Home რუბრიკები საზოგადოება შევარდნაძე-სააკაშვილის პოლიტიკური გზის გამგრძელებელი ხელისუფლება წარმატებული ვერ იქნება

შევარდნაძე-სააკაშვილის პოლიტიკური გზის გამგრძელებელი ხელისუფლება წარმატებული ვერ იქნება

1251

მიმიფურთხებია თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის!

რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია”.

რუსთაველი

ამას წინათ ერთმა ხანდაზმულმა ქალბატონმა საგულდაგულოდ შენახული ძველი გაზეთი გამომიწოდა, რომელშიც ეწერა: “საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ საკუთარი ფულის 90%-ზე მეტს დახარჯავს თავისი ქვეყნის მოქალაქეებზე. საზოგადოების ერთმა ნაწილმა ივანიშვილის ამ გადაწყვეტილებას საქართველოს უახლოეს ისტორიაში უპრეცენდენტო ნაბიჯი უწოდა”.

ამ მართლაც უპრეცენდენტო დაპირებამ გამახსენა მე-14 საუკუნის ირანელი პოეტის _ ჰაფეზის პოეტური აღმაფრენით შთაგონებული ლექსი, სადაც იგი გულის დარდის გამქარვებელს ქალაქების – ბუხარისა და სამარყანდის ჩუქებას ჰპირდება. განრისხებულმა შაჰმა იხმო ჰაფეზი და უთხრა: “როგორ ბედავ შენ, ვიღაც დერვიში, ბუხარასა და სამარყანდს, რომელთა განსადიდებლად სიცოცხლეს არ ვიშურებ, ვიღაცას ჩუქნი?!” “დიდო მბრძანებელო, ასეთმა გულუხვობამ ასე გამაღატაკა”, _ მიუგო ჰაფეზმა და თავის ძველმანებზე დაახედა.

პოეტის მახვილსიტყვაობით მოხიბლულმა შაჰმა მას ხალათი აჩუქა, რაც დიდი პატივი იყო პოეტისთვის.

ბატონი ბიძინა თავის დაპირებებს არც გაუღატაკებია, არც ძველმანებით შემოსილა, ქართველმა ხალხმა კი ნდობის მანდატი და ქვეყნის მართვის სადავეები უბოძა.

ხელისუფლებაში მოსვლამდე ბიძინა ივანიშვილს ერთერთი სამედიცინო დარგის მუშაკთან საუბრისას უთქვამს: ხელისუფლებაში მოსვლა არ მინდა, რადგან ან რუსეთი განაწყენდება, ან ამერიკა, ხოლო ხალხი ბოლოს სტვენით გამაცილებსო.

ეს პროგნოზი შეიძლება ახდეს, თუ ამ ერთი წლის განმავლობაში ხელისუფლებამ არაფერი შეცვალა. ერთადერთი რეფორმა, რომელიც საზოგადოებას პოზიტივად მიაჩნია, არის ჯანმრთელობის რეფორმა, მაგრამ აქაც არაერთი კითხვა ჩნდება. მთლიანად დაინგრა წამლების დამზადების სისტემა, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში გაცილებით ეფექტიანი და ხელმისაწვდომი იყო მოსახლეობისთვის. ჯანმრთელობის რეფორმა, ფაქტობრივად, გარკვეულ პირთა ბიზნესინტერესებს ემსახურება და არა პაციენტთა ჯანმრთელობაზე ზრუნვას. საინტერესოა, რეცეპტების შემოღებით, რომელზეც უამრავი ქაღალდი იხარჯება, შემცირდა ნარკომანია ქვეყანაში?

სამართლიანობის დამკვიდრებასა და “ნაცმოძრაობის” გასამართლებას რაც შეეხება, ეს თავიდანვე არ იყო “გაწერილი” ივანიშვილის ოცნებებში. ამის დასტურია ისიც, რომ ბერა ივანიშვილის სტუდიაში გადაწყდა ფარცხალაძის პროკურორობა და არაპროფესიონალი კადრების შეყრა პროკურატურაში, როცა ადგილობრივი კადრებიდან შეიძლებოდა ღირსეული კანდიდატის შერჩევა.

