Home რუბრიკები საზოგადოება სტრატეგიული მასხარები, ანუ ოპა, ოპა, ამერიკა-ევროპა!

სტრატეგიული მასხარები, ანუ ოპა, ოპა, ამერიკა-ევროპა!

922

როგორც ჩანს, ამ ოცდაათიოდე წლის წინათ ერთ რუსჩასტუშკებისმომღერალს ენამ უყივლა. თუ გახსოვთ, ცნობილი უხამსი რუსულიჩასტუშკებისყოველი სტროფი ასეთი მისამღერით მთავრდებოდა: _ “ოპა, ოპა, ამერიკა, ევროპა, აზია, ევრაზია, ჩტოჟ ზა ბეზაბრაზია?”.

სიტყვა “ბეზაბრაზია”-ს ზუსტი ქართული შესატყვისი ვერ მოვუნახე. “უწესრიგობა”, “არეულობა”, “დომხალი”, “ქაოსი”, “ჯანდაბა” და “დოზანაა” მისი შესატყვისი… ამიტომ შევთანხმდეთ: სადაც დამჭირდება მისი გამოყენება, როგორც იტყვიან ხოლმე “ოკუპანტების” ენაზე, პირდაპირ “ბეზაბრაზიეს” გამოვიყენებ და ქართველმა “ზეპატრიოტებმა” ეცადონ, როგორმე არ დამძრახონ…

სიტყვამაც მოიტანა და მეც სწორედ, აი, ამ ქართველ “ზე პატრიოტებზე” ვაპირებდი დაწერას. ბარემ პირდაპირ სათქმელზე გადავალ: გასული კვირის განსაკუთრებით აქტიური თემა ქართველი კალათბურთელის _ ზაზა ფაჩულიას ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგის “ყველა ვარსკვლავის” გუნდში მოხვედრისთვის გაჩაღებული კამპანია იყო. აღარ დავიწყებ იმის დაწვრილებით ახსნას, რას ნიშნავს “ენბიეი ვოუთ ზაზა ფაჩულია”, რადგან ეს ამბავი ყველა ქართველმა უკვე კარგად იცის.

მოკლედ ვიტყვი, მათთვის, თუკი ვინმეს რაღაც სასწაულით გამორჩა, რომ ასეთი ხერხით ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ლიგა _ “ენბიეი” გულშემატკივარს აძლევს შანსს, შეარჩიოს მისთვის სასურველი სამი კალათბურთელი, რომელიც “ყველა ვარსკვლავის”, ანუ “ოლ სტარის” მატჩში მიიღებს მონაწილეობას მწვრთნელების მიერ შერჩეულ დანარჩენ 12-თან ერთად. ამისთვის საჭიროა, სოციალურ ქსელებში ჩავსვათ ზევით მოყვანილი “თაგი” და ჩვენი ხმა ზაზა ფაჩულიას მიუვა.

რა თქმა უნდა, შეიძლება არსებობდეს ეჭვები, რომ ეს ყველაფერი დადგმულია, სინამდვილეში მაინც თავად აარჩევენ სამეულს და ეს “ხმის მიცემები” მხოლოდ “ოლ სტარის” მატჩის რეკლამირებისთვის არის მოგონილი, მაგრამ, ასეა თუ ისე, ჩვენგან შეუძლებელს არავინ არაფერს ითხოვდა და, თუ ჩვენი მიცემული ხმა ზაზას არ შეემატებოდა, არც ჩვენ დაგვაკლდებოდა ამით რამე.

ამიტომაც, გვჯეროდა თუ არა, უამრავმა, ვიტყოდი, უდიდესმა პროცენტმა ქართველებისა, რა თქმა უნდა, მივეცით ხმა თანამემამულეს. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომგამორჩეულიქართველებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც ამის გამო ერის ლანძღვას მიჰყვეს ხელი და ქართველებსმეტიჩარა ერიუწოდეს, აქაოდა, ფაჩულიასყველა ვარსკვლავისგუნდში თამაში არ ეკუთვნის და ქართველები ძალითვტენითო”. ამაზე ადეკვატური რეაქციაც ბევრ ჩვენგანს ჰქონდა და ეს ამბავიც ჩაცხრა

თუმცა მოულოდნელად ჩვენი “სტრატეგიული პარტნიორის”, ამერიკის შეერთებული შტატების, მოქალაქეების მხრიდან ისეთი საშინელი რეაქცია მივიღეთ, ბევრი მართლა რომ არ ელოდა.

დიახ, “ბევრი” არ ელოდა, თორემ, მე ზუსტად ვიცი, საქართველოში, საბედნიეროდ, ჯერაც არსებობენ ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან, რეალურად რას წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატები და მისი საზოგადოება.

