აშშ-ის პრეზიდენტობის პოსტის ერთ-ერთმა კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან, ბენ კარსონმა, ამერიკულ სამთავრობო არხ C-Span-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ამერიკის კონსტიტუციის დაწერაში უდიდესი წვლილი შეიტანა თომას ჯეფერსონმა.
სინამდვილეში თომას ჯეფერსონი, რომელიც აშშ-ის ერთ-ერთ დამაარსებლად ითვლება, 1787 წელს კონსტიტუციის მომზადებაში არ მონაწილეობდა, რადგან საფრანგეთში ელჩის მოვალეობას ასრულებდა.