საგულისხმოა ერთი გარემოებაც: ეროვნული მოძრაობის წარმომადგენლებთან ქულების ჩაწერის მიზნით “ნაცებმა” ზვიადის რეაბილიტაცია მოიწადინეს 2004 წლის 15 ივნისს და ეს საკითხი ყველაზე ავტორიტეტულ და ობიექტურ პროკურორებს მიანდეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს პროკურორები უკანონო პოლიტიკურ დაკვეთებს არ ასრულებდნენ, მათი გათავისუფლება არ იკადრეს “ნაცებმა”, თუმცა ეს ათასნაირი მიზეზით შეეძლოთ. საქართველოს ამჟამინდელი მთავარი პროკურორის _ გიორგი ბადაშვილის გუნდმა კი ეს ბანალური მოტივით იკადრა, რადგან არანაირი ღირებულების პატივისცემა მათ არ აქვთ და არც პროფესიონალები სჭირდებათ. ზღაპარი ქართული ოცნების ასრულებისა დამთავრდა, ახლა იწყება ფინალური ნაწილი ამერიკული ოცნების დასრულებისა, რასაც ემსახურება თინა ხიდაშელის დანიშვნას მინისტრად და ხელისუფლების მიერ საგარეჯოში არჩევნებზე რესპუბლიკელი კადრის ლობირებას, რაც მიანიშნებს, რომ ივანიშვილის მიერ ანტიქართველების _ რესპუბლიკელებისა და მარგველაშვილის _ ხელისუფლებაში მოყვანა სრულიად გააზრებული გადაწყვეტილება იყო, ხოლო, რადგანნაცებიდა რესპუბლიკელები ერთი მედლის ორი მხარეა, აღარ არის გასაკვირინაცებისლობირებაც ხელისუფლების მიერ. “ნაცებისმიერ სახელისუფლო კანდიდატის მხარდაჭერაც ამას მიანიშნებს. “პატრიოტთა ალიანსისწარმომადგენელი ირმა ინაშვილი, რესპუბლიკელებისაგან განსხვავებით, “ნაცებისმიმართ შეურიგებელი პოზიციით გამოირჩევა, მაგრამ, რესპუბლიკელებისა დანაცებისმსგავსად, რუსეთს მტრად მიიჩნევს, ზნედაცემულ დასავლეთს კი _ მეგობრად.

“რუსეთი არის საერთაშორისო ბანდიტი”, _ ამბობს ირმა ინაშვილი და “ნაცებს” უსვამს კითხვას: “რომელია ჩემზე მეტად ევროპელი და დასავლური ფასეულობების მატარებელი?”. ეს პარტია არასდროს ეტყვის “არა”-ს დასავლეთს, როგორც ეს ბერძენმა ხალხმა და ვიკინგების შთამომავალმა ისლანდიელებმა გააკეთეს. ვისთან იწერს ქულებს ირმა ინაშვილი? _ “ნაცებთან” და იმ 1001-ე ხარისხის სენატორებთან, რომლებიც, სააკაშვილის თქმით, მხარს უჭერდნენ არჩევნებში? ეს არ არის იმ პოლიტიკოსის პოზიცია, რომელიც დღეს საქართველოს სჭირდება! ამ იდეოლოგიის მქონე პოლიტიკოსი ვერ მოაგვარებს რუსეთთან ურთიერთობას. ბატონი თარხან-მოურავის აზრით, კავკასიაში 2 მოთამაშის (ამერიკა და რუსეთი) ყოფნა განაპირობებს ჩვენი ტერიტორიების დაბრუნების საკითხს, ხოლო ამერიკის წასვლა კავკასიიდან საქართველოზე უარყოფითად აისახება. ის არ აანალიზებს, რა მოხდება, თუ რუსეთი კავკასიიდან წავაჩვენ ვრჩებით მუსლიმანური სამყაროს გარემოცვაში (თურქეთი, ირანი, აზერბაიჯანი, ჩრდილოეთ კავკასია) და ამის შედეგი წარსულში არაერთხელ მწარედ ვიწვნიეთ.