მოდი, ჯერ გეტყვით, რაშია საქმე: ერთერთმა ამერიკულმა სატირულმა ტელეშოუმ, სახელწოდებითსტარტერები”, ზაზა ფაჩულიასგაქაჩვისგამო ისე სასტიკად დასცინა ქართველებს, ჩემნაირ ადამიანებსაც კი დააღებინა პირი.

ჩემნაირებშიიმათ ვგულისხმობ, ვისაც გულუბრყვილოდ არასოდეს ეგონათ, რომ ჩვენიმტრებიმხოლოდ რუსები არიან, ხოლო ამერიკელი საზოგადოება დღე და ღამეს ასწორებსმეგობარქართველებზე ფიქრით და აღარ იცის, რით გვასიამოვნოს და როგორ მოიგოს ჩვენი გული.

აი, ჩემნაირებსაც კი ლამის გულები დაგვიხეთქა ამერიკელთა ასეთმა თავხედობამ, ცინიზმმა და უპატივცემულობამ. რა თქმა უნდა, ერთი კონკრეტული კალათბურთელის გაშაყირება, რა ეროვნებისაც უნდა იყოს, ყველას შეუძლია და ამაზე ერთი ამბავის ატეხვა არც ღირს.

საქმე ის არის, რომ სტარტერებისმიერ წარმოდგენილ ვიდეორგოლში უშვერად არის გათახსირებული საქართველო, როგორც სახელმწიფო. თავხედური ყბისმოქცევა ქართულ გვარებზე (ფაჩულია, მარგველაშვილი) გადადის თავითონ საქართველოს, როგორც ქვეყნის გაქილიკებაში იმ კონტექსტით, რომ, საერთოდ, “ვინ მიგდიაეს ქვეყანა მსოფლიო რუკაზე და რა რაოდენობის მოსახლეობა ჰყავს მას, რომ თავიანთი კალათბურთელიოლ სტარშიმოახვედრონ. “საერთოდ, ვინ არის ეს ხალხი და რატომ აქვს ამხელა ამბიცია მსოფლიოს ამ ერთერთ მიყრუებულ სოფელს?” _ აი, ეს შინაარსი გასდევს მთელ სიუჟეტს, რომელსაც ფონად ადევს საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი და ერთ მომენტში სამიდან ერთი წამყვანი ყბისმოქცევითღიღინებსკიდეც მას!

სხვათა შორის, საკმაოდ გაქილიკებულია “მსოფლიო ინტერნაციონალურ მისიებში ყველაზე დიდი კონტრიბუციისთვის” ამერიკელებისგან არაერთხელ ნაქები ქართული ჯარიც, მხოლოდ იმისთვის, რომ მათ “მოიცალეს” და ზაზა ფაჩულიას მხარი დაუჭირეს “ფლეშ-მობ” აქციით…

მოკლედ, ჩვენისტრატეგიული პარტნიორებიაშკარადსტრატეგიულ მასხარებადმოგვევლინენ და ისე გაგვათახსირეს, არც ერთ რუსს რომ არ უკადრებია არც ბოლშევიკების, არც ნიკოლოზის, არც ეკატერინე მეორის და არც ივანე მეოთხის დროს!

სწორედ ეს ფიქრი ამეკვიატა თავდაპირველად ამ ვიდეოს ნახვისას _ ასეთი რამ რომელიმე რუსულ ტელეარხს ან ინტერნეტსაიტს რომ გაეკეთებინა, ხომ იქნებოდა ახლააფეთქებულიროგორც ინტერნეტი, ასევე რეალური სივრცე ფრაზებით: “აი, თქვენი რუსები! ამათ ეთაყვანებით?”, “აი, როგორი თვალით გვიყურებს სინამდვილეში რუსი ერი!”, “აგერ თქვენი რუსეთთან დაახლოება! ამათ გინდათ დაუახლოვდეთ, მოღალატეებო?”, “აგერ, ამის შემდეგაც იტყვით, რომ რუს ხალხთან ურთიერთობა შესაძლებელია?” და სხვაზეპატრიოტული აღშფოთებები”, როგორიც არაერთხელ გვინახავს ხოლმე, როდესაც რომელიმე რუსმა ჟურნალისტმა ან იუმორისტმა, ასე თუ ისე, “წაკბინასაქართველოს

იმასაც დაკვირვებული ვარ, ასეთ დროს “რუსეთუმეებად” წოდებული ქართველებიც “შეებმებიან” ხოლმე რუსებს და მათ კეთილგონიერების გამოჩენისკენ მოუწოდებენ.

