც საჯიჯგნად მიუგდო სოსო ჯაჭვლიანიც და ამ კანონის მხარდამჭერი სხვა პირებიც სამთავრობო თუ არასამთავრობო ხლისტებს. თანაც, როგორც პირველი, 6 წლის წინანდელი განცხადებიდან ჩანს, ურცხვად ტყუიან, მსგავსი კანონის მიღება არასოდეს მოგვითხოვიაო!

იქნებ იმიტომ გამოცხვა მეორე განცხადება, რომ დღეს აღარც ეროვნულს ებრძვიან და აღარც ეკლესიას?!

ვფიქრობ, დასმული კითხვები გარკვეულწილად რიტორიკულიც არის, ანუ კითხვებიდან პასუხებიც მომდინარეობს, რაზედაც ქვემოთ ვისაუბრებთ.

დღეს ებრძვიან, თუ ებრძვიან, მართლმადიდებელ ეკლესიას (წაიკითხე _ეროვნულ ფასეულობებსა და ქართველობას), თორემ თავის დროზე ბუდარიხა თეა თუთბერიძის კენტად გამოხტომა, აბა, რა სახსენებელია?!

დღეს .. არასამთავრობო ორგანიზაციების (ასო) სახით, “ათასითეა თუთბერიძეა აჯაგრული ყოველივე მართლმადიდებლურისა და ეროვნულის წინააღმდეგ. იქამდეც კი მივიდნენ, რომ ქაშუეთის გალავანზე ამოკაწრულ ღვთისმშობლის კარიკატურას უწყინარ .. გამოხატვის თავისუფლებას უწოდებენ, ხოლო ილიაუნში (მიუხედავად იმისა, რომ გიგი თევზაძე აღარ არის ამუნივერსტეტისრექტორი, მაინც ილიაუნია ყოველივე ეროვნულისა და მართლმადიდებლურის მთავარი მტერი) გამოფენილ ღვთისმშობლის მკრეხელურ ნახატს _ ხელოვნების ნიმუშს, რომლის შინაარსი იმიტომ არ გვესმის, რომ მათსავითპრადვინუტებიარ ვართ.

ასოები ისე გათავხედდნენ, როგორ თუ პატრიარქმა პატიმრების შეწყალების უფლება მოითხოვაო, და საპატრიარქოსთან აქცია მოაწყვეს პატრიარქის გადადგომის მოთხოვნით: “ბერო, წადი მონასტერში”…

რაც შეეხება საპატრიარქოს მეორე განცხადების იმ ფრაზას, რომ მათი მიზანი არ არის “ჯანსაღი კრიტიკის თავიდან აცილება”, ვიტყვი, რომ ასოებს, ეკლესიის მიმართ კრიტიკის კი არა, ხმის ამოღების მორალური უფლებაც არ აქვთ, რადგან მათ მორალი, როგორც ასეთი, საერთოდ არ გააჩნიათ. მათი ამორალურობის დონე იმ თანხის პირდაპირპროპორციულია, რომლითაც ოკეანის გაღმიდან ფინანსდებიან.

აი, ჩვენ კი, ქართველ საზოგადოებასა და მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლს, მგონი, გვაქვს უფლება, ვიკითხოთ _ რა ხდება ჩვენს დედაეკლესიაში?

თუნდაც ზემოხსენებული სინოდის კრების შედეგებიდან გამომდინარე, რომელზეც პატრიარქის ნების საწინააღმდეგო კანონი მიიღეს, სრული უფლება გვაქვს, დავასკვნათ, რომ წმინდა სინოდის წევრთა უმრავლესობა ჯიპებზე ამხედრებული “მეუფე ყანდურები” არიან.

გასაგებია, რომ დღეს სხვა დროა და იმის თქმა, ქრისტე ვირზე იჯდა და არა ჯიპზეო, იაფფასიანი პოპულიზმია; ისიც გვესმის, რომ ჩვენს ეკლესია-მონასტრებში მიმავალი გზების უმრავლესობას მაღალი გამავლობის მანქანები სჭირდება, მაგრამ მაინცდამაინც ათიათასობით დოლარის ღირებულების ავტომობილი?! იაფი “ნივა” ან “პაჯეროს” ჯიპი, რომელიც 3-4 ათასი ღირს, “პრადო”-”ნისანს” კომფორტით თუ ჩამოუვარდება (მაცივარ-ტელევიზორი არ მოჰყვება), თორემ გამავლობით _ არავითარ შემთხვევაში. “ნივა” ყველგან მივაო, ტყუილი კალამბურია?

რადგან კომფორტზე ჩამოვარდა სიტყვა, ყანდურთა რეზიდენციებიც ვნახოთ _ იქაური კომფორტი და ფუფუნება ხუთვარსკვლავიან სასტუმროებს შეშურდებათ…

ბუნებრივად ჩნდება კითხვა _ ეს ყველაფერი პატრიარქმა არ იცის?

იცის, როგორ არ იცის, მაგრამ რა ქნას, ყანდურთა მხილება რომ დაიწყოს, ქართული ეკლესიის ეფემერული ერთიანობაც დაიშლება, რადგან ყანდურები თავთავიანთ ეპარქიებს დამოუკიდებელ ერთეულებად გამოაცხადებენ. ანუ, ის ყანდურები, რომლებიც მიშას სისხლიან რეჟიმს წლების განმავლობაში გუნდრუკს უკმევდნენ და მისი პორტრეტები ეკიდათ წმინდა ხატების გვერდით, ქართული ეკლესიის რამდენიმე საპატრიარქოდ დაშლას შეეცდებიან, ისე, როგორც ეს საბერძნეთში მოხდა!

როგორც “ქართული ოცნების” ერთიანობაა ბლეფი და ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტის გამო არ დაიშალა აქამდე, ასევეა ქართული ეკლესიაც _ მის ერთიანობას ჩვენი დიდებული პატრიარქის ავტორიტეტი ინარჩუნებს, მაგრამ…

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ვფიქრობ, ახალი “რუის-ურბნისია” საჭირო, მაგრამ ამ კრებას მხოლოდ პატრიარქი ვერ გამართავს, ამისთვის დავითია საჭირო! სხვანაირად ეკლესიის საქმეებში ჩარევას არც ძებნილი ობერპროკურორები მოიშლიან და არც გადამდგარი ობერმოქალაქე.

ერთი სიტყვით, გვყავს ჭყონდიდელი ილია მეორეს სახით, მაგრამ არ გვყავს დავით აღმაშენებელი და, ღმერთო, მანამდე აცოცხლე ჩვენი პატრიარქი, სანამ დავითი გამოჩნდება, თორემ ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველო დაიღუპება!

დავით მხეიძე

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here