Home რუბრიკები საზოგადოება “რუსთავი 2” რევოლუციურ ცვლილებებს იწყებს

“რუსთავი 2” რევოლუციურ ცვლილებებს იწყებს

ჩვენმა არც ისე სპეციალურმა კორესპონდენტმა სენსაციური ცნობა მოგვაწოდა: “ნაციონალური მოძრაობისშტაბში შემუშავებული სპეციალური მითითებებით, დამოუკიდებელი ტელეკომპანიარუსთავი 2” ეთერშიც და ეთერს გარეთაც საგანგებო ზომებს გამოიყენებს!

“ნაციონალების” ბრძანებით, თავისუფალი სიტყვის ბაირახტარები აპირებენ, რომან გოცირიძესა და შალვა ნათელაშვილს პერსონალურად გამოუყონ ხალათი, “ნასკები” და ქოშები. ამის თაობაზე გადაცემა “არჩევანის” წამყვანმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა და მიზეზად მათი ხშირი სტუმრობა დაასახელა.

როგორც ცნობილია, ზემოთ ჩამოთვლილი ნივთების გარდა, ნათელაშვილსა და გოცირიძეს პირადი თეთრეული და ლეიბებიც გამოეყოფათ, რათა თავი უფრო კომფორტულად იგრძნონ.

გარდა ამისა, კიდევ ერთი გადაწყვეტილების შესახებ ხდება ცნობილი: ამიერიდან ზაალ უდუმაშვილი და დიანა ჯოჯუა შავებში ჩაცმულები წაიყვანენ “კურიერს” და, მისასალმებელი სიტყვის ნაცვლად, ქვეყანას დიდმართალ მიხეილს შეავედრებენ, თანაც სამჯერ დააკაკუნებენ ხეზე. გიორგი გაბუნია კი წვერს უფრო მოუშვებს და ასე იგლოვებს ქვეყნის ამაოებას.

ეკა კვესიტაძე განსხვავებულ აქცენტებს “კასინკის” ამარა წაიყვანს და გადაცემის წინ “მეხის დაყრის” წყევლას წაიკითხავს.

დავით კიკალიშვილი “პოსტკრიპტუმს” შავი სათვალითა და ტრადიციულად დადინჯებული ტონალობით გაუძღვება, სახეს კი უფრო მონდომებით დამანჭავს და თვალებს მაქსიმალურად მოჭუტავს.

აკაკი გოგიჩაიშვილი გადაცემა “ბიზნესკურიერს” წაიყვანს ზოლებიანი ხალათით, რომელზეც ციხეში გამომწყვდეული ლარის სიმბოლო იქნება გამოსახული.

მაია ასათიანი “პროფილს” დასაბანი თავითა და უმაკიაჟოდ გაუძღვება. მისი თქმით, როდესაც ქვეყანა ასეთ შავ დღეშია, არ აქვს უფლება, მაყურებელს მხიარულ ფერებში დაენახვოს.

ნანუკა ჟორჟოლიანი გადაცემას გარე მოვაჭრეებთან ერთად წაიყვანს და მათ პრობლემებს პირდაპირ დახლიდან გააშუქებს, გარდა ამისა, წაიკითხავს “მეხის დაცემის” წყევლას.

ცვლილებები შეეხება არხის ლოგოსაც. დიზაინერების კონცეფციით, მას შავ ლენტს დაუმატებენ, რაც, მათი თქმით, არსებულ რეალობას ასახავს.

იცვლება კურიერისქუდის გრაფიკა და მუსიკალური გაფორმება. კერძოდ, გრაფიკულ გამოსახულებაში ფერადი კომპონენტების ნაცვლად წარმოდგენილი იქნება სამზარეულოს ცარიელი ინვენტარი, ცარიელი ქვაბები და ტაფები, ცარიელი საფულეები. ნაჩვენები იქნება პოლიტიკურად დევნილი ახალაიას, სააკაშვილის, უგულავასა და მერაბიშვილის სახემნათი გამომეტყველება.

იცვლება არხის განაწესი. ყველა თანამშრომელი სამსახურში მისვლისას ვალდებულია, წაიკითხოს მთავრობის გადაყენების წყევლა. ასევე, შესასვლელში დაიდება ბიძინა ივანიშვილის ფოტო და ყველა თანამშრომელი ძალაუნებურად ფეხს დაადგამს ყოფილი პრემიერის გულს.

ნიკა გვარამიას გადაწყვეტილებით, “რუსთავი 2”-ის ყველა თანამშრომელს ეკრძალება ჟარგონული სიტყვების _ კაროჩე”, “ვსიო”, “სპასიბადახარაშო”- წარმოთქმა, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება მათ პროდასავლურ მისწრაფებებს.

ელიკო სილაძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here