წარმოვიდგინოთ, რომპატრიოტთა ალიანსიხელისუფლებაში მოვიდა. მართლმადიდებლობასთან მებრძოლი ფაშისტური ამერიკის ხელისუფლება ისე მოიხიბლება ამ პარტიის წარმომადგენელთა ეროვნული იდეოლოგიით, მართლმადიდებლური მრწამსითა თუ გარეგნობით, რომ საქართველოს მიმართ, რომელიც მისთვის პლაცდარმის როლს ასრულებს და რუსეთის გასაღიზიანებლად სჭირდება, პოლიტიკას შეიცვლის და ეროვნული სახელმწიფოს აშენებაში ხელს შეგვიწყობს? გჯერათ ვინმეს ამ ზღაპრის? გავიხსენოთ, როგორ ებრძვიან ამერიკელები ეროვნულობას და ტრადიციებს:

ნატოს ყოფილი გენმდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი: “ორი ათასი წლის წინათ შეთხზული ზღაპარი იესო ქრისტეს შესახებ უნდა დამთავრდეს”.

აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი: “არ მაინტერესებს თქვენი კულტურა”.

ევროკავშირის პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი: “ცნებებიხალხიდაერიისტორიულ სანაგვეზე უნდა მოვისროლოთ”.

დასავლეთთან “მეგობრობით” ქართულ ღირებულებს უარვყოფთ, რაც 25 წელია, ანგრევს საქართველოს, რადგან ეროვნული ღირებულებები და დასავლეთისკენ სწრაფვა ურთიერთგამომრიცხავია. თუ ამ ლოგიკით მივუდგებით საკითხს, “პატრიოტთა ალიანსი” ეროვნულობასა და ტრადიციებზე საუბრებით მოსახლეობისგან ხმების მიზიდვას ცდილობს, ხოლო დასავლეთთან “მეგობრობა”, სადაც ხშირად დაბრძანდებიან მწვანე შუქის მისაღებად, ხელისუფლების სათავეში მოსასვლელად სჭირდებათ.

 მსოფლიოს მართავენ საიდუმლო, ბნელით მოცული მასონური ორგანიზაციები, ბანკებსა და ფინანსურ საქმიანობასაც ისინი აკონტროლებენ. ამერიკამ ფინანსების წყალობით აქცია ივანიშვილი და პოროშენკო მარიონეტებად და სწორედ ფინანსებზე დამუქრებით აკეთებინებს ხალხისა და ქვეყნის საწინააღმდეგო საქმეს. სწორედ ამიტომ არ უნდა დაბრუნდეს პოლიტიკაში ივანიშვილი და საქართველო არ უნდა იქცეს მისი ფინანსების მძევლად.

პოლიტიკოსები და არა მხოლოდ ისინი, უნდა აცნობიერებდნენ, რომ მსოფლიო ერთპოლუსიანი აღარ არის, ახალი წესრიგი ყალიბდება, შეიქმნა ბრიჩს-ი (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთი აფრიკის რესპუბლიკა) _ ძლიერი ეკონომიკური გაერთიანება და მსოფლიოს ეკონომიკა მის ხელში მალე გადავა. ამას გააზრება სჭირდება და არა ამერიკის ინტერესების ლობირება საწვრთნელი ცენტრების შექმნით.

ნაცვლად იმისა, რომ პოლიტიკა და მიდგომები დავათბოთ, საქართველო რუსეთს ეთნიკურ წმენდაზე უჩივის ჰააგაში 2008 წლის ომთან დაკავშირებით, რაც დასავლეთთან პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად სჭირდება. არ უნდა დავდგეთ ტერორისტების მხარდამჭერი ქვეყნის გვერდით, რუსეთი ტერორისტებს ებრძვის ისლამურ სახელმწიფოში, რაც საქართველოს მშვიდობიანობასაც უზრუნველყოფს.

რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება #1 თემა უნდა იყოს მოაზროვნე ხელისუფლებისთვის და უნდა გავემიჯნოთ დასავლეთის დამღუპველ პოლიტიკას. საგულისხმოა, რომ რუსეთს თითქმის არ აქვს საგარეო ვალი. პუტინმა სსრკის ვალებიც გაისტუმრა და ოქროს მარაგიც შეავსო. ამერიკის ვალი კი 18 ტრილიონს აღწევს.