და რა მოხდა, როდესაც, ანალოგიურად კი არა, მილიონჯერ უარესად შეურაცხყვეს ქართველი ხალხი ამერიკელებმა? გგონიათ, ქართველმა “ამერიკანელებმა” ამის გამო აღშფოთება გამოხატეს? არა, ისინი შეეცადნენ ნამუსი მოეწმინდათ ჩვენი “სტრატეგიული მასხარებისთვის” და გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს მათ ბოდიში მოიხადეს ჩადენილი საქციელის გამო… არადა, ხსენებული ვიდეორგოლი დღესაც დევს “სტარტერების” საიტზე და “ფეისბუქ გვერდზე.”

ხომ მაგარია? შეიგნო რომ დააშავე, ბოდიში მოიხადო და აზრადაც კი არ გაივლო იმის წაშლა, რისთვისაც იხდი ბოდიშს… აი, წმინდა ამერიკული “პარტნიორობა”. ისე, სულ “სქიუზმი-სქიუზმის” ძახილით დაბომბეს ბელგრადიც, თუ გახსოვთ…

იქნებ, ვინმე იმას ფიქრობს, _ რა მოხდა მერე, სამიოდე გამოშტერებულმა ამერიკელმა იღლაბუცა, ეს ხომ ამერიკელი ხალხის საქართველოსადმი დამოკიდებულება არ არისო?! მინდა, ასეთ ადამიანებს შევახსენო, რომ ამერიკული შოუები მარკეტინგული კვლევების გარეშე ნახევარ ნაბიჯსაც არ დგამენ და, რადგან ამ პოპულარულმა შოუმ ეს ნაბიჯი გადადგა, ესე იგი, ზუსტად იცოდა, რა დამოკიდებულებაც ჰქონდათ რიგით ამერიკელებს ზაზა ფაჩულიას სამშობლოს მიმართ!

ამა თუ იმ ქვეყნისადმი დამოკიდებულება მხოლოდ საელჩოს თანამშრომლების მიერ თვალთმაქცურად შესრულებულ საახალწლომრავალჟამიერშინამდვილად არ აისახება(!), თორემ ეგრე არც რუსებისგან გვაკლდამრავალჟამიერი”, “ჩიტოგვრიტოდაბაკაკი ცკალში კიკინებს”!

პუბლიკაციის ბოლოსკენ გავიდივართ და წინასწარ მინდა, ვთქვა, რომ ზუსტად ვიცი, რა კომენტარები შეიძლება მოჰყვეს ჩემს ამ წერილს: “ჩვენს მტრებს აქებთ? დაგავიწყდათ, რა გვიქნეს რუსებმა 2008 წელს?”, “რას მისტირით ამ საბჭოთა კავშირს? საბჭოთა კავშირი მაინც აღარ აღდგება!”.

 აი, ის გავრცელებული და უაზროდ დამკვიდრებული “კლიშეები”, რომლებსაც მუდმივად გაიძახიან ხოლმე გარკვეული ტიპის “ზე პატრიოტები” ასეთი შინაარსის პუბლიკაციების წაკითხვისას.

ამიტომ წინასწარვე ვუპასუხებ _ თუ ვინმე სადმე ოდესმე მანახვებს ჩემ მიერ თუნდაც ერთხელ დაწერილ ფრაზას, რომ “რუსები არიან ჩვენი ძმები და კეთილის მსურველი მეგობრები”, იმწამს საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს!

რაც შეეხება დანარჩენს _ არც საბჭოთა კავშირი რომ აღარ აღდგება და არც საქართველო გადაიჭიმება ნიკოფსიით-დარუბანდამდე, ეგ ნებისმეირ ასეთ უტვინო “ზეპატრიოტზე” უკეთ ვიცი!

რუსები რაც არიან და სპარსელები და ყიზილბაშ-სელჩუკ-ოსმალ-თურქები, ეგეც ძალიან კარგად ვიცით! საქმე ის არის, მილიონებით დაფინანსებული შესაბამისი პროპაგანდის წყალობით, ბევრს ამერიკელები რუსებისგან განსხვავებული, არააგრესორი, მეგობარი, ტკბილი და მურაბა ხალხი რომ ჰგონია! ღმერთმა ნუ ქნას და, თუ ასე გაგრძელდა და ასე ბოლომდე დაგვადებილეს, ეს თავის შედეგს აუცილებლად მოიტანს და მერე ძალიან გვიანი იქნება “იდაყვზე კბენა”!

რაც შეეხება იმას, რომ თურმე რუსებმა დაგვბობმეს და ამერიკელებს არ დავუბომბივართ, ასეთ სიდებილეზე პასუხის გაცემაც კი უხერხულია, მაგრამ, რადგან გვაიძულებენ, უნდა ვთქვათ _ ამ ზესახემწიფოებიდან და მსოფლიო აგრესიული მონსტრებიდან დაგბომბავს ის, რომლის სტრატეგიულ ინტერესებსაც შენ კონკრეტულ და სერიოზულ წინააღმდეგობას გაუწევ! ტერიტორიებსაც ის წაგართმევს და შენს ჯარისკაცებსაც სწორედ ის დახოცავს. 2008 წელს ასეთი იყო რუსეთი, მანამდე _ სხვადასხვა დამპყრობელი. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, მისთვის ჯერ არაფერში გაგვიწევია ოდნავი წინააღმდეგობაც კი: არათუ გლობალურ სტარტეგიულ საკითხებს, არამედ გაზი ვისგან ვიყიდოთ, ზამთარში რომ არ გავიყინოთ, ანდა ამნისტია რომელ წვრილმან ხულიგანს უნდა შეეხოს და რომელს არა, ამერიკის ელჩს ვუთანხმებთ და რატომ უნდა დაგვბომბონ, ნეტა?!

