Home რუბრიკები საზოგადოება გენმოდიფიცირებულმა პომიდორმა ესპანელი მამაკაცი იმსხვერპლა

გენმოდიფიცირებულმა პომიდორმა ესპანელი მამაკაცი იმსხვერპლა

“31 წლის ესპანელი ხუან პედრო რამოსი პირველი ევროპელია, რომელიც გენმოდიფიცირებული პროდუქტის მიღების შედეგად მოკვდა. ეს გაირკვა მას შემდეგ, როცა ექიმებმა გვამს ექსპერტიზა ჩაუტარეს”, _ წერს გამოცემა World News Daily Report.

სიკვდილის დღეს ესპანელმა მამაკაცმა მადრიდის ერთ-ერთ რესტორანში პომიდვრის სალათა შეუკვეთა და, როცა ჭამა დაასრულა, ტანზე გამოაყარა, არტერიული წნევა კი ძალიან დაეცა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდა, მაგრამ ექიმებმა ვერ შეძლეს ხუან პედრო რამოსის გადარჩენა.

სამედიცინო-კრიმინალისტური ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გაირკვა, რომ მამაკაცის მიერ შეჭმულ პომიდორში იყო ზღვის ცხოველებისთვის დამახასიათებელი სპეციფიკური ალერგენი, რომელიც ანტიბიოტიკების მოქმედების მიმართ მედეგია.

ამ შემთხვევის შემდეგ ესპანეთის ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ გასცა განკარგულება, გაენადგურებინათ 7 ათასი ტონა პომიდორი, რომელიც პორტუგალიიდან იყო იმპორტირებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here