სიბრძნითა და პატრიოტიზმით ვერავინ შეედრება ჩვენს ეროვნულ გმირს – მეფე ერეკლეს, რომელმაც მცირე ბოროტება აირჩია რუსეთის სახით და ამ არჩევანმა იხსნა ქართველი ერი მატერიალური, სულიერი და ფიზიკური განადგურებისგან. ამასვე ასაბუთებს სტალინი, რომ რუსეთი ორ მუსლიმანურ სახელმწიფოსთან შედარებით თავისი კულტურითა და რელიგიით უფრო ახლოს იყო საქართველოსთან. დღეს სტალინი იმ პირთა კრიტიკის ობიექტად იქცა, რომლებიც კრიმინალ პედოფილებს მსუყედ აფინანსებდნენ და პოლიტიკურ სიცოცხლეს უხანგრძლივებენ.

ექსპრემიერი ამბობს, რომ სტალინის პიროვნება მისთვისპოზიტივი არ არის”, ხოლო გოგი თოფაძეს ასაკის გამო მიუტევებს სტალინის პერსონის პატივისცემას და მის წარმოჩენას დადებით კონტექსტში, რაც შეურაცხმყოფელია ყველა იმ ადამიანისთვის, რომელიც სტალინის ხსოვნას სათუთად ინახავს. სტალინს აკრიტიკებს ქვეყანაში პროცესების რეალურად წარმმართველი პიროვნება, რათა დასავლეთსა დანაცებსასიამოვნოს ქართველი ხალხის იმედგაცრუების ფონზე. სტალინს აკრიტიკებს პიროვნება, რომელსაც კრიმინალებისგან ვერ გაუთავისუფლებია პოლიტიკური სივრცე, რომ არაფერი ვთქვათ მათ დასჯაზე. სტალინს აკრიტიკებს იმ ხელისუფლების თავკაცი, რომლის დანაშაულის კოეფიციენტი იზრდება გასაჯაროებული კადრების სიმრავლესა და სიმძიმესთან ერთად: ხალხის ნების იგნორირება, კვლავ ნაცკრიმინალთა ყელყელაობა ანგრევს საზოგადოების ფსიქიკას და ამას რეცეპტების შემოღებით ვერ აღადგენს ჩვენს ჯანმრთელობაზემზრუნველიხელისუფლება. კრიმინალებთან გარიგებულმა ხელისუფლებამ არ შეცვალა სისტემა და ამ გაუბედურებულ ქვეყანაში საჯარო მოხელეები უზარმაზარ ანაზღაურებას იღებენ. რისთვის ავირჩიეთ, ბიუჯეტი რომ თქვლიფონ?

სტალინს აკრიტიკებენ ამერიკელთა ფეხსაცმლის ლანჩის მლოკველი ე.წ. სახელისუფლო თუ ე.წ. ოპოზიციონერთა წარმომადგენლები; გუნდრუკს უკმევენ დასავლეთს და ლეგიტიმაციას აძლევენ მათ მიერ კრიმინალის დაცვას; უზნეო პოლიტიკის გატარებას; 45 ინტერვენციის მოწყობას (მე-20 საუკუნიდან) მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში; ჩვენი ქვეყნისა და ხალხის გაწირვას და კვლავ “ნაცების” მობრუნების ხელშეწყობას; ეროვნების უარყოფას და წართმევას; ანტიდისკრიმინაციული კანონის თავსმოხვევას; ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას. გსმენიათ მათგან დასავლეთის კრიტიკა? ეს ყოველივე რუსეთს რომ ეკეთებინა, წარმოიდგინეთ, რა ყეფაგნიასით გააყრუებდნენ ქვეყანას! ამ ლოგიკას თუ გავყვებით, ქართველმა საზოგადოებამ არ უნდა გამორიცხოს, რომ ამერიკის დავალებით მოსული ხელისუფლება ამჯერად ახალი რეკომენდაციებით ასპარეზს კვლავნაცებსდაუთმობს. მათი დაუსჯელობა და უკრაინაში აღზევებაც ამის მაჩვენებელია!

