Home რუბრიკები საზოგადოება სექსუალურად აღმგზნები წამლის გამოფენა-გაყიდვა და პრეზენტაცია საჯარო სკოლაში

სექსუალურად აღმგზნები წამლის გამოფენა-გაყიდვა და პრეზენტაცია საჯარო სკოლაში

3016

ერთ-ერთი სარეკლამო გაზეთი, რომელიც, ბოლო დღეებია, ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება, მკითხველს კონკრეტული წამლის სასიკეთო თვისებებზე მოუთხრობს.

სტატიის თანახმად, „ეს წამალი აზიაში განთქმულია მამაკაცის სასქესო ჰორმონ-ტესტოსტერონის დონის ამაღლებით. ეს არის საშუალება, რომელსაც მამაკაცები და ქალბატონები უძველესი დრიდან იყენებდნენ სასქესო და რეპროდუქციულ ფუნქციებთან დაკავშირებული პრობლემების გადასაჭრელად“. „აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აღძრავს სურვილს, ამყარებს ერექციას, ზრდის გამძლეობას და შრომისუნარიანობას, ახანგრძლივებს სქესობრივ აქტს, აძლიერებს იმუნიტეტს“, _ ვკითხულობთ სტატიაში. იქვე განმარტებულია, რომ წამალი  რეკომენდებულია ერექციის დისფუნქციისას, ორგაზმისა და ერექციის გასაძლიერებლად; სქესობრივი ლტოლვისა და აგზნების გასაძლიერებლად და ა.შ. გაზეთში გამოქვეყნებულ ინფორმაციის მიხედვით, წამლის პრეზენტაცია 21 იანვარს წნორში, #1 საჯარო სკოლაში, სასწავლო პროცესის დროს _ 10-დან 11 საათამდე გაიმართება.  აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ განათლების სამინისტროში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here