ამერიკელმა მსახიობმა, კინოპროდიუსერმა და სცენარისტმა, საბრძოლო ხელოვნების ოსტატმა და მუსიკოსმა სტივენ სიგალმა სერბეთის მოქალაქეობა მიიღო.
2015 წლის დეკემბერში სიგალი შეხვდა სერბეთის პრეზიდენტ ტომისლავ ნიკოლიჩსა და პრემიერ ალექსანდრე ვუჩიჩს და მათ ბელგრადში საბრძოლო ხელოვნების სკოლის შექმნა შესთავაზა. თანხმობის მიღების შემდეგ კი მსახიობმა, რომელსაც 120 ფილმში აქვს ნათამაშევი, სერბეთის მოქალაქეობის მიღება გადაწყვიტა.