მართლმადიდებელი ქვეყნისთვის მიუღებელ დასავლეთის პოლიტიკას და ახალგაზრდების გახრწნაზე ორიენტირებულ მასონურ ძალებს ებრძოდა 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გორელი სოსო ჯუღაშვილი. სწორედ იმ “თავისუფლებისაგან” გვიცავდა საბჭოთა კავშირი, რომელიც უზნეობასთან ასოცირდება.

საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანს _ კანდიდ ჩარკვიანს სტალინთან ძალზე გულთბილი ურთიერთობა აკავშირებდა. თავის მოგონებებში გვიამბობს სტალინის ინიციატივით, ომის წლებში, 1943 წლიდან როგორ დაიწყო მეტალურგიული კომბინატის მშენებლობა რუსთავში; მისივე სურვილით და ჩარკვიანის ინიციატივით 40-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი კარდიოლოგიის ინსტიტუტის მშენებლობას. 1951 წელს ჩარკვიანი სტალინს ეახლა მოსკოვში, რომელმაც დაამტკიცა მეტროპოლიტენის მშენებლობის პროექტი, მაშინ, როცა ევროპის ქვეყნებში მეტროპოლიტენზე მხოლოდ ოცნებობდნენ.

1960-იან წლებში სტალინის რეაბილიტაცია ბრეჟნევმა დაიწყო: გარემონტდა გორის მუზეუმი და მომზადდა ახალი ექსპოზიციებისთვის, გადაეცა ჯავშნოსანი მატარებელი და სხვა ექსპონატები.

ვლადიმერ პუტინმა ხუთიოდე წლის წინათ აღადგინა ხრუშჩოვის მიერ დანგრეული მეტროპოლიტენის სადგური “სტალინსკაია”. როცა ჰკითხეს, როგორ აფასებთ სტალინის მოღვაწეობასო, პუტინმა აღნიშნა, იყო შეცდომებიც, მაგრამ სტალინმა მოიგო სამამულო ომი და მსოფლიო ფაშიზმისგან იხსნაო. ამით ყველაფერია ნათქვამი.

მსოფლიო ინახავს სტალინის ხსოვნას ბიუსტებისა თუ ბარელიეფების სახით: ავსტრიის დედაქალაქ ვენაში; ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში; ამერიკაში, ვირჯინიის ქალაქ ბედფორდში; შეერთებულ შტატებში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების მე-60 წლისთავის აღსანიშნავად საიუბილეო 5-დოლარიანი მონეტებიც დაბეჭდეს სტალინის გამოსახულებით; გერმანიის დედაქალაქ ბერლინში არაერთი მონუმენტური ქმნილებაა შემონახული სტალინის ხსოვნისა და პატივისცემის ნიშნად.

აღარ ჩამოვთვლი სტალინის სახელთან დაკავშირებულ ყველა იმ პოზიტივს, რომლებზეც არაერთხელ თქმულა და რომლებიც ბიძინა ივანიშვილისთვის “პოზიტივი არ არის”. სახელისუფლო ელიტას, რომელსაც თავისი პატარა ქვეყნისთვის ვერ მოუვლია, ვეკითხები: ვინ, რომელმა ხელისუფალმა რა გააკეთა იმის საფასური, რომ სტალინი აკრიტიკოს? რა უფლებით ზღუდავთ თანამემამულეთა ნებას სტალინის ძეგლის აღდგენის თაობაზე? რა, ჩემი სამშობლო თქვენი კერძო კომპანიაა? მიმიფურთხებია თქვენი ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის!

ჩვენი თანამემამულეები დიდი რუდუნებით ინახავენ სტალინის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ მასალებს. ხელთ ჩამივარდა სტალინის წერილის ქსეროასლი, რომელიც მარტყოფელმა იოსებ მათიაშვილმა შემოინახა. ამ წერილს სტალინი თავის მასწავლებელს _ პეტას სწერს და აცნობებს, რომ უგზავნის თავის ჰონორარს _ 2000 მანეთს, როგორც მეგობრულ ნობათს, რომელიც მხოლოდ მის დასახმარებლად აიღო. ასევე, აძლევს სესხს 3000 მანეთს ბერიას დახმარებით. “შენი გაჭირვება ჩემთვის განსაკუთრებული შემთხვევაა,” _ აღნიშნავს სტალინი წერილში (იხ. ქსეროასლი). ეს წერილი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ იგი თანამემამულეთა წერილებს კითხულობდა და პასუხობდა კიდეც, უბრალოება დიდი ადამიანების მახასიათებელი თვისებაა.

