Home რუბრიკები საზოგადოება “რა ტიპის კვლევები ტარდება და მიმდინარეობს თუ არა ლუგარის ლაბორატორიაში სახიფათო შტამებთან...

“რა ტიპის კვლევები ტარდება და მიმდინარეობს თუ არა ლუგარის ლაბორატორიაში სახიფათო შტამებთან მუშაობა”

1270

31 ოქტომბერს სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” არასამთავრობო ორგანიზაცია “გლობალური კვლევების ცენტრმა” რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებულ საკითხებზე გამართა საგანგებო კონფერენცია, სახელწოდებით “ლუგარის ლაბორატორია _ საექსპერტო ხედვა”. 

რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრალური რეფერალური ლაბორატორია თბილისის გარეუბანში, .. ალექსეევკის დასახლებაში, 2004 წელს ამოქმედდა და მას შემდეგ ამ ლაბორატორიაზე მითქმამოთქმა არ წყდება. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნულ თემასსაქართველო და მსოფლიომაცარაერთი სტატია და ინტერვიუ მიუძღვნარა მიზნით გაიხსნა ლუგარის ლაბორატორია საქართველოში, რა საფრთხეს შეიძლება შეიცავდეს მისი არსებობა ქვეყნისთვის და ვინ უზრუნველყოფს ლაბორატორიაში განთავსებული შტამების დაცვასა და ჩვენს უსაფრთხოებას? _ სწორედ წლების მანძილზე დაგროვილ ამ უპასუხო კითხვებზე სცადეს პასუხის გაცემა კონფერენციაზე პოლიტიკოსებმა, საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და სპეციალისტებმა.

 რიჩარდ ლუგარის ლაბორატორიასა და მისგან მომდინარე საფრთხეებზე სხვადასხვა დროს გაზეთ “საქართველო და მსოფლიოსთან” ამერიკელი ჟურნალისტი ჯეფრი სილვერმანიც საუბრობდა. ის ამბობდა, რომ ლუგარის ლაბორატორიაში ბიოლოგიური იარაღის შექმნას აპირებდნენ. ლაბორატორიისგან მომდინარე საფრთხეებზე საუბრობდნენ ადგილობრივი მცხოვრებლებიც, რომლებიც შიშობდნენ, რომ დივერსიის ან ტერაქტის შემთხვევაში ქვეყანაში სასიკვდილო ვირუსები გავრცელდებოდა.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/nana.jpg

ნანა დევდარიანი, “გლობალური კვლევების ცენტრისხელმძღვანელი:

_ ლუგარის ლაბორატორიის მიმართ წლების განმავლობაში საზოგადოებაში უამრავი კითხვა და ეჭვი დაგროვდა. მაგალითად, იყო ასეთი ეჭვიც: ხომ არ წარმოადგენდა ეს ლაბორატორია ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების საქართველოში ყოფნისთვის ერთგვარ საფარს? თუმცა გვესმის, რომ მოსახლეობას, საზოგადოდ, ახასიათებს პანიკური დამოკიდებულება გარკვეული ინფორმაციისადმი და სწორედ ამიტომ ჩვენი მიზანია არა პანიკური ფონის შექმნა, არამედ, რეალური ინფორმაციის მოსმენა, ვინაიდან, როდესაც რამელიმე საკითხის ირგვლივ ამდენი ეჭვი და კითხვა ჩნდება, ასეთ დროს გამჭვირვალობა და უშუალოდ სპეციალისტებისგან კითხვებზე პასუხის მიღება ძალიან მნიშვნელოვანია.

 როგორც ირკვევა, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში, ამ ლაბორატორიას ერთი დღე არ უმუშავია და ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის გასაღიზიანებლად კეთდებოდა. ამერიკელი სენატორის, ლუგარის, სახელიც იმიტომ დაარქვა სააკაშვილმა ლაბორატორიას და ის სახელმწიფო დაზვერვის სამსახურს დაუქვემდებარა. სინამდვილეში, 2013 წლამდე ლაბორატორიაში მეცნიერები არც შესულან.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/mdivani.jpg

გიორგი მდივანი, “ახალგაზრდა პოლიტოლოგთა კლუბისწარმომადგენელი:

 _ ლუგარის ლაბორატორიის მსგავსი ორგანიზაციები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს, მაგალითად, ტაილანდში, ჩინეთში, კენიაში, გვატემალაში, ეგვიპტეში, ყაზახეთში, ინდოეთში, სამხრეთ აფრიკასა და ბანგლადეშში, თუმცა საინტერესოა ის გარემოება, რომ ამ ქვეყნებში არსებულ ლუგარის ცენტრებზე ინფორმაცია დახურულია და მათ შესახებ ინტერნეტში ვერაფერს მოიძიებთ. ამას გარდა, ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში არსებული ლაბორატორიაც ძალიან მჭიდროდ თანამშრომლობს უოლტერ რიდის უნივერსიტეტთან, რომელიც, გაგიკვირდებათ და, არა კვლევითი და სამეცნიერო პროფილის, არამედ სამხედრო პროფილისაა და ინფორმაცია მის შესახებაც მიუწვდომელია.

 2011 წელს სააკაშვილის ყოფილი მრჩევლის _ ჯეფრი სილვერმანის ინტერვიუმ ლუგარის ლაბორატორიის ირგვლივ ვითარება ძალიან დაძაბა და შესაბამისად რუსების მძაფრი რეაქცია გამოიწვია, ვინაიდან სილვერმანმა განაცხადა, რომ ამ ლაბორატორიაში ამერიკელი სპეციალისტების დახმარებით ბიოლოგიური იარაღის შექმნას აპირებდნენ.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნული პროექტისთვის ამერიკელებმა სამასი მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს, რაც მცირე თანხა არ არის და პენტაგონი ამხელა თანხას ტყუილუბრალოდ არ ხარჯავს. საერთოდაც, ჩემი აზრით, როდესაც სხვა ქვეყნის სამხედრო უწყება რომელიმე ქვეყანაში პირდაპირ ახორციელებს მსგავს ინვესტიციას და გლობალური ფორმატის კვლევით ცენტრს ქმნის, ეს უკვე საფრთხის შემცველია. ამიტომ, ამ ლაბორატორიაში მიმდინარე პროცესები უფრო მეტად გამჭვირვალე უნდა იყოს.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/vaxtang-maisaia.jpg

ვახტანგ მაისაია, სამხედრო ექსპერტი:

_ ვინაიდან 1998 წელს აშშ-ს საჰაერო ძალების დოქტორანტი გახლდით და სწორედ ამგვარ დახურულ ცენტრში _ ეროვნული უსაფრთხოების ინსტიტუტში _ გავდიოდი სტაჟირებას, სადაც მუშაობა მასობრივი იარაღის განადგურების შემცირების საკითხზე მიწევდა, შევეცდები, ჩემი კომპეტენციის ფარგლებში ვისაუბრო.

 კონფერენციაზე დაისვა კითხვა, რატომ დახარჯა ამერიკამ 300 მილიონი აშშ დოლარი მაშინ, როდესაც ყველამ ვიცით, რომ ამხელა თანხას ტყუილუბრალოდ არც ერთი ქვეყანა არ დახარჯავდა. ბუნებრივია, ამერიკას აქვს თავისი ინტერესები, ვინაიდან საქართველო და კავკასია მასობრივი განადგურების იარაღის შემცირებისთვის საკმაოდ მოწყვლადი არეალია. მაგალითად, 1998 წელს ჩრდილოკავკასიაში მოქმედ ისლამურ რადიკალურ ჯგუფებს ჰქონდათ კონკრეტული მიზანი, ხელში ჩაეგდოთ ბიოლოგიური და ქიმიური იარაღი. ამას გარდა, საქართველო განიხილება, როგორც შავი ტრანზიტის, მათ შორის, ნარკოტიკებისა და იარაღის უკანონო ვაჭრობის საკითხებში ერთერთი ეფექტური ქვეყანა. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმაც რამდენჯერმე ოფიციალურად განაცხადა და ეს “მესიჯი” მათ არაერთხელ გაუგზავნეს წინა ხელისუფლების წარმომადგენლებსაც, რომლებსაც ისლამ რადიკალებთან საკმაოდ კარგი და თბილი ურთიერთობა ჰქონდათ, რომლის დამადასტურებელი ფაქტებიც არსებობს.