აი, თუკი მათ რაიმე სერიოზულ ინტერესსგადავკვეთთ”, მერე, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, 2008 წლის აგვისტობავშვურ გართობადმოგეჩვენებათ იმასთან შედარებით, რაზეც იანკები არიან წამსვლელნი!

სხვათა შორის, ამ “მეგობრობა-არმეგობრობის” ბავშვურ თემებს სწორედ რუსეთის პრეზიდენტმა უპასუხა ღიად და “არადიპლომატიურად”, როდესაც პუტინს ევროპისა და რუსეთის “დაქორწინებაზე” დაუსვეს კითხვა.

მე არც სიძე ვარ, არც პატარძალი და არც მაყარი! მე ვარ დიდი და სერიოზული სახელმწიფოს, რუსეთის, პრეზიდენტი და ჩემი სახელმწიფო ინტერესების შესაბამისად ვმოქმედებ”! _ ამ პასუხმა, მგონი, მართლა ყველას თავისი ათამაშებული უკანალი უნდა დააყენებინოს და ეს ტუტუცურ-ბავშვური “ძმობა-მეგობრობის” ვითომ “დიპლომატიური” გართობაც დაასრულოს.

ხოლო, თუ ვინმე კვლავ “ჩასტუშკების” ხასიათზეა, ამ წერილის შესავალშიც აღვნიშნეთ, რომ იმ რუს მომღერალს ნამდვილად ენამ უყივლა! შუაგულ ევროპაში საშობაო-საახალწლოდ მომხდარი არეულობები უკვე ნათლად მიანიშნებს, რომ “ამერიკა-ევროპამ”, უკვე დროა, საგანგაშო “ოპა!” დაიძახონ და, თუკი ისინი და მათი “სტარტეგიული მასხარები”, საქართველოს მსგავსი ქვეყნების ხელისუფლებების სახით, ესოდენ სერიოზულ თემებს სრული სერიოზულობით არ მოეკიდებიან, ეს “ბეზაბრაზიე” მთელ კონტინენტზე უკვე შეუქცევად ხასიათს მიიღებს.

ბაკურ სვანიძე

1 COMMENT

  1. სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ,რომ გითხრა! საღოლ ბაკურ! კაკალ გულში მოარტყი! ბევრ ვითომექსპერტს ამისთანა დასკვნა არ დაუდვია! ყოჩაღ,კიდევ ერთხელ. ახლა კი ატყდება აქ კომენტარები,მაგრამ,იმედია, მზად ხარ გინების მოსასმენად,რახან ასეთი რამ დაწერე…

  2. ბატონო ბაკურ,
    1991-იანი წლებიდან გვბომბავენ ამერიკელები და საკმაოდ ეფექტურად. ასე, რომ დინების საპირისპიროდ ცურვა საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა…

  3. მე პატიეთ ბატონო ვალერი და მაპატიოს ყველა ქართველმა .მაგრამ? რატომ გვიკვირსთ სხვები რომ გვლანძღავენ? აბა თვალი გადაავლეთ სოციალურ ქსელში 99% დადებულ პოსტებს. აბსოლუტურად ყველგან ერთი და იგივეს წერენ წერია რომ ქართველები ამაზრზენები ვართ. რომ უვარგისი ერი ვართ. გასაჟუჟი ერი ვართ. გულის ამრევი. ქურდები. კაცის მკვლელები. უნამუსოები…………….. და რავიცი კიდევ რა სიტყვებს მოიშველებენ ხოლმე რომ გალანძღონ ქართველი ერი… მე გული მტკივა და მეცოდება ჩემი ბედკრული საქ1ართველო იმ ვაი ქართველების სამშობლოც რომააა……………….. იმ ტაკიმასხარა ამერიკელების არ მიკვირს.

  4. ჩვენ რომ ქვეყანა ვიყოთ საგარეო საქმეთა სამინისტრომ წინ უნდა დაუდოს ეს ვიდეო ამერიკის ელჩს და მოთხოვოს ბოდიშის მოხდა.

  5. მლიქვნელი და მონა მთავრობის ხელში რომ ვართ, რატომ მეტის ღირსი არა ვართ?

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here