მივმართავ ბატონ ბიძინას: ნუ ეცდებით სტალინის გაკრიტიკებას, მის სიმაღლეს ვერასოდეს მიაღწევთ!

 შევადაროთ მოსახლეობასთან დამოკიდებულება სტალინის და ჩვენი ე.წ. ხელისუფლების წარმომადგენლების, რომლებსაც ვირჩევთ, ფუფუნებაში ვაცხოვრებთ და ნებას ვაძლევთ, ჭკუა დაგვარიგონ, ზემოდან გვიყურონ, რომლებსაც არც ადამიანური და არც პოლიტიკური ღირებულება არ აქვთ.

თუ დასავლეთის ნების აღმსრულებელი შევარდნაძის პოლიტიკა სოციალიზმის, საბჭოთა კავშირის, საქართველოს მიმართ იყო მოღალატეობრივი, სააკაშვილის მმართველობა კრიმინალურია, მათი გზის გამგრძელებელი დღევანდელი ხელისუფლება კი წარმატებული ვერ იქნება!

გენიალურ ფსიქოანალიტიკოსისა და პუბლიცისტის გრიგორი კლიმოვის მიერ შემუშავებული ტესტის მიხედვით, ხელისუფლების რეალური სახის შესაცნობად უნდა გავაანალიზოთ: ა) როგორ რეაგირებს მთავრობა პედერასტების უფლებების დაცვაზე; ბ) როგორ რეაგირებს მთავრობა დამნაშავეთა დასჯაზე; გ) როგორ იცავს მთავრობა მშრომელი ადამიანების ინტერესებს; დ) როგორ იცავს მთავრობა დეგენერატების, პარაზიტული კლასის ინტერესებს.

დასკვნის გაკეთება საზოგადოებისთვის მიმინდვია.

იზა თამაზაშვილი

4 COMMENTS

  1. rogorc koveltvis sheudarebeli daskvnebi gakvt kalbatono iza, erts gtxovt rom patriotta alianss nu gaakritikebt tavianti politikuri gamonatkvamebistvis. patriota aliansi ar aris anti erovnuli gaertianeba da misi mtavari camkvani pigurebi namdvilad ar arian samshoblos mogalate kartvelebi iseve rogorc shevardnadze-saakashvili-ivanishvili…

  2. ვეთანხმები ავტორს ყველაფერში, ერთის გარდა: თითქოს ირმა ინაშვილი და დავით თარხან-მოურავი ევროპული და დასავლური ფასეულობების მატარებლები იყვნენ. სინამდვილეში, ისინი ანაქრონული თავადაზნაურობის ”ფასეულობების” მატარებლები არიან და არაევროპული თუ დასავლური ფასეულობების მატარებლები. რაც შეეხება “პატრიოტობით” თვითრეკლამას, ეს,მოსახლეობის გასაბრიყვებლად, ანუ, როგორც სწორად აღნიშნავს ავრორი, მისგან ხმების მიზიდვას ცდილობს, ხოლო დასავლეთთან “მეგობრობა”, სადაც ხშირად დაბრძანდებიან მწვანე შუქის მისაღებად, ხელისუფლების სათავეში მოსასვლელად სჭირდებათ. ამიტომ გასაგებია მათ მიერ სტალინის საკითხში ისტორიის დამახინჯების სურვილიც: ფაქტია და ეს გრიშა ონიანმაც დოკუმენტურად დაასაბუთა, რომ ექვთიმე თაყაიშვილის თანამონაწილეობით საქართველოდან გატაცებული ქვეყნის ქონება, რომელიც უკვე საფრანგეთის ხაზინაში იყო გადასული, სტალინმა დააბრუნებინა დე გოლს, ირმა ინაშვილი კი, სტალინის როლის დასაკნინებლად, წარამარა ტყუის ”ობიექტივის” ეთერში, ”ექვთიმე ღვთისკაცმა დააბრუნა და ასეთ ადამიანებზე იდგა საქართველოო”.

  3. დიდი მადლობა ქალბატონო იზა ამ დიდი სიმართლისთვის

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here