“ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე და მისი ძმა ირაკლი კირკიტაძე პოლიციელს ჯერ იარაღით დაემუქრნენ, შემდეგ კი სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყვეს.
ირაკლი კირკიტაძემ პოლიციელს იარაღი დაუმიზნა და მოკვლით დაემუქრა. შემდეგ კი ძმებმა პოლიციელს თავი იარაღით გაუტეხეს. პოლიციელი სხვადასხვა დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო ირაკლი კირკიტაძე დააკავეს.