 შესაბამისად, არ მიკვირს, რომ საქართველოში ასეთი ცენტრის შექმნა გადაწყდა და ამაში შემაშფოთებელს ვერაფერს ვხედავ, ვინაიდან, როგორც ჩანს, არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე, ამერიკელებმა ჩათვალეს, რომ საჭირო იყო პრევენციული ზომების მიღება და თავდაცვისა თუ რეგიონული უსაფრთხოების მიზნით ასეთი ლაბორატორია დააარსეს”.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/dimitrilortkipanidze2.jpg

დიმიტრი ლორთქიფანიძე, “გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისწევრი:

_ ნუთუ არ შეიძლება, მოვიწვიოთ მეცნიერები, სპეციალისტები, რომლებიც იტყვიან, რა ხდება ლუგარის ლაბორატორიაში? გვაინტერესებს, რა ტიპის კვლევები ტარდება, მიმდინარეობს თუ არა ლუგარის ლაბორატორიაში სახიფათო შტამებთან მუშაობა და, საერთოდ, რა საფრთხის შემცველია ეს ლაბორატორია საქართველოსთვის. ან აგვიხსნან, რა სარგებლობა მოაქვს ამ ლაბორატორიის არსებობას ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი მეცნიერების განვითარებისთვის, ხოლო, თუ ეს ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღის საცავია, მოსალოდნელი რისკების არსებობის შესახებაც უნდა ვიცოდეთ.

 მრჩება შთაბეჭდილება, რომ ლუგარის ლაბორატორიაზე საზოგადოებაში დღეს ბევრი შეკითხვა და შიში არსებობს, ამიტომ კარგი იქნება, თუ ამ ლაბორატორიის სარგებლიანობაზე მეტ ინფორმაციას მოვიპოვებთ.

http://www.geworld.ge/NEW/photo/gallery/gamyrelidze.jpg

ამირან გამყრელიძე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი:

_ რიჩარდ ლუგარის ლაბორატორია არავითარ საშიშროებას არ წარმოადგენს, პირიქით, ასეთი დონის ლაბორატორია ქვეყნის სიმდიდრეა და ეს ყველაფერი ჩვენი ძირითადი სტრატეგიული პარტნიორის _ აშშ-ის დახმარებით ჩამოყალიბდა.

ლუგარის ლაბორატორია კავკასიის რეგიონში არის ერთ-ერთი საუკეთესო შესაძლებლობების მქონე ლაბორატორია, რომელსაც ბიოტექნოლოგიებსა და ბიოსამედიცინო კვლევებში უნიკალური შესაძლებლობები აქვს, რომელიც სხვადასხვა მძიმე ინფექციის აღმოჩენას, დიაგნოსტიკას, მეცნიერულ კვლევას გულისხმობს. საქართველოს გარდა, ასეთი პროექტები ბევრ ქვეყანაში, მათ შორის, უკრაინაში, აზერბაიჯანში, სომხეთში, ყაზახეთში, ტაილანდში, ეგვიპტეშიც ხორციელდება, ვინაიდან ამერიკელები გლობალური ჯანმრთელობის უსაფრთხოების საკითხს სერიოზულად უყურებენ და მას გლობალური უსაფრთხოების ნაწილად აღიქვამენ.

მოამზადა შორენა ცივქარაშვილმა

1 COMMENT

  1. ეს ლაბორატორიები იმდენად საშიშია, რომ არა თუ თავიაანთ ტერიტორიებზე, არამედ მახლობელ ქვეყნებშიც კი არ ანთავსებენ კაპიტალისტური ქვეყნები!!!
    შეხედეთ ჩამოთვლილი ქვეყნების სიას და დარწმუნდებით!!!
    სარგებლობენ რა, განვითარებად ქვეყნებში შექმნილი მძიმე ეკონომიკური სიტუაცებით, გაღატაკებული,დამშეული მეცნიერების მდგომარეობით და ქვეყნის მოღალატე ხელისუფლებით, განვითარებული ქვეყნები წარმატებით ახორციელებენ თავიაანთ მზაკვრულ გეგმებს!!!

  2. საშიშროება მრავალგავრია—უბედური შემთხვევის შედეგად, ან სპეციალურად ვირუსების მიერ გამოწვეული პათოლოგიის შესწავლის მიზნით, მათ შეუძლიათ ნებისმიერ დროს გაავრცელონ ეს ვირუსები. ეს ზემოთ ჩამოთვლილი ვაი ექსპერტები მაშინაც ასე სიცრუით ილაპარაკებენ შექმნილ ვითარებებზე, იმიტომ რომ ქვეყნის გამყიდვლები არიან!!

  3. რისთვის შეიქმნა აღარ აქვს მნიშვნელობა .შევუშვათ შიგ ქართველი მეცნიერები და ვაკეთებინოთ ქართული საქმეები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here